12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 თებერვალი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამჟამად თქვენი მთავარი ორიენტირი წინდახედულება უნდა იყოს. თავდაუზოგავი შრომა თქვენს პოზიციებს განამტკიცებს. გარემოცვის ავტორიტეტს თუ დაიმსახურებთ, დამსახურებულ პატივს მოგაგებენ. თქვენი სურვილები აუცილებლად ასრულდება, თუ მოვლენებს წინ არ გაასწრებთ.


კურო
თქვენი კონკურენტებისა და მეტოქეების გააქტიურების მიუხედავად, ეს დღე განსაკუთრებული ვნებათაღელვის გარეშე ჩაივლის. შესაძლოა, მათ თქვენი პოზიციების დაკავებაც შეძლონ, მაგრამ ბედნიერი და სასიამოვნო მომენტები ნეგატივს მაინც გადააჭარბებს. გირჩევთ, უსიამოვნო სიურპრიზებისთვის მზად იყოთ.


ტყუპები
ამ დღეს ბევრ ტყუპს სიამოვნებას მოჰგვრის საკუთარი ანარეკლის „ორეულად“ ქცეულ შვილებში, მეგობრებში ან კონკურენტებში დანახვა. ეცადეთ, მოვლენების ეპიცენტრში იყოთ და საკუთარი გატაცებებით თუ მიმდინარე პროცესებში თქვენი ჩარევით სხვა ადამიანები დააინტერესოთ.


კირჩხიბი
ამ პერიოდში არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა გელით. თუ თებერვლის პირველ ნახევარში გამუდმებული ხარჯი გქონდათ, თვის შუა რიცხვებში ბალანსი აღდგება. შეეგუეთ იმ აზრს, რომ დღეს მძიმე შრომით ნაშოვნი ფულის ნაწილთან გამოთხოვება მოგიწევთ.


ლომი
ამ დღეს ინტელექტუალური მოღვაწეობა განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება. სიამოვნებას მოგანიჭებთ ხელოვნება, ბავშვებთან ურთიერთობა და ფილოსოფიური ლიტერატურის კითხვა, თუმცა ჯანმრთელობის მხრივ, თავს საუკეთესოდ არ გრძნობთ. ეცადეთ, კარგად ნაცნობ და მშვიდ გარემოში დაისვენოთ. ყურადღება მიაქციეთ გულის მუშაობას, განსაკუთრებით, დღის საათებში.


ქალწული
ამ დღეს ბევრი ქალწული საბოლოოდ დარწმუნდება არჩეული  გზის უტყუარობაში და მეუღლესთან განსაკუთრებულ სულიერ კავშირს დაამყარებს. გახსოვდეთ, ერთად ყველა საყოფაცხოვრებო თუ მატერიალური პრობლემების მოგვარებას ადვილად შეძლებთ. სხვათა შორის, შეგიძლიათ, უძრავი ქონების საკითხებით ისევ დაკავდეთ.


სასწორი
ეს დღე შესანიშნავია იდეების განსახორციელებლად და პარტნიორების მოსაზიდად. ვარსკვლავები გირჩევენ, უქმეები მშვიდ გარემოში გაატაროთ. შეეცადეთ, სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად გაისეირნოთ ან ფინჯან ყავაზე გულწრფელი საუბრები მოაწყოთ.


მორიელი
გარშემომყოფებთან ურთიერთობის დროს შეეცადეთ, მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კონფლიქტური სიტუაციები დიპლომატიური გზებით მოაგვაროთ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი, ამიტომ, გამოიჩინეთ სიფრთხილე ფულთან მიმართებაში.


მშვილდოსანი
ვარსკვლავები არ გირჩევენ დასვენების დღეებში მნიშვნელოვანი შეხვედრების დანიშვნას. შეიქმენით პოზიტიური განწყობა. მოინახულეთ მეგობრები ან წადით მათთან ერთად ქალაქგარეთ. თუკი დრო დაგრჩებათ, შეეცადეთ, საცხოვრებელი ადგილი მოაწესრიგოთ.


თხის რქა
ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ შესაძლოა, საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ. სასურველია, ეს დღე ოჯახურ გარემოში გაატაროთ. თუკი წინასწარ გეგმები დაისახეთ, მათი გამჟღავნება სასურველი არ არის. მათი გახმაურებით, შესაძლოა, იდეების განხორციელებაში ხელი შეგეშალოთ.


მერწყული
ამ დღეს იმ ნივთს შეიძენთ, რომლის შეძენაზეც დიდი ხანია ფიქრობთ და ოცნებობთ. ეს ფაქტი გაგაბედნიერებთ და დღის განმავლობაში საუკეთესო განწყობას შეგიქმნით. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი ყურადღება დაუთმოთ საქმეებს და მოერიდოთ უცნობებთან საუბარს.


თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, გარშემომყოფებთან პრობლემები მოაგვაროთ და მათთან ურთიერთობა გამოასწოროთ. სამსახურში, ხელმძღვანელობა სამუშაოდ ახალ პროექტს გადმოგცემთ, რომელსაც უშიშრად და უპრობლემოდ გაუმკლავდებით, რისთვისაც შექებასა და პრემიას დაიმსახურებთ. ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებით დასრულდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?