7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 მარტი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
თქვენ გელით სასიამოვნო შეხვედრები და წარმატებული საჯარო გამოსვლები, რაც ახალი მეგობრული თუ საქმიანი კონტაქტების დამყარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები თუ ქმედებები აკონტროლოთ. 


კურო
ოჯახში მცირე კამათი გელით. სავარაუდოდ, თქვენს გაღიზიანებას ზღვარგადასული (თქვენი აზრით) ფულის ხარჯვა გამოიწვევს. სავარაუდოდ, პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბუტია ხართ და ახლობელი ადამიანების თავისუფლებას ზედმეტად ზღუდავთ. გირჩევთ, კომპრომისზე წახვიდეთ და საოჯახო საქმეების მართვა მეუღლეს გადააბაროთ.


ტყუპები
ეს დღე შინაგან თავისუფლებასა და წინსვლას განასახიერებს. დიდი ხანია, ერთ ადგილს ტკეპნით. დროა, გათავისუფლდეთ. შეცვალეთ გარემო, პარტნიორი და ყველაფერი, რაც მოგესურვებათ.


კირჩხიბი
ქორწინებისთვის არახელსაყრელი დღეა. სამწუხაროდ, უახლოეს თვეებში ბევრი ვერ მოახერხებს ოჯახური სტატუსის შეცვლას. კირჩხიბი სიყვარულისგან ბევრს ელის. ინტიმურ ურთიერთობებში მისი დამახასიათებელი თვისება ემოციურობა გახლავთ. თუ თავი საყვარელ და სასურველ ადამიანად აგრძნობინეთ, იდეალური სექსუალური პარტნიორი იქნება. შეყვარებულ კირჩხიბებს საკუთარი თავის, პარტნიორისა თუ მომავალთან დაკავშირებული ეჭვების გამო, რთული პერიოდი ელით.


ლომი
ბევრ ლომს ძველი საქმეების გამო, ოფიციალურ უწყებებთან პრობლემები ელის. მომავალ კვირას ყველაფერი მოგვარდება, თუმცა რაღაც დროის მანძილზე, ეს მაინც ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება. ეცადეთ, დიპლომატიური ნიჭი და მოქნილობა გამოიჩინოთ და წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ.


ქალწული
სიყვარულში მარტოობის განცდა გაწუხებთ. ახლობელ ადამიანებს საკუთარი პრობლემების თქვენზე გადმოტანის სურვილი აქვთ. იქნებ ამაში თავად ხართ დამნაშავე? ეცადეთ, ოჯახურ საქმეებში სასიამოვნო სასარგებლოსთან შეათავსოთ. 


სასწორი
ამ დღეს წვრილმან დეტალებს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. შესაძლოა, ფინანსური პრობლემების მოგვარებამ ბევრი დრო და ენერგია წაგართვათ. იყავით ფრთხილი. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გადაიღალოთ და შეძლებისდაგვარად დაასვენოთ ორგანიზმი.


მორიელი
ფინანსურ საკითხებში პრობლემები ან დიდი ცვლილებები არ გელოდებათ. უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებული საქმეები წარმატებას მოგიტანთ. ოჯახის წევრებისგან მიღებული რჩევები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.


მშვილდოსანი
მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების წრეში განვითარებული ცვლილებები თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე აუცილებლად აისახება. ვარსკვლავები სასიყვარულო სფეროში გააქტიურებას გირჩევენ. შესაძლოა, ამ დღეს უფრო მგრძნობიარე და ეჭვიანი გახდეთ. არ გამოირიცხება, საქმიანი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდოს.


თხის რქა
თუ დროებით დაივიწყებთ ამბიციებს და შეეგუებით გარემოებას, ადვილად და უდანაკარგოდ გადაიტანთ რთულ პერიოდს. შესაძლოა, ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებაც გადაწყვიტოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და უარი თქვით მძიმე ფიზიკურ ვარჯიშზე.


მერწყული
მოერიდეთ უეცარ ხარჯებს. საყვარელი ადამიანის მიერ გამოთქმული პრეტენზიის გულთან ახლოს მიტანა არ ღირს. თუკი მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი, ვარსკვლავები გირჩევენ, დროებით გადადოთ და ეს დრო ჯანმრთელობას დაუთმოთ, რათა ენერგია მოგემატოთ.


თევზები
ამ დღეს ძალიან რისკიანი იქნებით. საქმიანი პარტნიორების დახმარებით საკუთარი იდეების განხორციელება გაგიმარტივდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოთმინების უნარი გამოიჩინოთ, ამგვარად საყვარელ ადამიანთან ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?