13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 მარტი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
შრომა და მონდომება მიღწეული შედეგის გამტკიცებაში დაგეხმარებათ. საქმეები კარგად მიდის. ფულს პერსპექტიულ საქმეში თუ დააბანდებთ, შეიძლება კარგი შემოსავალი მიიღოთ.


კურო
შესაძლოა, ამ დღეს უმადობამ და სისუსტემ შეგაწუხოთ. თავის ფლობის შესანიშნავი უნარი საშუალებას არ მოგცემთ, ზედმეტი ილაპარაკოთ. გირჩევთ, საკუთარი დიეტა შეადგინოთ და ხშირად, მაგრამ მცირე ულუფები მიიღოთ. გახსოვდეთ, დღისით შიმშილობას, ღამით მომატებული მადიანობა მოჰყვება, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.


ტყუპები
დღის განმავლობაში იმდენი სამუშაო გექნებათ, რომ პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოიცლით. სამწუხაროდ, სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი თქვენ გარშემო ინტრიგები, სიცრუე და ჭორები. ფულთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება უაზროდ გაფლანგოთ ან არაკეთილსინდისიერი მშენებლებისა ან გამყიდველების წყალობით, უბრალოდ, დაკარგოთ.


კირჩხიბი
გამორიცხული არაა, რომ უჩვეულო შემთხვევის ან თავგადასავლის წყალობით, თქვენმა გრძნობებმა ახალი ძალით იფეთქოს და ახალი, საინტერესო რომანი დაიწყოს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პარტნიორს როგორც მორალური, ისე მატერიალური მხარდაჭერა სჭირდება.


ლომი
ამ დღეს უჩვეულოდ იმპულსური, გაღიზიანებული და თავშეუკავებელი იქნებით და უგუნურ საქციელს ვერ აიცილებთ. ეცადეთ  შიშისა და ეჭვებისგან გათავისუფლდეთ და ცხარე დებატებში საკუთარი პოზიციები დაიცვათ.


ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის სიყვარული მნიშვნელოვანია, თუმცა ინტიმურ ურთიერთობებში პრობლემები ელის. სამწუხაროდ, ბევრი აღმოაჩენს, რომ არ აფასებს იმას, რაც აქვს. თუ გსურთ, სიყვარული და ბედნიერება მოიპოვოთ, ნაკლებად პრაგმატული უნდა გახდეთ. არასოდეს დაეჭვდეთ იმაში, რომ უყვარხართ და ცხოვრებით დატკბით.


სასწორი
არ გამოირიცხება კონფლიქტი იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრებას ვირტუალურ სამყაროში ანიჭებენ  უპირატესობას და რეალობას მოწყვეტილები არიან. თვალი ადევნეთ პარტნიორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, იქნება ეს ახლობელი ადამიანი თუ თანამშრომელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელიდან გაუშვებთ სარფიან მოგებას საერთო საქმეში.


მორიელი
ამ დღეს აზარტული იქნებით, სავალუტო ბირჟაზე თუ კაზინოში. მნიშვნელოვანია, დროულად შეძლოთ გაჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ ვალებში გადავარდებით.


მშვილდოსანი
ეს დღე შესანიშნავია მშვილდოსნებისთვის. ნებისმიერ საქმიანობაში იღბალი გელოდებათ. ახალ საქმეებსა და საინტერესო პროექტებში გაგიმართლებთ. გაიზრდება თქვენი მეგობრების რიცხვი, ფულადი მოგება და წარმატება გეგმაზომიერ შრომას მოგიტანთ. მოთმინებისა და ბევრი შრომის შედეგად ბევრს მიაღწევთ. დაეხმარეთ მათ, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.


თხის რქა
პლანეტების განლაგება განსაკუთრებული სიფრთხილისკენ ქალ-თხის რქებს მოუწოდებს. შესაძლოა, გულგრილობა და პარტნიორის უკმარისობა იგრძნოთ. ამ დღეს მოერიდეთ სიზარმაცესა და ცუდ განწყობას - ეს ყველაფერი ნაადრევ დაბერებას, სახეზე ნაოჭებსა და თმის ცვენას გამოიწვევს. ხანგრძლივი აპათია ენერგიულობაში გადაიზრდება. მოგეცემათ შესაძლებლობა, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.


მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ბევრი არ ჭამოთ, განსაკუთრებით ღამის საათებში და აკონტროლეთ საკვების ხარისხი. სასურველია, შეზღუდოთ ალკოჰოლი, ტკბილეული და ენერგეტიკული სასმელები. როგორც კი დაღლილობას იგრძნობთ, შეამცირეთ დატვირთვა.


თევზები
ამ დღეს ახალი ურთიერთობები შეინიშნება, მათ შორის, სასიყვარულო სფეროში, რომელიც ძალიან სწრაფად გადაიზრდება ინტიმურ ურთიერთობაში, მაგრამ მოულოდნელად გაქრება თქვენი ცხოვრებიდან. ნუ ჩავარდებით დეპრესიაში და გამონახეთ ყველანაირი გზა პრობლემების გადასაჭრელად.

დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?