14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 მარტი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეს დღე მეგობრობასა და წარმატებულ თანამშრომლობას განასახიერებს. თქვენს ოცნებებს სწორედ მეგობრების დახმარებით უწერია ასრულება. ამჟამად, თქვენთვის ხელსაყრელია სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ. ამან შეიძლება მიზნის შესრულებაში ხელი შეგიშალოთ.


კურო
ამ დღეს თქვენი სახლის კარი მეგობრებისთვის ფართოდ გახსნილია, თუმცა ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ. რომელიღაც პირადი ხასიათის პრობლემებმა შესაძლოა, ახლობლებისთვის უცხოდ, ხოლო უცხოებისთვის ახლობლად გაქციონ. ჩხუბისა და დაპირისპირების შემდეგ, მეუღლის დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ.


ტყუპები
ნეგატიური ენერგეტიკის გამო, ზოგიერთ ტყუპს რთული დღე ელის - თითქოს ვიღაცამ წნეხში მოგაქციათ. ეცადეთ, ეს დღე სახლიდან მოშორებით გაატაროთ. კარგი იქნება, თუ ბუნებაში, ოჯახურ დასვენებას მოაწყობთ და საქმეებს „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ განიხილავთ. სიფრთხილე დაიცავით და ავანტიურისტის ანკესზე არ წამოეგოთ.


კირჩხიბი
დილიდან ოჯახურ ურთიერთობებში იდილია სუფევს, თუმცა დღის მეორე ნახევარში თქვენც დაიღლებით და შესაძლოა, მეუღლეც გაღიზიანდეს. ეცადეთ, კამათს თავი აარიდოთ. ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.


ლომი
ამ დღეს ჩვეულთან შედარებით, აგრესიული და გაღიზიანებული ხართ. მოსალოდნელია მეგობრებთან კამათი, რაც შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს. ერიდეთ უცნობ და უკაცრიელ ადგილებს და საეჭვო კონტაქტებს. დასვენების დღისთვის დაგეგმეთ საქმე, რომელიც ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალებს მოითხოვს, რადგან ამჟამად, ენერგიით სავსე ხართ.


ქალწული
სიყვარულში თავდაჯერება და პატივისცემა არ გაკლიათ. დიდი ხანია ოცნებობთ, რომ რაღაც უჩვეულო მოხდეს, რაც ბედნიერების გასაღებს გაპოვნინებთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის გაკეთება თავად გსურთ, ზოგჯერ ბედის საჩუქარიც და აქედან გამომდინარე, სარგებელიც უნდა მიიღოთ.


სასწორი
რომანტიკული თუ საოჯახო ურთიერთობა თქვენგან პასუხისმგებლობასა და სერიოზულობას მოითხოვს. ეს დღე ერთნაირად კონფლიქტურია როგორც შეყვარებულთან ურთიერთობაში, ისე მეუღლესთან. ნუ მისცემთ მელანქოლიასა და პესიმიზმს თქვენი დაპყრობის უფლებას. წარსულში ყურება და ტკივილის გახსენება არ ღირს.


მორიელი
ამ დღეს რამის დაგეგმვა და შემდეგ მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ. უჯახურ ურთიერთობებში კონფლიქტი არ გამოირიცხება. მიზეზი კი ეჭვიანობა გახდება. ოჯახური პრობლემების გამო გაჩუმება და მათზე შორიდან თვალის დევნება არ ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვევლობა კიდევ უფრო იმატებს და მსგავსი სიტუაცია სულ მალე შეგახსენებთ თავს.


მშვილდოსანი
ეს დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნება. უამრავ პოზიტიურ ცვლილებას მოგიტანთ. შეგიძლიათ, იმოგზაუროთ, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი შეიცვალოთ. ნებისმიერი შემთხვევაში გაგიმართლებთ.


თხის რქა
ნეგატიური ასტროლოგიური ასპექტის ფონზე გაღიზიანება და წყენა მოიმატებს. ასევე, არ გამოირიცხება, დაავადებებმა შეგიქმნათ პრობლემები. საჭიროა გაიგოთ, რომ ყველა ტკივილის ძირითადი მიზეზი სტრესი და ნერვული სისტემის არამდგრადობაა. გამოფხიზლება და ენერგიულობა დაგეხმარებათ ნეგატიურ მოვლენებთან გამკლავებაში.


მერწყული
არ გამოირიცხება ოჯახში პრობლემები. ურთიერთობების გარკვევის პროცესი საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდება. ყველა იჩქარებს, გამოთქვას პრეტენზია ისე, რომ სხვების აზრის გათვალისწინებას არ ისურვებენ. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა აღიარონ აზრთა სხვადასხვაობა და იპოვონ პრობლემის მოგვარების უმტკივნეულო გზა.


თევზები
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, გაუარესდება. სამწუხაროდ, თაღლით მკურნალებს მიენდობით, რომელთაც განკურნების საკუთარი მეთოდები აქვთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ მკურნალობის სქემის შეცვლას და ახალ პრეპარატებზე ან სამედიცინო პროცედურებზე გადასვლას. უმჯობესია, გამოიყენოთ ძველი და გამოცდილი საშუალებები. ეს ალერგიისგან და პრეპარატებით მოწამვლისგან დაგიცავთ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?