24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 მარტი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
თქვენს ცხოვრებაში პერსპექტიული ცვლილებების დროა. თვის მეორე ნახევარში სიყვარულში გამართლება გელით. შესაძლოა, დაქორწინდეთ კიდეც. თუ საინტერესო სამსახური შემოგთავაზეს, აუცილებლად დასთანხმდით, თუნდაც მყისიერ შემოსავალს არ ელოდეთ.


კურო
სიფრთხილე გმართებთ. შესაძლოა, თქვენ წინაშე ყველა მნიშვნელოვანი კარი დაიკეტოს. შემოქმედებითი ფანტაზიისა და მოხერხებულობის დახმარებით შეიძლება უამრავი პრობლემისგან გათავისუფლდეთ. ნუ იდარდებთ, თუ რაღაც არ გამოგდით - ამ დღეს ყველაფერი ისე არაა, როგორც თქვენ გინდათ.


ტყუპები
აქტიური დღე გელით. შანსი გაქვთ, საკუთარი ცხოვრება მთლიანად შეცვალოთ და თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანოთ. ფიქრის დრო არაა, დაუყოვნებლივ მოქმედებას შეუდექით.


კირჩხიბი
ძველი ოცნების ასრულებისთვის ხელსაყრელი დროა. ახლობლები რჩევით ან საქმით დაგეხმარებიან. შემოსავლის სიმცირეს არ უჩივით, რადგან სოლიდური თანხის გამომუშავებას ადვილად ახერხებთ. შეგიძლიათ, შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოავლინოთ და ურთულესი ამოცანების ამოხსნას შეუდგეთ. ფულის დაზოგვის მიზეზი არ გაქვთ, ამიტომ შეგიძლიათ, საკუთარი ფინანსები როგორც გსურთ, ისე დახარჯოთ.


ლომი
მიზნის მიღწევაში მხოლოდ სიზარმაცე და ოცნებების სამყაროში დარჩენის სურვილი გიშლით ხელს. კარგი დროა სპორტული ვარჯიშების, იოგის ან მასაჟის დასაწყებად. დიეტის დაწყებამდე ორგანიზმის საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაიტარეთ და კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართეთ.


ქალწული
შიშითა და ეჭვებით სავსე დღეა. გეჩვენებათ, რომ საიმედო დასაყრდენის გარეშე დარჩით და მოქმედება უნდა შეანელოთ. ასე თუ მოხდა, თქვენი უამრავი ღირსების შესახებ ვერავინ შეიტყობს. არც ისაა გამორიცხული, რომ პარტნიორმა უფრო აქტიური მეწყვილის მოძებნა გადაწყვიტოს.


სასწორი
თქვენს წარმატებას მხოლოდ არაორგანიზებულობა და ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტა შეუშლის ხელს. მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად იმოქმედეთ და დასახეთ სამომავლო გეგმები საერთო, საზოგადო თუ პოლიტიკურ სფეროებში.


მორიელი
თქვენი გზა არ იქნება ია-ვარდებით მოფენილი, მაგრამ სირთულეებს, ასე თუ ისე, შეეგუებით. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი გენიალური მუშაობის უნარსა და პრაქტიკულ გონებაზე. უახლოეს პერიოდში ბევრი შრომა მოგიწევთ. ასე რომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ნელ-ნელა მოემზადოთ.


მშვილდოსანი
შემოქმედებითი იდეების დახმარებით დიდ მოგებას ნახავთ და წარმატებას მიაღწევთ. გაწეული სამუშაოს დამსახურებით შექმნით ახალი, დიდი საქმის ფუნდამენტს, რომელიც წარმატებული აღმოჩნდება. ახალი საქმეების დაგეგმვისას, ყურადღება მიაქციეთ მოკავშირეებს - თქვენ გვერდით უნდა იყვნენ სერიოზული და პატიოსანი ადამიანები.


თხის რქა
ვარსკვლავები კარიერულ ზრდას, ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებას გპირდებიან. როგორი მაცდური პერსპექტივაც არ უნდა გქონდეთ, პირველ რიგში, პირად ცხოვრებაზე უნდა იფიქროთ. დაკავდით საოჯახო საქმეებით.


მერწყული
განათლების სფეროში ახალი პერსპექტივა გამოგიჩნდებათ. გონივრული ქმედებით ნებისმიერი რთული სიტუაციიდან შეძლებთ თავის დაძვრენას. გაუფრთხილდით საკუთარ რეპუტაციასა და კარიერას.  


თევზები
დღის პირველ ნახევარში, მარსის ჰარმონიული ზემოქმედებიდან გამომდინარე, უფრო მობილური იქნებით და ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებას უფრო სწრაფად მიიღებთ. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. ვარსკვლავები არ გირჩევენ თანხის დაბანდებას ინოვაციურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. მხოლოდ ის დაგრჩენიათ, ღმერთს მადლობა გადაუხადოთ საკუთარი კეთილდღეობისთვის.

დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?