28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 მარტი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
თვის ბოლო დეკადა უძრავი ქონების შესაძენად ხელსაყრელი პერიოდია. ამ დღეს დაწყებულ სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს ძალის, დროისა და ფინანსების მინიმალური დანახარჯით დაასრულებთ. თუ აქამდე სააგარაკე ნაკვეთის ან სახლის შეძენაზე ყოყმანობდით, ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა.


კურო
ამ დღეს მოსალოდნელია არტერიული წნევის ცვალებადობა და გულთან დაკავშირებული პრობლემები. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ხერხემალმაც შეგაწუხოთ. უმოძრაოდ ყოფნა თქვენს პრობლემებს უფრო გააღრმავებს. მეტი იმოძრავეთ და შეძლებისდაგვარად, სპორტით დაკავდით. ეცადეთ, მეტი ისეირნოთ და საერთოდ, ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.


ტყუპები
თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ ეს თვითკმაყოფილებაში არ უნდა გადაგეზარდოთ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი პრობლემა გადაჭრათ, განსაკუთრებით, ფინანსური ხასიათის. თუ არ გსურთ, რომ კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, დანაზოგის შეგროვება დაიწყეთ.


კირჩხიბი
თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და მოჭარბებული ძალისგან გათავისუფლება გინდათ. გირჩევთ, სასიამოვნო მუსიკა შეარჩიოთ და იცეკვოთ. ეს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობასა და განწყობაზე სასიკეთოდ აისახება.


ლომი
ურთიერთობებისთვის შესანიშნავი დღეა. დახმარება რომ დაგჭირდეთ, თქვენს ნებისმიერ თხოვნას დააკმაყოფილებენ. ახალი იმიჯი საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს, ამიტომ შეგიძლიათ, ექსპერიმენტები ჩაატაროთ. გირჩევთ ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ და გარდერობი შეცვალოთ.


ქალწული
ერთი შეხედვით, თქვენ და თქვენი პარტნიორი იდეალური წყვილი ხართ, მაგრამ დროთა განმავლობაში პრობლემები აუცილებლად თავს იჩენს. მოდუნდით. აუცილებელი არაა ასეთი სერიოზული და თავშეკავებული იყოთ. უბრალოდ, გიყვარდეთ და ცხოვრებით დატკბით. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება, მაგრამ აუცილებლად უნდა სცადოთ.


სასწორი
ცხოვრებისეული ენერგიით აივსებით. განსაკუთრებით წარმატებით წარიმართება უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა და შორეული მოგზაურობები, მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს გარშემომყოფების მიმართ და ნუ მიაქცევთ ყურადღებას მსგავს გამოთქმებს მათი მხრიდანაც.


მორიელი
ამ დღეს ბინის, აგარაკის ან ავტოფარეხის დალაგებით დაკავდებით, თუმცა, თქვენს ახალ გატაცებებს ახლობლები გაგებით ვერ მოეკიდებიან, განსაკუთრებით, თუკი ამ თქვენს ინტერესებს მათ მომაბეზრებლად მოახვევთ თავს. იყავით უფრო ლმობიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთი კამათი აუცილებლად გადაიზრდება სერიოზულ დაპირისპირებაში.


მშვილდოსანი
ნათესავებთან ურთიერთობა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს დაიკავებს. მათი რჩევები განათლებასთან დაკავშირებით თქვენთვის გადამწყვეტი აღმოჩნდება. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ მშობლებს, რადგან მათ თქვენგან ყურადღებისა და ზრუნვის იმედი აქვთ. გაატარეთ მათთან ერთად უფრო მეტი დრო, დაინტერესდით მათი პრობლემებით, დაეხმარეთ როგორც რჩევებით, ისე მატერიალურად.


თხის რქა
უცნაური, იდუმალი და ამოუცნობი დღე გელოდებათ, რომელიც სულიერ ძიებას უკავშირდება: რას დაუჯეროთ, ვის დაუჯეროთ? ცუდია, თუკი ფარისევლებს დაუჯერებთ ან სექტანტებს აჰყვებით. ცუდია, თუკი სამყაროს დასასრულს ირწმუნებთ და შეშინებული დაელოდებით ამ მომენტს.


მერწყული
რომანტიკულ პარტნიორთან გაურკვევლობა გელოდებათ. მიზეზი კი თქვენი განსხვავებული ინტერესები გახდება. ნუ შეეცდებით მას ძალით ასიამოვნოთ და მონაწილეობა მიიღოთ პარტნიორის საყვარელ საქმიანობებში.


თევზები
ეს დღე შესანიშნავია ახლო პარტნიორებთან საკონტაქტოდ. ვარსკვლავები გირჩევენ, საღამოს საყვარელ ადამიანთან განმარტოვდეთ. შეხვედრის დროს წუწუნს შეეშვით. უმჯობესია, რთული სიტუაციიდან რეალური გამოსავალი იპოვოთ და საქმეების მოგვარებაზე იფიქროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?