10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 მაისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს გამორჩეულად კეთილი იქნებით. ნებისმიერ ცოდნას ადვილად აითვისებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, იმოგზაუროთ და არ მოერიდოთ ახალ ნაცნობობასა და კონტაქტებს. გადაწყვიტეთ პრობლემები და იმოქმედებთ ისე, რომ სარგებელი მხოლოდ საკუთარ თავს მოუტანოთ.


კურო
სიურპრიზებით დატვირთული დღე გელოდებათ: მაგალითად, შესაძლოა, მოულოდნელად მემკვიდრეობა მიიღოთ ან დაგიბრუნონ ვალი, რომელზეც უკვე დიდი ხანია ხელი ჩაიქნიეთ. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც, თუკი ბედისწერა მსგავს საჩუქრებს არ გიმზადებთ, ეჭვი არ შეგეპაროთ: თქვენი შრომისმოყვარეობა აუცილებლად დაფასდება!


ტყუპები
იძულებული იქნებით, ბევრი ფული დახარჯოთ. შესაძლოა, უსაფუძვლოდ რისკავთ დიდი მოგების მოლოდინში, რომელიც იქნებ ვერც მიიღოთ. ამგვარად თავად გაწირავთ საკუთარ თავს მარცხისთვის.


კირჩხიბი
არ გამოირიცხება, ზურგის არეში ტკივილი იგრძნოთ. არ დაგავიწყდეთ სპეციალური ვარჯიშების გაკეთება. აუცილებლობის შემთხვევაში ჩაეწერეთ სამედიცინო გამოკვლევაზე. ნებისმიერი გამაჯანსაღებელი ღონისძიება განტვირთვაში დაგეხმარებათ.


ლომი
ამ დღეს კომპლიმენტებს მიიღებთ, რის გამოც ადვილად მოგისყიდიან, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუკი ვინმე ნაცნობი თქვენით აღფრთოვანებას ვერ დამალავს და დახმარებას შემოგთავაზებთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ, საკუთარი მოსაზრების უხეშად გამოხატვას. თუკი ემოციებთან გამკლავება გიჭირთ, დაკავდით დამოუკიდებელი სამუშაოთი.


ქალწული
საკუთარ და სხვის ცხოვრებასაც მშვიდსა და საიმედოს გახდით. ნუ დაეჭვდებით საკუთარ თავში, გარშემომყოფები ნამდვილად იამაყებენ თქვენით, რადგან მათ თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვთ. გაუზიარეთ სხვებსაც თქვენი ბედნიერება და პოზიტივი ორმაგად დაგიბრუნდებათ.


სასწორი
არ გამოირიცხება კამათი, რომლის მიზეზი ფინანსური პრობლემები ან ეჭვიანობა იქნება. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს გაგებული ამბავი სერიოზულად ჩაგაფიქრებთ. სტუმრად წასვლისგან ან სტუმრების მიღებისგან თავი შეიკავეთ. მოგიწევთ, კონცენტრირება მოახდინოთ და მთელი ენერგია საკუთარი პრინციპების დასაცავად გამოიყენოთ.


მორიელი
ფლირტი, თავგადასავლები, ემოციური და სულიერი საუბარი პარტნიორთან - ამ ყველაფერს ვარსკვლავები გკარნახობენ. არ გაუშვათ ხელიდან ახალი და საინტერესო ნაცნობობის შანსი. მეგობრული ურთიერთობა, შესაძლოა, სექსუალურში გადაიზარდოს.


მშვილდოსანი
ეს დღე ცვლილებებთან ასოცირდება. შესაძლოა, ხელი და გული გთხოვონ, შეიცვალოთ სახლი ან სამსახური, არის შანსი, რომ მყარი ოჯახი შექმნათ. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ოჯახის შესაქმნელად ახლა შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ ვარსკვლავები არ გეთანხმებიან. 


თხის რქა
თქვენ და თქვენი რჩეული დაქორწინებას გადაწყვეტთ და ამ ფაქტს ენთუზიაზმით შეხვდებით. თუკი დიქტატორულ თვისებებს გამოავლენთ და თქვენს რჩეულს ბრძანებებს წაუყენებთ, ურთიერთობას საბოლოოდ დაასრულებთ, თანაც ისე, რომ გამოსწორების შანსი აღარ გექნებათ. ასე რომ, ფრთხილად!


მერწყული
შესანიშნავი გარეგნობის მიუხედავად, ენერგიითა და ფიზიკური ძალისხმევით ვერ იამაყებთ. არაფერი გააკეთოთ ძალდატანებით. ნებისმიერი დავალება თუ ვარჯიში სიამოვნებით შეასრულეთ. იარეთ ფეხით, სუფთა ჰაერზე, ოღონდ ზომიერად.


თევზები
კონფლიქტებისა და უთანხმოების რისკი იზრდება თქვენს მეორე ნახევართან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან თანამშრომლებთან. თუკი კონკრეტული მიზეზის გამო ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, იქნებ სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნოთ. ბუნებასთან განმარტოება სულიერად დაგამშვიდებთ და ნეგატიური ემოციებისგან დაგცლით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?