29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 მაისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დღის ძირითად დროს კოლეგებთან გაატარებთ და ინფორმაციის გაცვლის პროცესში იქნებით. საღამოს, ოჯახის წევრებთან მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა მოგიწევთ ისეთ თემაზე, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან ისეთი ნივთის შეძენა, რომელზეც ოჯახის ყველა წევრს განსხვავებული აზრი აქვს.

კურო
მცირე ბიზნესის განსახორციელებლად ფინანსურად ნათესავი დაგეხმარებათ. მისი საქციელი გაგაოგნებთ. თქვენთვის ძალიან დროულ და აუცილებელ დახმარებას მადლიერებით მიიღებთ და საკუთარი თავის წინაშე პირობას დადებთ, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანს ვალს აუცილებლად დროულად დაუბრუნებთ.



ტყუპები
პოზიტიური დღე გელოდებათ. შეეცდებით, თქვენი ეს მხიარული განწყობა გარშემომყოფებსაც გადასდოთ. 
მაგრამ დღის პოზიტივს ერთი ნაკლი მაინც ექნება - სამსახურებრივ საქმეებზე კონცენტრირებას ვერ მოახერხებთ, რაც მუშაობის შედეგებზეც აისახება.


კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე ძველი საქმეების დასრულებას დაუთმოთ, რადგან სანამ სამსახურებრივ საქმეებს ბოლომდე არ მოაწესრიგებთ, დაწინაურების იმედი ნუ გექნებათ. დაუმტკიცეთ თქვენს ხელმძღვანელს, რომ ნამდვილი პროფესიონალი ხართ და ის, რომ თქვენთვის სიზარმაცე და დაღლილობა უცხოა. 

ლომი 
ამ დღეს ბევრი ფიქრი მოგიწევთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ ქაოსურ სიტუაციებს და კარგად განსაზღვროთ, რა მომავალი ელის თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას და საერთოდ გსურთ თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება? თუ დარწმუნებული ხართ, რომ მას ღალატს ვერასოდეს აპატიებთ, დაუსვით რომანს წერტილი და მომხდარის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყეთ.

ქალწული
მართალია, დეპრესიისთვის რეალური მიზეზი არ გაქვთ, მაგრამ მთელ დღეს დეპრესიულ განწყობაზე გაატარებთ. კარგი იქნება, თუკი ძალებს მოიკრებთ და ნეგატიურ ფიქრებს თავიდან მოიშორებთ. ამისთვის ყველა შესაძლებლობა და მეთოდი გამოიყენეთ. თუკი ფიქრობთ, რომ განწყობის ამაღლებაში ალკოჰოლი დაგეხმარებათ, უარს ნუ იტყვით.

სასწორი
მეგობარი დახმარების თხოვნით მოგმართავთ და ვარსკვლავები გირჩევენ, უარით არ გაისტუმროთ ის. 
ის, რაც ხვალ გიჟურ იდეად მოგეჩვენებათ, სინამდვილეში მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს შემოსავალს. კიდევ ერთხელ დაფიქრდით საკუთარ პასუხზე ან სთხოვეთ მეგობარს, მოგცეთ ცოტაოდენი დრო დასაფიქრებლად.


მორიელი
კარგი დღე გელოდებათ. თქვენთვის გამოუვალი სიტუაციები არ იარსებებს. დარწმუნებული იქნებით საკუთარ თავში და ყველა პრობლემას გაუმკლავდებით. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს სახლში სიმკაცრე არაფერში გჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად ტაქტიკურად იმოქმედოთ.



მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, დამატებით შემოსავალზე იფიქროთ. თუ ახალი იდეების მოსაძებნად ინტერნეტსაშუალებას მიმართავთ, ნამდვილად შეძლებთ მსოფლიო ქსელებში სხვადასხვა გენიალური პროექტის პოვნას. მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, თუკი დასაწყისშივე დეტალურად იმუშავებთ საკუთარ პროექტზე და შემდეგ დაიწყებთ კრედიტორების ძებნას.

თხის რქა
სამსახურებრივ პროექტებზე მუშაობის დროს მეტოქე კოლეგებთან მოგიწევთ ურთიერთობა და ამ ფაქტს ვერსად გაექცევით. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ ადამიანების ქცევები დააიგნოროთ. მართალია, მათი ქმედებები და პრეტენზიული ტონი დაგძაბავთ და სასტიკად გაგაღიზიანებთ, მაგრამ სხვა გზა არ გრჩებათ, მაქსიმალურად უნდა მოითმინოთ.

მერწყული
ამ დღეს ზომიერ ტემპში გაატარებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეტაპობრივად გადაწყვიტოთ ყველა საქმე და შეეცადეთ, მუშაობა დასვენებას შეუთავსოთ. ამგვარად ორგანიზმსაც არ გადაღლით და საღამომდე თავს ენერგიულად იგრძნობთ. საღამოს საინტერესო კულტურული ღონისძიებით დაასრულებთ, რომელსაც თქვენი ყოფილი სასიყვარულო პარტნიორიც დაესწრება. თუკი მასთან რომანის განახლება გსურთ, ეს გამოგივათ, თუკი, რა თქმა უნდა, მის ცოდვებს კვლავ არ გაიხსენებთ. 


თევზები
ხვალ გადაწყვეტთ, შეამოწმოთ, რამდენად მტკიცეა თქვენი სიყვარული და ამ მიზნით, მეორე ნახევარს პატარა გამოცდას მოუწყობთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, ამ გამოცდის შედეგისთვის მოემზადოთ, რადგან ეს თქვენთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდება. ნუ იჩქარებთ მასთან ჩხუბს. უმჯობესია, სწორად გააანალიზოთ სიტუაცია. შესაძლოა, თქვენი მეორე ნახევრის პასუხების მიზეზი სწორედ თქვენ აღმოჩნდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?