12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 ივნისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
შესაძლოა, ამ დღეს სინდისის ქენჯნამ შეგაწუხოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე მონანიებასა და ლოცვას მიუძღვნათ. წადით ეკლესიაში, გააცნობიერეთ წარსულში ჩადენილი ცოდვები და დაფიქრდით მომავალზე. 


კურო
უსიამოვნო და ცოტა მძიმე დღე გელოდებათ. ყველაზე მტკივნეულად ახლობელი ადამიანის ღალატს მიიღებთ, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდით. ვარსკვლავები გირჩევენ, წყენა დაივიწყოთ და ბოროტებას სიკეთით უპასუხოთ. ამგვარად, შესაძლოა, მეგობარს აპატიოთ კიდეც ღალატი.


ტყუპები
ეს დღე წინსვლასთან და შინაგან თავისუფლებასთან ასოცირდება. დიდი ხანია, „ერთ ადგილს ტკეპნით“. ამიტომ ვარსკვლავები გკარნახობენ, დროა, თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდეთ. შეხედეთ გარემოებას, თუკი იგრძნობთ, რომ თქვენგან რადიკალური ცვლილებებია საჭირო, შეიცვალეთ სიტუაცია და პარტნიორიც.


კირჩხიბი
დროის უმეტეს ნაწილს ოჯახის წევრებს დაუთმობთ. ბედნიერებისთვის აუცილებლად გჭირდებათ მყუდრო და კეთილმოწყობილი სახლი, სადაც ახლობლების ჟრიამული ისმის. ვარსკვლავები გირჩევენ, ნათესავები მოიწვიოთ და მათთვის მხიარული წვეულება გამართოთ. თქვენთვის სახლი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე მშვიდად და ბედნიერად გრძნობთ.


ლომი
ეს დღე ახალი და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით იქნება აღსავსე. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს ურთიერთობას მოაგვარებთ ადამიანებთან, რომლებიც გიყვართ და რომელთა წინაშეც თავს დამნაშავედ გრძნობთ. გადააბიჯეთ საკუთარ სიამაყეს და მოუბოდიშეთ მათ, ვისთანაც დააშავეთ.


ქალწული
თუკი პრობლემები გაქვთ, ეს დღე გაძლევთ ამ უსიამოვნებების მოგვარების შანსს. მართალია, დახმარებას ამ შემთხვევაში თქვენ საჭიროებთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, გაუწოდოთ დახმარების ხელი ახლობელ ადამიანებსაც. თქვენი ეს საქციელი უმცროსი თაობისთვის კარგი მაგალითი იქნება. 


სასწორი
ამ დღეს ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავთ და კრიზისული სიტუაციებიდან გამოხვალთ. ვარსკვლავები გირჩევენ, იფიქროთ სახლის მშენებლობასა და ოჯახში ურთიერთობების გამყარებაზე.


მორიელი
ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს არცთუ ისე ცოტა სანერვიულო გელოდებათ. არ გამოირიცხება სერიოზული საუბარი ნათესავებთან, მეგობრებთან და მეზობლებთან. შესაძლოა, წარმოიშვას კამათი და საუბარი უშედეგოდ დასრულდეს. ამიტომ ენდეთ ვარსკვლავებს და მნიშვნელოვანი შეხვედრები სამომავლოდ გადადეთ.


მშვილდოსანი
შესანიშნავი დღე გელოდებათ. უამრავ საჭირო ინფორმაციას შეიტყობთ, რაც სამომავლო ეფექტური მოქმედებებისთვის გამოგადგებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი ან წახვიდეთ სამოგზაუროდ. სასურველია, ეს დღე მაქსიმალურად პოზიტიურად გაატაროთ.


თხის რქა
გაიხსენეთ საყვარელი ჰობი და ბავშვებთან აქტიური თამაშებით დაკავდით. არ გამოირიცხება, მეუღლესთან ურთიერთობა დაგეძაბოთ, თუმცა, შეეცადეთ, ოჯახში ურთიერთგაგებას მიაღწიოთ. ოჯახში ჰარმონია თქვენს სულიერ მდგომარეობას დაამშვიდებს.


მერწყული
მართალია, ეჭვიანი ხართ, მაგრამ რთულ სიტუაციებში საყვარელ ადამიანს აბსოლუტურ ნდობას გამოუცხადებთ. ნუ დაჰპირდებით გარშემომყოფებს იმას, რასაც ვერ შეუსრულებთ. საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება არც საჭიროა და არც სასურველი. 


თევზები
მიმართეთ ახლობელ ადამიანებს რჩევისთვის. მათგან მიღებული ინფორმაცია უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე სანდო ადამიანებთან გაატაროთ, რომლებიც მუდმივად მზად არიან თქვენს დასახმარებლად.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?