ვერძი
ამ დღეს სტუმართმოყვარეობით გამოირჩევით. ეს დღე სიახლოვესთან, საუბართან, ერთობლივ საქმიანობასთან და ჩანაფიქრების განხორციელებასთან ასოცირდება. შექმენით ახალი გეგმები და პროექტები, იოცნებეთ და განაგრძეთ ფიქრი. მოწყენის უფლება არ გაქვთ. დაივიწყეთ წყენა და არ იკამათოთ ახლობლებთან.
კურო
ამ დღეს შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომანტიკულ თავგადასავალში აღმოსაჩენად. თუკი სამსახურში ხელმძღვანელი ან მშობლები შემოგთავაზებენ საქმეზე სადმე გამგზავრებას, დაუფიქრებლად დასთანხმდით.
ტყუპები
საკმაოდ ბედნიერი პერიოდი გაქვთ. ნიჭიერი ხართ და მარტივად შეგიძლიათ, ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა, თანაც ისე, რომ საქმეებს წარმატებით დაასრულებთ. თუკი საკუთარ შეხედულებებში კონსერვატიული ხართ, მზად ხართ, გარისკოთ და ავანტიურაში გახვევაც არ გაშინებთ, ისეთ წინადადებას მიიღებთ, რომელსაც არ ელოდებოდით.
კირჩხიბი
ახლო ნათესავები თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, თუმცა, აქ არ იგულისხმება, რომ აუცილებლად სასიკეთოს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გაასაჯაროოთ თქვენი ოჯახური ურთიერთობები.
ლომი
ეს დღე პრაქტიკული საქმიანობისთვის წარუმატებელი აღმოჩნდება. ხელშემშლელი გარემოებები გამოგიჩნდებათ. ფინანსურ სფეროში ცოტაოდენი გაუარესება გელოდებათ. თუმცა, საღამო მაინც გაჩუქებთ ბედნიერ წუთებს. ნუ იჩქარებთ კითხვებზე პასუხების გაცემას. ეს დღე შესანიშნავია საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად. ამიტომ დაფიქრდით, ნუ დაუშვებთ ტიპურ შეცდომებს.
ქალწული
ამ დღეს განმარტოვდებით და მოიწყენთ. პლანეტების განლაგება თქვენში გაამძაფრებს მგრძნობელობას ნებისმიერი დარღვევისა და უსამართლობის მიმართ. ვარსკვლავები არ გირჩევენ საკუთარი პასუხისმგებლობის სხვებზე გადადებას.
სასწორი
დილიდან საკმაოდ თავდაჯერებულად და ფხიზლად იგრძნობთ თავს. კარგ სანატორიუმში დასვენება თქვენს ჯანმრთელობას სასიკეთოდ წაადგება. შეადგინეთ სამუშაო გეგმა. ოპტიმიზმი და ცხოვრების აქტიური წესი ნებისმიერი პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.
მორიელი
ნებისმიერი ფიზიკური შრომა თქვენთვის გამარტივდება. შეგიძლიათ, საქმეში მეუღლე და შვილებიც ჩართოთ. თქვენი ცოლქმრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, თუკი უფრო მეტ ენერგიას გამოიჩენთ ოჯახში კომფორტისა და მყუდრო გარემოს შესაქმნელად.
მშვილდოსანი
ამ დღეს ბევრი მოგმართავთ დახმარებისა და კონსულტაციისთვის. თქვენმა ახლობელმა ადამიანებმა იციან, რომ მათი თხოვნა უპასუხოდ არ დარჩება. არ უთხრათ: „შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო“. უნდა გააკეთოთ ის, რაც აუცილებელია.
თხის რქა
ახალი რომანი გელოდებათ. არ გამოირიცხება, რომ ეს რომანი ქორწინებით დასრულდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება და არ დააჩქაროთ მოვლენები. უმჯობესია, დაელოდოთ საკუთარ „მეორე ნახევარს", ვიდრე დაუფიქრებლად დაუკავშიროთ საკუთარი ცხოვრება პირველივე შემხვედრ ადამიანს.
მერწყული
შესაძლოა, საგზური გაჩუქონ საოცნებო ქვეყანაში სამოგზაუროდ, სადაც ორნი გაემგზავრებით. თუკი უფრო გულახდილი იქნებით ურთიერთობაში და მოიშორებთ მიუწვდომლობის ნიღაბს, თაყვანისმცემლები სიამოვნებით განაგრძობენ თქვენთან კომუნიკაციას.
თევზები
ამ დღეს განსაკუთრებული ლმობიერებითა და თანაგრძნობით გამოირჩევით. შეძლებთ საერთო ენა გამონახოთ ადამიანებთან. სულიერი სითბო გარშემომყოფებს კომფორტს შეუქმნის. ამ მიზეზით კი თქვენთან კიდევ უფრო დაახლოებას შეეცდებიან. შეეცადეთ, მოვლენებში იპოვოთ ღრმა აზრი, გამოხატეთ საკუთარი მოსაზრებები და ნუ დაელოდებით საპასუხოდ სამადლობელ მოქმედებებს.