26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 ივნისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს გაგიჩნდებათ შანსი, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ბევრი ენერგია და შრომა დაგჭირდებათ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ საღამოს საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი გელოდებათ.


კურო
წარსულში დაშვებულ შეცდომებს ამ დღეს გამოასწორებთ. თუ გსურთ, შეცდომები გაპატიონ, თქვენც უნდა მიუტევოთ გარშემომყოფებს. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმებით თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. 


ტყუპი
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით. შესაძლოა, შეცდომაში ახლობელმა ადამიანებმა შეგიყვანონ, ამიტომ ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ მაქსიმალური ყურადღება, სიფრთხილე და მობილიზება გამოიჩინოთ.


კირჩხიბი
ამ დღეს კრეატიული იდეები მოგივათ თავში და მათ განხორციელებასაც მოკლე ვადაში შეძლებთ. გაუზიარეთ თქვენი იდეები გარშემომყოფებს და იმოქმედეთ. საღამოს კი პირადი ნივთებისა და დოკუმენტების მოწესრიგებით დაკავდით.


ლომი
დილიდან სამსახურის საქმეებზე მოგიწევთ მუშაობა. ეს დღე შესანიშნავია შეხვედრებისა და მივლინებებისთვის. თუკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ქალაქგარეთ წასვლა არ მოგიწევთ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ და გაუზიარეთ მათ თქვენი სამომავლო გეგმები.


ქალწული
ამ დღეს გადაწყვეტთ, ახალ საქმეს დაეუფლოთ და ახალი გამოცდილება მიიღოთ. ჰკითხეთ რჩევა უფროს ადამიანებს. მათი რეკომენდაციები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.


სასწორი
დილიდან შესანიშნავი განწყობა შეგექმნებათ და ამ ხასიათს ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებთ. სამსახურებრივ საქმეებსაც იდეალურად გაუძღვებით და საღამოს, კომფორტულ, შინაურულ და მეგობრულ გარემოში გაატარებთ. სხვა რამე გჭირდებათ ბედნიერებისთვის?


მორიელი
საკუთარი გეგმებისა და იდეების განხორციელებას სრულად შეძლებთ. გადაწყვეტთ, ცოდნა გაიღრმაოთ და დამატებით უცხო ენის შესწავლას შეუდგებით. ვარსკვლავები გირჩევენ, გაეცნოთ ფსიქოლოგიურ ან ფილოსოფიურ ლიტერატურასაც.


მშვილდოსანი
გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ოჯახის წევრებს სათანადო ყურადღებას ვერ აკლებთ. მათ თქვენი მზრუნველობა აშკარად აკლიათ. ამ დღეს ვარსკვლავები გაძლევენ შანსს, გამოასწოროთ თქვენი „შეცდომები“ - გაატარეთ მათთან ერთად დროის უმეტესი ნაწილი, გაუზიარეთ მათ სითბო, სიყვარული და დაეხმარეთ კიდეც როგორც მორალურად, ისე მატერიალურად.


თხის რქა
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. არ გამოირიცხება, ახალი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მეგზური აღმოჩნდეს. თუკი საყვარელი ადამიანი უკვე გყავთ, მოემზადეთ, რადგან ამ დღეს ის სიურპრიზებით გაგანებივრებთ.


მერწყული
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაინც ჰკითხეთ რჩევა გამოცდილ ადამიანებს. ნუ გადადებთ საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების შესრულებას სხვა დღისთვის. ამ დღეს თქვენი შრომა ნაყოფიერი აღმოჩნდება. თუკი დრო დაგრჩებათ, გაახარეთ ბავშვები და მათთან ერთად იმხიარულეთ.


თევზები
თქვენი ენერგიულობა და მიზანდასახულობა ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ ემოციურად, არ იმოქმედოთ. აკონტროლეთ საკუთარი თავი და იყავით თავდაჯერებული თითოეულ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯში. წარმატებას სულ მალე შეხვდებით!   

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?