11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტო 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
მდიდარი და საინტერესო პროფესიული საქმიანობა გელით. შესაძლებლობა მოგეცემათ, გაცილებით საინტერესო და პერსპექტიული სამსახური მონახოთ და სოციალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ნუ გაწყვეტთ კავშირს ძველ მეზობლებთან, მეგობრებთან და პარტნიორებთან. შესაძლოა, უახლოეს ხანში მათი დახმარება დაგჭირდეთ.


კურო
ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს შანსი მიეცემათ, ადამიანებზე დიდი ხნის მანძილზე ჩამოყალიბებული შეხედულება შეიცვალონ. კოლეგები და ნათესავები თამამი გადაწყვეტილებით გაგაოცებენ. თუ სამსახურში კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა, ნუ დაიმალებით. თქვენმა ჩარევამ შეიძლება ვითარება გადაარჩინოს. გაითვალისწინეთ, რომ ამით თქვენი ავტორიტეტი მხოლოდ გაიზრდება.


ტყუპები
სასიამოვნო მოულოდნელობები გელით - შესაძლოა, თაყვანისმცემლისგან საინტერესო წინადადება მიიღოთ. გამორიცხული არ არის, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომლის გამოც რადიკალური ცვლილებებისთვის იქნებით მზად. მთავარია, ეიფორიაში არ ჩავარდეთ და სიფრთხილე არ დაკარგოთ - აზარტული თამაშებით გატაცებამ შეიძლება დიდი ფული დაგაკარგვინოთ.


კირჩხიბი
კარგი დღეა კოლექტიური მოღვაწეობისთვის. ყველაზე რთულ მომენტში მეგობრის დახმარებას იგრძნობთ. წარმატება გელით იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ხელმძღვანელობით მუშაობთ. თავი შეიკავეთ ლიდერობისგან.


ლომი
საშუალება გექნებათ, საზოგადოებას საკუთარი მიღწევები გააცნოთ და აღიარებას მიაღწიოთ. გულზე ხელებდაკრეფილი ნუ დაჯდებით და სხვების ინიციატივას ნუ დაელოდებით. ეცადეთ, შეთანხმებას მიაღწიოთ და კონტრაქტი პირველმა გააფორმოთ. ახლა უკან დახევის დრო არაა.


ქალწული
საშუალება მოგეცემათ, შეაფასოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების სასიამოვნო მომენტები, მყუდრო სახლი და ახლობლების მზრუნველობა. ნუ აჰყვებით სურვილს უჩვეულო ნაცნობობის დაწყებაზე - ეს კარგად არ დამთავრდება.


სასწორი
შესაძლოა, ახალმა გატაცებამ თქვენს წინაშე ახალი პერსპექტივები გამოავლინოს, თუმცა სერიოზული გრძნობები მოსალოდნელი არ არის, ხოლოდ ნამდვილად ძვირფას ადამიანთან შეიძლება ურთიერთობა გაგიფუჭდეთ. მოსალოდნელია ფულის დაკარგვა ან წაგება. გირჩევთ, ახალი თუნდაც სასიამოვნო ნაცნობობა სიყვარულში არ აგერიოთ და თავი შეიკავეთ აზარტული თამაშებისგან.


მორიელი
გამორიცხული არაა, ამ დღეს თქვენი ბევრი ოცნება ახდეს, ხოლო დიდი ხნის წინათ დასახული გეგმები შესრულდეს. გააფართოეთ სანაცნობო წრე და  შესაძლოა, თქვენი მსოფლმხედველობაც შეიცვალოს, რაც სულიერ და ინტელექტუალურ ზრდას გამოიწვევს.


მშვილდოსანი
ნებისმიერ პროფესიაში წარმატება გელით, იმდენად დიდია თქვენში ცოდნის დაუფლების სურვილი. საქმეზე მაქსიმალურად მოახდინეთ კონცენტრაცია. ყურადღება გამოიჩინეთ ხელშეკრულებებისა და გარიგებების დადებისას. კარგად შეამოწმეთ დოკუმენტები და ხელშეკრულების პირობები.


თხის რქა
წინააღმდეგობრივი დღეა. შესაძლოა, დიდი გამარჯვება მოიპოვოთ ან სასტიკად დამარცხდეთ. ეცადეთ, სირთულეებთან ბრძოლისას დასახული მიზანი არ შეცვალოთ. ბევრი იმუშავეთ და ცხოვრებისეული გამოცდილება დააგროვეთ.


მერწყული
პლანეტების განლაგება განმარტოებისა და ინდივიდუალური შრომისთვის განგაწყობთ. შესაძლოა, საკუთარი თავით, გარშემომყოფი ადამიანებითა და საკუთარი ცხოვრების დონით უკმაყოფილო იყოთ. ამ დღეს სასარგებლოა საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებთან კონტაქტი და საზღვარგარეთის ისტორიის გაცნობა.


თევზები
თევზები, რომლებსაც ბოლო დროს ურთიერთობაში დიმინანტური პოზიცია უჭირავთ, შესაძლოა, თანამშრომელთა პროტესტს წააწყდნენ. ეცადეთ, კონფლიქტი აგრესიული მეთოდებით არ გადაჭრათ. ამ დღეს ფულს ნუ გაასესხებთ და ერიდეთ ცხოვრების ჩვეული სტილის შეცვლას.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?