28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 ნოემბერი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
შესაძლოა, ცუდი სიახლე შეიტყოთ ან არაკეთილმოსურნემ კვანტი დაგიდოთ. ეცადეთ, შურისძიების ცდუნებას არ აჰყვეთ და იგივეთი არ უპასუხოთ. ამით საზოგადოების თვალში ბევრად ამაღლდებით. თუ სადმე გამგზავრება შემოგთავაზეს, აუცილებლად დასთანხმდით. გზაში წარმატება, თავგადასავლები და მხიარულება გელით. შესაძლოა, სახლისგან მოშორებით დამატებითი შემოსავლის წყაროც აღმოაჩინოთ.


კურო
მოვლენების კარუსელმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ. ყველას სჭირდებით და ყველა გელოდებათ, მაგრამ ყველას ვერ ყოფნით და არ იცით, რამდენად გაიყოთ. უმჯობესია, პრიორიტეტები განსაზღვროთ და ჩამოყალიბდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია. შესაძლოა, მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ.


ტყუპები
მოვლენებით დატვირთული დღეა. მოსალოდნელია მოგზაურობა, ახალი ნაცნობები ან ძველ მეგობრებთან შეხვედრა. ყველაფერ ამას ფინანსები სჭირდება, ამიტომ საკუთარი შესაძლებლობები უნდა განსაზღვროთ. პროფესიულ სფეროში ნაკლები აქტიურობა გამოიჩინეთ და სამომავლო გეგმებზე იფიქრეთ.


კირჩხიბი
პრობლემები წარსულში დარჩა, ამიტომ შეგიძლიათ, საკუთარ სიამოვნებაზეც იფიქროთ. კარგი იქნება, თუ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ წახვალთ და გაერთობით ან რომელიმე კულტურულ დაწესებულებას ეწვევით. ფინანსურ ოპერაციებში წარმატება გელით.


ლომი
მძიმე დღეა. აქტიურობისა და შრომისმოყვარეობის მიუხედავად, სასურველი შედეგის მიღებას ვერ მოახერხებთ. არაკეთილმოსურნეთა ხრიკებმა ან დაბინძურებულმა აურამ შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. გამორიცხული არაა, რომ დღის მეორე ნახევარში დამატებითი შემოსავლის წყარო მოიძიოთ. კარგი იქნება, თუ მოწყალებასა და დიდსულოვნებას გამოიჩენთ და ძველ წყენას დაივიწყებთ.


ქალწული
დღის პირველი ნახევარი მძიმე გელით, იმიტომ, რომ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა და დაუგეგმავი საქმე გამოგიჩნდებათ. ეცადეთ, ძალები მოიკრიბოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. დროებით უარი თქვით ახალ პროექტებსა და ახალ შეთანხმებებზე. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში პრობლემებს მფარველების დახმარებით გაუმკლავდებით.


სასწორი
ჩანაფიქრი ნელ-ნელა ხორციელდება. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ახალი საქმეების დაწყება სამომავლოდ უნდა გადადოთ. მშვიდად და აუჩქარებლად აკეთეთ თქვენი საქმე და შედეგის ცდა დიდხანს არ მოგიწევთ.


მორიელი
კრიტიკული დღეა. თქვენი უიღბლობა ამ დღეს პიკს მიაღწევს. მოსალოდნელია ფულის დაკარგვა, ტრავმა, უბედური შემთხვევა და ავადმყოფობა. ამ დღეს ყველანაირად ერიდეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევას, რადგან თქვენმა პირდაპირობამ შეიძლება ურთიერთობა უფრო გააფუჭოს. ემოციების შეკავება გიჭირთ, თუმცა როგორმე უნდა შეძლოთ.


მშვილდოსანი
პროფესიულ საქმიანობაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ნუ გაუშვებთ ინიციატივას ხელიდან. იყავით პრინციპული და უკან არავითარ შემთხვევაში არ დაიხიოთ. ხელისუფლების უპატივცემულობამ ან დოგმებისა და ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლამ შესაძლოა ახლობელ ადამიანებთან ან უფროსობასთან კონფლიქტი გამოიწვიოს. ეცადეთ, საღამოს მხოლოდ პირადი საქმეებით არ დაკავდეთ და ურთიერთობისთვის დრო დაიტოვოთ.


თხის რქა
საკმაოდ მძიმე დღეა, რადგან ყველა მოუგვარებელმა პრობლემამ ერთად იჩინა თავი და გაუთვალისწინებელი პრობლემებიც დაემატა. პროფესიულ საქმიანობაში მეტისმეტმა აქტიურობამ, კონკურენტების მცდელობამ ან თქვენივე შეცდომებმა შეიძლება დასახულ მიზნამდე გზა ძალიან დაგიგრძელოთ. ძალები მოიკრიბეთ და ეცადეთ, წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ.


მერწყული
სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მიზნის მისაღწევად ყველა გზა და ხერხი უნდა გამოიყენოთ, მათ შორის საკუთარი გამოგონებებიც. ნუ გარისკავთ... ზედმეტმა ექსტრავაგანტურობამ და ეგოიზმმა შეიძლება დაგაზარალოთ. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში მეტი ტაქტი და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.


თევზები
მშვიდი, პასიური დღეა. წინა დღის მოვლენების შემდეგ ცოტა დაღლილი და განერვიულებული, თუმცა სრულიად ჯანმრთელი ბრძანდებით. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. თქვენი გულწრფელობა და მომხიბვლელობა დღის მეორე ნახევარში უამრავ ადამიანს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?