ვერძი
ამ დღეს წარმატებით განახორციელებთ სხვადასხვა სავაჭრო ოპერაციას, სარისკოსაც კი. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატება გარანტირებული გაქვთ. მოაგვარებთ პირადი ცხოვრების პრობლემებს და აისრულებთ ოცნებებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გქონდათ.
კურო
სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯი გელით. შესაძლოა, ძველი ვალები ან ვალდებულებები შეგახსენოთ, რომლებიც დავიწყებული გქონდათ. გამორიცხული არაა, უთანხმოება ან კონფლიქტი ფულის გამო. ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმან უსიამოვნებებს. გავა დრო და ყველაფერი მოგვარდება.
ტყუპები
კრიტიკული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, წინდახედულება გამოიჩინოთ ფინანსური გარიგებების დროს. სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში უარესობისკენ შეიცვალოს. ახალი კონტაქტები მომავალში უამრავ პრობლემას შეგიქმნით.
კირჩხიბი
ამ დღეს წარმატებისა და ოჯახში სიმშვიდის იმედი არ უნდა გქონდეთ. გაითვალისწინეთ, რომ სიტუაციის გამოსწორებას მხოლოდ ემოციების მოთოკვის შემთხვევაში შეძლებთ. გახსოვდეთ, კრიტიკულ სიტუაციაში ალკოჰოლი ცუდი დამხმარეა.
ლომი
სავარაუდოდ, პირადი ცხოვრებაში პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. ხასიათის სიმტკიცე გრძნობებს მოაწესრიგებს და ტვირთად ქცეული ურთიერთობებისგან გაგათავისუფლებთ.
ქალწული
აქტიური დასვენებისთვის ხელსაყრელი დღეა. მუშაობის შესახებ შეგიძლიათ, დაივიწყოთ. ეს დღე ოჯახურ წრეში გაატარეთ. დღის მეორე ნახევარში ხასიათი შეიძლება წვრილმანებზე კინკლაობამ გაგიფუჭოთ, რაც თქვენი უხეშობით იქნება გამოწვეული. გათავისუფლდით მცდარი წარმოდგენებისგან, რაც მოდუნებაში ხელს გიშლით.
სასწორი
მოსალოდნელია ოჯახური კონფლიქტი. გამორიცხული არც ეჭვიანობის სცენებია. მოერიეთ საკუთარ სიამაყეს და ეცადეთ, წყენა დაივიწყოთ. წვრილმან უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, გავა დრო და ყველაფერი დალაგდება.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ცოდნისა და ინფორმაციის მიღებისთვის. ამ დღეს დაგეგმილი მოგზაურობა წარმატებული იქნება. შესაძლოა, პირადი პრობლემების მოგვარებაში დახმარებისთვის მოგმართონ. ეცადეთ, ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნოთ და ალკოჰოლურ სასმელებზე უარი თქვათ.
მშვილდოსანი
კრიტიკული დღეა. ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება გაფრთხილებთ წარუმატებელ ურთიერთობებზე, პროფესიული საქმიანობის პრობლემებზე და სხვა სახის უსიამოვნებებზე. წარმატება მხოლოდ რეალისტ მშვილდოსნებს ელით, რომლებსაც სიტუაციის ობიექტურად შეფასება შეუძლიათ. ეცადეთ, ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელთან გამკლავებაც თქვენს ძალებს აღემატება.
თხის რქა
ეს დღე სულიერ და ზნეობრივ გარდასახვას უკავშირდება. მცდარმა რჩევამ ან არასწორად გაგებულმა ინფორმაციამ შეიძლება გათვლებში შეცდომები, ახლობელ ადამიანებთან კამათი, ჯანმრთელობის გაუარესება ან ტრავმა გამოიწვიოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მკითხაობა და მაგია. ამან შეიძლება ძალიან საშიში და ბოროტი ძალები მიიზიდოს. უმჯობესი იქნება, ეს დღე შემოქმედებით ძიებას ან სულიერ განვითარებას მიუძღვნათ. გათავისუფლდით ცრუ წარმოდგენებისგან, რომლებიც მოდუნებაში ხელს გიშლით.
მერწყული
ეს დღე თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. მოსალოდნელია საკუთარი სისუსტეებისგან გამოწვეული წარუმატებლობა, დაბნეულობა და ეგოიზმი. ეცადეთ, რომ თქვენი გარემოცვა საიმედო ადამიანებისგან შედგებოდეს. გირჩევთ, ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და მზრუნველობა გამოიჩინოთ. ფრთხილი და თავშეკავებული იყავით საკუთარ გამოთქმებში.
თევზები
ამ დღეს თქვენი პირადი ცხოვრება მეორეხარისხოვანი გახდება. შეყვარებულებს გრძნობების გაციება ელით. ამის მიზეზი ხშირი კამათი, გადაღლა ან მეტოქის გამოჩენა იქნება. მშობლებთან და შვილებთან ურთიერთობაში გამოცდა გელით. ზემოჩამოთვლილ უსიამოვნებებთან გამკლავება თუ შეძელით, უახლოეს ხანებში წარმატება გელით. ოჯახში ურთიერთგაგება და სიყვარული დაისადგურებს.