3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 იანვარი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც შინაგან კომფორტსა და სულიერ წონასწორობას უკავშირდება. თავი შეიკავეთ გაუმართლებელი ხარჯისგან. შეძენისთვის არახელსაყრელი დღეა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მსუბუქი კონფლიქტი, რომელიც უმიზეზოდ დაიწყება. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.


კურო
თქვენი მხიარულება და გონიერება კომპანიის სულისჩამდგმელად გაქცევთ. მერკურის მფარველობის წყალობით ახალ შეკვეთას მიიღებთ ან ახალ საქმიანობას დაიწყებთ. ნუ იჩქარებთ, სანამ დასთანხმდებით, კარგად უნდა მოიფიქროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმიანობა ბოლომდე მიიყვანოთ.


ტყუპები
შესაძლოა, მოღვაწეობის ახალ სფეროზე გადაერთოთ. ადამიანებთან ურთიერთობაში ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ. ნუ ცდილობთ, საკუთარი აზრი ყველას მოახვიოთ. სიურპრიზი გელით. მზად იყავით სასიამოვნო ცნობისთვის.


კირჩხიბი
შესაძლოა, ახალი სამსახურის შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით. სანამ ახალს დასთანხმდებოდეთ, დაასრულეთ ძველ სამსახურში დაწყებული საქმე. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. გირჩევთ, ინტიმური შეხვედრა გადადოთ, რადგან მოსალოდნელია კამათი ან ერთმანეთით უკმაყოფილება. კარგი იქნება, თუ მაქსიმალურ მოქნილობასა და დიპლომატიურობას გამოიჩენთ.


ლომი
წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც შინაგან დისკომფორტს, პირად ურთიერთობებში არასტაბილურობას, უფროსთან და კოლეგებთან დაპირისპირებას უკავშირდება. მამაკაცი ლომები შესაძლოა, უადგილო გულუხვობისა და გულახდილობის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალებს, სავარაუდოდ, ქრონიკული დაავადებების გამწვავება ელით.


ქალწული
დღის პირველი ნახევარი უსიამოვნოდ ჩაივლის. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. სასურველია, პირადი საქმეებითა და ჯანმრთელობის დაცვით დაკავდეთ. დღის მეორე ნახევარში ინტუიცია გაგიძლიერდებათ. რთული სიტუაციის მოგვარებაში პლანეტების მფარველობა დაგეხმარებათ.


სასწორი
არასასიამოვნო დღეა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან მოსალოდნელია ტრავმები და ავადმყოფობა. გირჩევთ, ინტიმური შეხვედრები სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.


მორიელი
ცვლილებებისა და გარდასახვის დღეა, ამიტომ შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს. სარისკო საქმე მოგებას მოგიტანთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა. მზად იყავით იმედგაცრუებისთვის, თუმცა გახსოვდეთ, რომ, საბოლოოდ, გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ.


მშვილდოსანი
მარსის მფარველობის წყალობით, უზარმაზარი ენერგეტიკული და სექსუალური პოტენციალი გაქვთ. შესაძლოა, მოჭარბებული ენერგიის გამო ჩათვალოთ, რომ ამ დღეს სამყაროს შეცვლა შეგიძლიათ და ამის გაკეთება სცადოთ. გირჩევთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და გახსოვდეთ, სამყარო არც ისეთი ცუდია, როგორც თქვენ გეჩვენებათ.


თხის რქა
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში მაქსიმალური სიფრთხილე და თავშეკავება გმართებთ. ეცადეთ, ნაკლები იაქტიუროთ და პრინციპულ საკითხებში სიჯიუტე არ გამოავლინოთ. ოჯახში საქმეების გაკეთება მოგიწევთ და გამორიცხული არაა, რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ.


მერწყული
კრიტიკული დღეა. ამ დღეს შეიძლება ნებისმიერი მოქმედება თქვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს. ეცადეთ, რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, თორემ შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. სრულფასოვანი დასვენება სუფთა ჰაერზე და ბუნებასთან ურთიერთობა დაძაბულობას მოგიხსნით.


თევზები
შესაძლოა, მდიდარი წარმოსახვის უნარის წყალობით, თავში ათასი ფანტაზია მოგივიდეთ. ნუ მიეცემით ილუზიებს და ნუ აჰყვებით ცდუნებას, რომელმაც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვოს. ეცადეთ, საკუთარი იდეები ლოგიკურად შეაფასოთ. გირჩევთ, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. ეს მთელი დღის დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?