6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 იანვარი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
კრიტიკული დღეა. ერიდეთ ახალ ნაცნობებს, ჩაბნელებულ ქუჩებსა და თავშეყრის ადგილებს. დიდია ტრავმისა და გაცივების რისკი. მამაკაცებმა თავი უნდა შეიკავონ სპორტული ვარჯიშებისგან. სიფრთხილე გამოიჩინეთ მჭრელ ნივთებთან და ელექტროხელსაწყოებთან მუშაობისას. მზად იყავით მოულოდნელი ცნობისთვის.


კურო
თავი შეიკავეთ გაუმართლებელი რისკისგან. საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს. შესაძლოა, ამან დროებით დაგავიწყოთ უსიამოვნებები და კარგი განწყობა დაგიბრუნოთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდოს.


ტყუპები
ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების დღეა. უარი თქვით შორეულ მოგზაურობაზე, რადგან ამ დღეს ტრავმის, დაავადებისა და კონფლიქტური სიტუაციების რიკი ძალიან მაღალია. გირჩევთ, დაგროვილი საქმეები მოაწესრიგოთ და საღამო ახლობელ ადამიანებს მიუძღვნათ. მხოლოდ მათთან ურთიერთობის დროს შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას.


კირჩხიბი
ერთგვარი დაბნეულობის გამო სამუშაო რეჟიმში ჩადგომა გიჭირთ. ეს დღე შეუფერებელია გარიგებებისთვის, ურთიერთობების გარკვევისთვის და შეძენისთვის. თავს განერვიულებულად და დათრგუნულად გრძნობთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ცხოვრება თავად გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ. ეცადეთ, ყველა შეხვედრა გადადოთ და ეს დღე სახლში გაატაროთ.


ლომი
ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგების გამო, ერიდეთ ახალ ნაცნობებს, ბნელ ქუჩებსა და უცნობ ადამიანებთან ერთად ყოფნას. დიდია ტრავმისა და აგრესიის რისკი. გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება.


ქალწული
ყველა მიმართულებით წარუმატებელი დღეა. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისგან. დიდია თქვენი მოტყუების ან გაძარცვის რისკი. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ახლობელი ადამიანი, საკუთარი წინდახედულება და საღი აზრი დაგეხმარებათ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში.


სასწორი
ინფორმაციის მიღებისა და გაანალიზების დღეა. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ბიბლიოთეკაში გაატარებთ. სასარგებლოა წყლის პროცედურები და ფიზიკური ვარჯიშები. კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლური სასმელები, ყავა და მაგარი ჩაი.


მორიელი
ნეგატიური და კონფლიქტებით სავსე დღეა. მზად იყავით უსიამოვნებებისთვის, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერ წუთს იჩინოს თავი. ახლობელ ადამიანთან პრობლემები გელით. ნუ გადადებთ პრობლემების მოგვარებას ხვალისთვის. თუ თანდაყოლილ გამჭრიახობასა და მიხვედრილობას გამოიჩენთ, შუა კვირაში გარიგებების დადებისა თუ საკამათო საკითხების მოგვარებისას წარმატება გელით.


მშვილდოსანი
ამ დღეს გული გართობისა და მხიარულებისკენ მიგიწევთ. შესაძლოა, თეატრში ან კონცერტზე წახვიდეთ, არც ისაა გამორიცხული, რომ მეგობრებმა მხიარულ საღამოზე დაგპატიჟონ, სადაც დროს მხიარულად გაატარებთ და საკუთარ უნარებს გამოავლენთ. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, სეირნობისა და ურთიერთობისთვის. ინტიმურ ურთიერთობებში კმაყოფილება და წარმატება გელით.


თხის რქა
მძიმე და სახიფათო დღეა, რომელიც უმჯობესია, სახლში გაატაროთ. მოსალოდნელია „გარედან“ ნეგატიური გავლენა არ უსიამოვნო შეტყობინება. თავმდაბლობა და მაღალი ზნეობრივი თვისებები ამ დღის ნეგატიური ტენდენციების დაძლევაში დაგეხმარებათ.


მერწყული
ტყუილისა და ცდუნების დღეა. ეცადეთ, ეჭვებს არ აჰყვეთ და თავი არ დაკარგოთ. გირჩევთ, დღე მთლიანად ოჯახს მიუძღვნათ და აზრები მოიკრიბოთ. კარგი იქნება, თუ ყველა ვიზიტს სამომავლოდ გადადებთ.


თევზები
კარგი დღეა ფინანსური გარიგებების დადებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მოულოდნელი დახმარების ან წარმატებით დასრულებული საქმის წყალობით მატერიალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ. განწყობას მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი უეცარი მოვლენები გაგიფუჭებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?