14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 იანვარი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
დაძაბული დღეა, რომელსაც მეტოქეთა ინტრიგები და არაკეთილმოსურნეთა შური ახლავს. გაითვალისწინეთ, რომ მოულოდნელმა წინააღმდეგობამ შეიძლება, საქმის წარმატება შეაფერხოს. სახლის რემონტი და ოჯახური საქმეები თქვენგან დამატებით ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს.


კურო
ვენერა ქალ კუროებს ახალი რომანტიკული თავგადასავლისთვის ყველა შესაძლებლობას აძლევს. მათ მომხიბვლელობასა და შარმს ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს. შესანიშნავი დროა ძველ პარტნიორთან დაშორებისა და ახლის პოვნისთვის. გირჩევთ, საკუთარი თავი მთლიანად სიყვარულს მიუძღვნათ და ამისთვის აუცილებლად დასაჩუქრდებით.  


ტყუპები
საქმიანი აქტიურობისთვის არახელსაყრელი დღეა. შური, ინტრიგები და მოულოდნელი წინაღობა დასახული მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით. შესაძლოა, გავლენიანი მფარველების დახმარება დაგჭირდეთ.


კირჩხიბი
არაფერზე იდარდოთ და ყველა წვრილმანი უსიამოვნება დაივიწყეთ. თავი მთლიანად სიყვარულს მიუძღვენით, რადგან თქვენი პარტნიორი ამას იმსახურებს. დატკბით ურთიერთობის ყოველი წუთით და გახსოვდეთ, რომ ასეთი მომენტები ცხოვრებაში არც ისე ბევრია.


ლომი
მეტოქეთა ინტრიგებმა, შურმა და არაკეთილმოსურნეთა მიერ დაგებულმა მახემ შესაძლოა, უფროსთან ან კოლეგებთან ურთიერთობის დაძაბვამდე მიგიყვანოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მაღალი პასუხისმგებლობა და ყველა დეტალში გარკვევის სურვილი შეიძლება, საქმის განვითარებაზე უარყოფითად აისახოს. გამორიცხული არაა, რომ მეგობრების ან ნათესავების მხარდაჭერა დაგჭირდეთ.


ქალწული
თავდაყოლილი მომხიბვლელობა და პრობლემის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება საშუალებას მოგცემთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლება გადალახოთ. შესაძლოა, ახალმა იდეებმა დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება მოგცეთ. ამ დღეს საკუთარი გონებრივი რესურსის გამოვლენას მთლიანად შეძლებთ, თუმცა ხელს ნუ მოჰკიდებთ საქმეს, რომელიც დიდ ნერვიულობას უკავშირდება.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, ასევე მიწაზე მუშაობისთვის, მშენებლობისა და კეთილმოწყობისთვის. ნებისმიერი საქმე, რომელშიც ფულს დააბანდებთ, დიდ შემოსავალს მოგიტანთ.


მორიელი
წინააღმდეგობრივი დღეა. ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან ამ დღეს შესაძლოა, რომელიღაც ახლობელთან კონფლიქტი მოგივიდეთ. ნუ დაგეგმავთ მეგობრებთან შეხვედრებს და ნუ იკამათებთ მათთან. დღის მეორე ნახევარი ოჯახს და ბავშვებს დაუთმეთ. მოაწყვეთ პატარა ოჯახური ზეიმი და დღის დასასრული შესანიშნავი იქნება.


მშვილდოსანი
თანდაყოლილი კომუნიკაბელურობის წყალობით შეძლებთ საქმეში ახალი პარტნიორებისა და მოკავშირეების ჩართვას. ყველა შეხვედრა, მოლაპარაკება თუ საქმიანი მივლინება წარმატებით დასრულდება, თუმცა ამისთვის ჩვეულზე მეტი ძალისხმევა მოგიწევთ. მოსალოდნელია ახალი, რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც მალევე შეწყდება.


თხის რქა
საქმის მიმართ გამოჩენილი პასუხისმგებლობა ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ და წარმატებას მოგიტანთ. განსაზღვრეთ პრიორიტეტები და გონივრულად გაანაწილეთ საკუთარი დრო. თქვენი ენერგიულობა გარშემომყოფებს გააოცებს. ახალი იდეა დამატებით შემოსავალს  მოგიტანთ.


მერწყული
ფინანსური საქმეების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, დღის  პირველ ნახევარში საკუთარი პოზიციების გამყარებას შეძლებთ. ქალები საკუთარ მომხიბვლელობას თვითდამკვიდრებისა და ახალი პარტნიორების მოძიებისთვის გამოიყენებენ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს კავშირი ხანმოკლე იქნება.


თევზები


წარმატებული დღეა. ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. სწორად აირჩიეთ მიზნის მიღწევის საშუალება და ამაოდ ნუ გარისკავთ. ხელსაყრელი დღეა ინტიმური პაემნებისთვის. პარტნიორი თქვენ მიმართ განსაკუთრებულად ყურადღებიანია. გირჩევთ სიზმრის შესახებ არავის უამბოთ.

დღის ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

50 უფასო სპინი საჩუქრად ყველას!

კომპანია ევროპაბეთი თვის ბოლოდან გრანდიოზულ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 23, 24, 26 და 27 ნოემბერს 12:00 საათიდან 23:59 საათამდე დადებულ მინიმუმ 5 ლარიან ბილეთებზე, მოთამაშეებს 50 უფასო სპინს ჩუქნის.
ამბები

სად არის ყველაზე ხელსაყრელი ფსონის დადება ?

თუ უახლოეს დღეებში აპირებთ ტოპ ლიგებზე ფსონის დადებას, უნდა იცოდეთ რომ ამის გაკეთება ყველაზე ხელსაყრელად ევროპაბეთზე შეგიძლიათ. ერთი ფსონის დადებით 3 აქციაში მიიღებთ მონაწილეობას და მომენტალურად 50 უფასო სპინითაც დასაჩუქრდებით.
კინო

7 ფილმი ქალებზე, რომლებიც დიდ ყურადღებას იქცევს

ეს ლამაზი, ჭკვიანი და კაშკაშა გმირები, სულ რაღაც, „საუკუნის ძარცვებს“ ასრულებენ.
ამბები

„სმარტი“ „ტრუჩილოს“ იტალიური ყავების არჩევანს ზრდის

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში იტალიური „ტრუჩილოს“ ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა და „სმარტში“ „ტრუჩილოს“ ყავების არჩევანი მნიშვნელოვნად გაზარდა.
დღის ჰოროსკოპი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...