22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 იანვარი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
რთული, დაძაბული დღეა. არსებობს ტრავმის ან ავადმყოფობის რისკი, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება. ნუ ეცდებით საკუთარი პოზიციის „რქებით“ გატანას. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ კომპრომისზე წასვლა თქვენივე ინტერესებში შედის.


კურო
ამ დღეს საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ. შესაძლოა, მუცლის არეში ტკივილი იგრძნოთ, ამიტომ თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისგან და მძიმე. ფიზიკური შრომით ნუ დაკავდებით. სპორტსმენებმა თავი უნდა შეიკავონ ვარჯიშისგან. ეს დღე გართობასა და დასვენებას უნდა მიუძღვნათ.


ტყუპები
რთული დღე გელით. ეცადეთ, განმარტოვდეთ და სულიერ პრობლემებზე იფიქროთ. მიზნის მისაღწევად სიმშვიდე, მოთმინება და ზუსტი ანგარიში გჭირდებათ. თქვენი შრომა, მონდომება და მომხიბვლელობა მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებისკენ უნდა მიმართოთ. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება.


კირჩხიბი
გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებისგან. იმედგაცრუებასთან ბრძოლა გიჭირთ, მაგრამ ეცადეთ, ყველაფერი გულთან არ მიიტანოთ. უბრალოდ, მეტი დასვენება გჭირდებათ.


ლომი
მძიმე  და დაძაბული დღეა. გირჩევთ, ურთიერთობაში ნაკლები აგრესია და მეტი კაცთმოყვარეობა გამოიჩინოთ. ნუ ეცდებით, საკუთარი პოზიცია „რქებით გაიტანოთ“. გახსოვდეთ, ზოგჯერ საქმე და საკუთარი ინტერესები კომპრომისზე წასვლას მოითხოვს. კრიტიკული შენიშვნა მთელი დღით მწყობრიდან გამოგიყვანთ.


ქალწული
კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ოჯახური ურთიერთობების გაუარესება. საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. გირჩევთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. ზედმეტი დატვირთვა და გადაღლა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.


სასწორი
პასიური დღეა. თავი შეიკავეთ კოლექტიური შრომის, შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და მოგზაურობისგან, თორემ წარუმატებლობისთვის განწირული ხართ. უთანხმოება შეიძლება ურთიერთობების გაწყვეტით დასრულდეს.


მორიელი
ეს დღე კამათსა და კონფლიქტებს უკავშირდება. თავი შეიკავეთ და წვრილმანებზე ნუ დაიხარჯებით. მოსალოდნელია ძლიერი თავის ტკივილები, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ. სასარგებლო იქნება წყლის პროცედურები და ოჯახურ წრეში მშვიდი დასვენება.


მშვილდოსანი
კრიტიკული დღეა. გირჩევთ, მთელი მონდომება პოზიციების შენარჩუნებისკენ მიმართოთ. მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას კიდევ მოასწრებთ. უარს ნუ იტყვით გარშემომყოფი ადამიანების დახმარებაზე. სავარაუდოდ, დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება. მოსალოდნელია უფროსთან ან თანამშრომლებთან ურთიერთობის გაუარესება. 


თხის რქა
კრიტიკული დღეა. შესაძლოა, მამაკაცებს მაცდური წინადადება შესთავაზონ, თუმცა საეჭვოა, ამისგან რამე სარგებელი მიიღონ. მოსალოდნელია ოჯახური ურთიერთობების გაუარესება. საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინეთ.


მერწყული
სიმშვიდის, ლოცვის, განწმენდისა და მედიტაციის დღეა. ეცადეთ, განმარტოვდეთ და სულიერ პრობლემებზე იფიქროთ. დასახული მიზნების მისაღწევად, სიმშვიდე, მოთმინება და სწორი გათვლები გჭირდებათ. გირჩევთ, საკუთარი მონდომება და მომხიბვლელობა მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად გამოიყენოთ. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს: ბაზარს, ვაგზალს, მაღაზიებსა და ა.შ.


თევზები
ამ დღეს გაძლიერებულია ფანტაზია, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარები. უამრავი თევზი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების ხელოვნებაში წარმოჩენას. არაკეთილმოსურნეებმა ცოტა ხნით უკან დაიხიეს, ამიტომ თქვენი ურთიერთობა გარშემომყოფებთან თბილი და სასიამოვნო იქნება. დღის მეორე ნახევარში განწყობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გელით.


 

დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.