31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 იანვარი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: ნერვიული აშლილობა, ინფექციური დაავადება ან ტრავმა. ერიდეთ ცეცხლსა და სპირტიან სასმელებს.


კურო
თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს. ღირებული რჩევა, პარტნიორების დახმარება და წარსულის გამოცდილება დაგეხმარებათ, შეცდომები თავიდან აიცილოთ. კვირის ბოლოს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თქვენ შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


ტყუპები
ეს დღე თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. მოემზადეთ ცვლილებებისთვის. ნუ ენდობით სხვების მოსაზრებებს - ისინი მცდარია. ეცადეთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ოჯახური და პირადი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ.


კირჩხიბი
ჩვეულებრივი, სამუშაო დღეა, რომელიც სიმყუდროვისა და კომფორტის განცდას მოგიტანთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და მზრუნველობა გამოიჩინოთ და თქვენი ყველა სურვილი და კაპრიზი ასრულდება. გამორიცხული არაა, რომ ოჯახური და პირადი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ, რაც ძირითადი საქმიანობისგან მოგწყვეტთ.


ლომი
უკიდურესად არასახარბიელო დღეა, განსაკუთრებით ლომი ქალებისთვის. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები - ნერვიული აშლილობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან ტრავმა. გამორიცხული არაა პრობლემები უახლოეს გარემოცვასთან.


ქალწული
ეს დღე ტყუილისა და გაუგებრობის ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ, თავაზიანად მოიცილოთ ადამიანები, რომლებიც თქვენი საქმეების მიმართ მოჭარბებულ ინტერესს ავლენენ. მალე საიმედო შეტყობინებას მიიღებთ და შეძლებთ, მომგებიანი საქმე დაიწყოთ, რომელიც თქვენმა კონკურენტებმა ხელიდან გაუშვეს.


სასწორი
გარდაქმნისა და გარდასახვის დღეა. შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ფინანსური ზარალი განიცადოთ. მხოლოდ საკუთარი ინტუიციის იმედად უნდა იყოთ და სხვების რჩევები ნაკლებად გაითვალისწინოთ. ერიდეთ ქედმაღლობისა და ამპარტავნების გამოვლენას, თორემ შეიძლება კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.


მორიელი
ამ დღეს წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ. სამსახურში გაუგებრობასა და წინააღმდეგობას უნდა ელოდოთ. რაღაც მომენტში თავს უბედურადაც კი იგრძნობთ. ექიმთან თქვენი ვიზიტი ნაკლებად სასიამოვნო იქნება, რადგან დიაგნოზი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდება.


მშვილდოსანი
ეს დღე თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. მოსალოდნელია სამსახურებრივი მდგომარეობის ცვლილება. ერიდეთ ექსპერიმენტებსა და რისკს. გაითვალისწინეთ, რომ ერთი დაუფიქრებელი სიტყვით შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ. არარეალურმა გეგმებმა შეიძლება თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. წარმატებას მხოლოდ ინდივიდუალური საქმიანობით მიაღწევთ.


თხის რქა
პროფესიული საქმიანობის სფეროში წარუმატებლობა გელით. გამორიცხული არაა შეცდომები და არაკეთილმოსურნეთა მაქინაციები. გირჩევთ, თავაზიანად მოიცილოთ ადამიანები, რომლებიც თქვენი ცხოვრების მიმართ მოჭარბებულ ინტერესს იჩენენ. ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაუმჯობესდება.


მერწყული
ცვლილებებისა და გარდაქმნის დღეა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. ერიდეთ კოლექტიურ ღონისძიებებსა და საქმიანობას. შესაძლოა, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუარესდეს. ეცადეთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ და სხვების რჩევები ნაკლებად გაითვალისწინოთ.


თევზები
ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღეა, რომელიც სიმშვიდისა და კომფორტის განცდას მოგიტანთ. ოჯახური და პირადი პრობლემები ძირითად საქმეს მოგწყვეტთ. თქვენი მომხიბვლელობა უამრავ ადამიანს იზიდავს. საღამოს შესაძლოა, თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ უარი თქვით ვიზიტებზე, სტუმრების მიღებაზე და დაისვენეთ.


 

დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?