3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 თებერვალი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ჯანმრთელობისთვის საშიში დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი ისევ დაბალია. მოსალოდნელია თავის ტკივილი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. პროფესიული საქმიანობის სფეროში გამორიცხული არ არის ფინანსური დანაკარგი. ნებისმიერ კოლექტიურ ღონისძიებას ფრთხილად მიუდექით. ნუ დაეყრდნობით სხვების რჩევებს - ისინი მცდარია.


კურო
შესაძლოა, ჯანმრთელობის მცირე პრობლემები შეგექმნათ. სავარაუდოდ, დაღლილობა და თავის ტკივილი შეგაწუხებთ, ამიტომ ფიზიკურ დატვირთვაზე უარი თქვით. მეტი ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს. ერიდეთ ნაყროვანებასა და სპირტიან სასმელებს, რაც შეიძლება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცუდად აისახოს.


ტყუპები
სიყვარულის, ცოდვების მიტევებისა და მონანიების დღეა. კარგი იქნება, თუ ეკლესიაში წახვალთ. თუ საშუალება გაქვთ, ეკლესიას ფული შესწირეთ. ნუ დაივიწყებთ ბავშვების შესახებ - მათთან ერთად ერთად სეირნობით უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ.


კირჩხიბი
თქვენი შრომა და მონდომება აუცილებლად დაფასდება, შეცდომა კი ძვირად დაგიჯდებათ. სასიყვარულო ფრონტზე ჯერჯერობით ცვლილებები არ გელით. ეს კარგიც კია, რადგან სერიოზული საქმეებისგან არაფერი მოგაცდენთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ, თამამი გადაწყვეტილებები უშიშრად განახორციელოთ.


ლომი
ამჟამად სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება ან ქანცგაწყვეტამდე მუშაობა შეიძლება ნერვიული აშლილობის ან დაავადების მიზეზი გახდეს. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია დიდი ფინანსური დანაკარგი. თავი შეიკავეთ კოლექტიურ ღონისძიებაში მონაწილეობისგან.


ქალწული
ამ დღეს მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი, კატასტროფა ან ავადმყოფობა. თუ მანქანას მართავთ, გზაზე სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან ან ნათესავთან დაკავშირებული პრობლემები. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობას გააგრძელებთ თუ სამუდამოდ დაშორდებით. ერიდეთ სპირტიან სასმელებსა და ნაყროვანებას. გამორიცხული არაა, რომ მეგობრებს ან ნათესავებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ.


სასწორი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი გამოცდის პერიოდი არ დასრულებულა. მცირე შეცდომა გაიძულებთ, ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. გირჩევთ, საკუთარი შეცდომების გამო, მათ წინაშე მოიბოდიშოთ. ხელსაყრელი დღეა სექსუალური კონტაქტებისა და მეგობრული ურთიერთობისთვის.


მორიელი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი გეგმების რეალიზაციისთვის. გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო შედეგი და კოლეგების აღიარება მხოლოდ თქვენს მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში მეგობრების შეხვედრა დაგეგმოთ - ცუდი განწყობა დიდი ხნით მიგატოვებთ.


მშვილდოსანი
სასიყვარულო საქმეებში წარმატება გელით. სავარაუდოდ, მამაკაცები პარტნიორთან შექმნილ პრობლემას წარმატებით გადაწყვეტენ. ქალებს ვურჩევთ, რომ ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავონ. ამჟამად ამისთვის შეუფერებელი პერიოდია. დაუმსახურებელი წყენა და იმედგაცრუება განწყობას გაგიფუჭებთ. უმჯობესია, ძველ პარტნიორთან ერთად პატარა ზეიმი მოიწყოთ.


თხის რქა
დაძაბული დღეა. გირჩევთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ცდუნებას არ აჰყვეთ. დაგეგმილი შეხვედრები ჯობია სხვა დროისთვის გადაიტანოთ. სამუშაო დიდ ძალისხმევას, არასტანდარტულ ხედვასა და შექმნილი პრობლემების არაორდინარულ გადაჭრას მოითხოვს. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ტყეში ან აგარაკზე გაატარებთ. ძილის წინ სასურველია, გრილი აბაზანა მიიღოთ.


მერწყული
სასიცოცხლო პოტენციალს შემცირების ტენდენცია ახასიათებს. ეცადეთ, მეტი იძინოთ, ნაკლები ინერვიულოთ და ახალი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ. რეაქციის სისწრაფე, სწორი გადაწყვეტილებების პოვნის უნარი ფინანსური წარმატების წინაპირობას შექმნის.


თევზები
ეს დღე სიბრძნესა და მორჩილებას განასახიერებს. ყურადღებით მოუსმინეთ გამოცდილი სპეციალისტების, უფროსი ნათესავებისა და პედაგოგების რჩევებს. როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ, ბავშვებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ დღეს პირადი ცხოვრება თქვენგან მეტ სიფრთხილეს, ყურადღებასა და ეკონომიურობას მოითხოვს.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.