18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 თებერვალი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
მიზნის მისაღწევად პრინციპულობისა და შრომისმოყვარეობის გამოვლენა მოგიწევთ. პრობლემის მოგვარებას არასტანდარტული მეთოდით შეძლებთ. ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება, სარისკოც კი წარმატებულად დასრულდება.


კურო
ერიდეთ კარდინალური გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება თქვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს. პროფესიულ საქმიანობაში სირთულეები გელით - შესაძლოა, უფროსთან ან კოლეგებთან ურთიერთოობა გაგიფუჭდეთ. გამორიცხული არაა, რომ ოჯახსა და სამსახურს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ნერვიულობა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დაწყების, გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. ეს განსაკუთრებით შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს ეხებათ. ამ დღეს ყველაზე სარისკო წამოწყებაც კი კარგ შემოსავალს მოგიტანთ. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ნუ იქნებით - ახლობლების დახმარება ძალიან გამოგადგებათ.


კირჩხიბი
ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში სირთულეები გელით. თქვენი ნებისმიერი მოქმედება შეიძლება თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს, ამიტომ ეცადეთ, რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოთ. მთელი დღის განმავლობაში სახლსა და სამსახურს შორის დარბიხართ და ცდილობთ ოჯახური და სამსახურებრივი საქმეები ერთდროულად მოაგვაროთ. გაითვალისწინეთ, რომ ნერვიულობა თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.


ლომი
სირთულეების გადალახვისას გამოჩენილი სიმამაცე და პრობლემების მოგვარების არასტანდარტული გზა ნებისმიერ წამოწყებაში დაგეხმარებათ. პროფესიული საქმიანობის სფეროში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ და კოლეგების დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ.


ქალწული
სავარაუდოდ, პროფესიული მოღვაწეობის სფეროს შეიცვლით ან განვითარების ახალ ეტაპზე გადახვალთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ საკუთარ შანსს. საქმეში შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი ამბავი გელით, რასაც დაუგეგმავი ხარჯი მოჰყვება.


სასწორი
ამ დღეს უჩვეულოდ დაბნეული ხართ. ნუ მიეცემით თვითტკბობას და ეცადეთ, გონივრული კრიტიკის მიმართ ნაკლებად ნეგატიური დამოკიდებულება გქონდეთ. გაითვალისწინეთ, წარმატებას მხოლოდ თქვენი წინდახედულება და გააზრებული მოქმედება მოგიტანთ. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, რადგან ეჭვიანობის გამო შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა დაგეძაბოთ.


მორიელი
საშიში დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ მოსალოდნელი კატასტროფის, ეპიდემიებისა და უბედური შემთხვევების შესახებ. გირჩევთ, საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ავტომფლობელებმა გზებზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ემოციები მოთოკეთ და პროვოკაციებს ნუ აჰყვებით. ეცადეთ, ყველა განსაცდელი ღირსეულად გადაიტანოთ.  


მშვილდოსანი
ეცადეთ, გრძნობები დაალაგოთ და პარტნიორთან ურთიერთობა მოაწესრიგოთ. უარი თქვათ გაორებულ პირად ცხოვრებაზე და ეცადეთ, ჩამოყალიბდეთ. შესაძლოა, მოულოდნელმა ცნობამ ძირეულად შეცვალოს თქვენი ცხოვრების სტილი. მოსალოდნელი კონფლიქტი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს შეგიშლით.


თხის რქა
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. მიზნის მისაღწევად მეტი მონდომება და პრინციპულობა გმართებთ. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა მძიმე და ხანგრძლივი იქნება. ერიდეთ თმის შეჭრას და სარკეში დიდხანს ყურებას.


მერწყული
გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს დიდი ხნის იდეებისა და გეგმების რეალიზაცია მოახერხოთ. სავარაუდოდ, ახალი მფარველები და პარტნიორები გამოგიჩნდებიან. ახლო ნათესავებისგან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებთ. თქვენი მომხიბვლელობა იმდენად იმატებს, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას ადვილად შეძლებთ.


თევზები
ამ დღეს უამრავი პრობლემა გელით, ამიტომ დღის ბოლოს დაღლილობასა და გაღიზიანებას იგრძნობთ. ეცადეთ, ნეგატიური ემოციები შეიკავოთ. ავადმყოფობა, რომელიც ამ დღეს თავს იჩენს, ხანმოკლე და მსუბუქი იქნება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას.

დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...