21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვალი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ცრუ შეტყობინებამ, სიტუაციის არასწორმა შეფასებამ ან უგუნურმა დაპირებებმა შეიძლება სამსახურში ან პირად ცხოვრებაში საქმე გაგირთულოთ. უარი თქვით დაგეგმილ საქმეზე - ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს.


კურო
მთლიანობაში პოზიტიური დღეა. პროფესიული საქმიანობის სფეროში ადვილად მოახერხებთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. გირჩევთ, ახალი საქმის დაწყებამდე ძველი საქმეები დაასრულოთ. გახსოვდეთ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. არსებობს უეცარი შემოსავლის შანსი - შეიძლება ფული მოიგოთ ან იპოვოთ.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა უფროსთან საქმიანი წინადადებით მიმართვისთვის. მოსალოდნელია ახალი საქმის ან პარტნიორის გამოჩენა, თუმცა ეცადეთ, ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი პროფესიული აქტიურობა არასწორად შეაფასოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. სავარაუდოდ, მოგიწევთ, საკუთარი გეგმები და ზოგადი სტრატეგია ცოტათი შეცვალოთ.


კირჩხიბი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით, თუმცა ახალი საქმის დაწყებისგან სჯობს, თავი შეიკავოთ. გირჩევთ, ძველი საბუთები მოაწესრიგოთ. შესაძლოა, ამჟამად ისეთი აქტუალური გახდეს, როგორც არასდროს. არსებობს ფულის მოგების შანსი.


ლომი
დაძაბული დღეა. გირჩევთ, ყველა საქმეში სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. მხოლოდ ინტუიციას ნუ დაეყრდნობით და ყურადღებით მოისმინეთ ახლობელი ადამიანების რჩევები. არახელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისთვის, სასიყვარულო თავგადასავლებისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის. საღამო სახლში, ოჯახურ წრეში გაატარეთ.


ქალწული
ბედი თქვენს გამძლეობას, მიზანსწრაფულობასა და ცხოვრებისეული პრინციპების მიმართ ერთგულებას გამოცდის. გარშემომყოფი ადამიანების მხრიდან მოსალოდნელია არაობიექტური შეფასება. მოთმინება და გამძლეობა გამოიჩინეთ. ერიდეთ კამათსა და დებატებს, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში ნეგატიური ტენდენციები შესუსტდება და გაძლიერდება გარშემომყოფებზე ზემოქმედების აურა.


სასწორი
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. უფროსთან ურთიერთობის დროს ზომიერების გრძნობა და ტაქტი არ დაკარგოთ. გამორიცხული არაა, რომ ვიღაცამ თქვენი საქმიანი აქტიურობა არასწორად შეაფასოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ  ჯანმრთელობას და ავადმყოფობის პირველივე სიმპტომებს.


მორიელი
პროფესიულ საქმიანობაში შექმნილი პრობლემები თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. თქვენი ორგანიზმი კომპლექსურ შემოწმებას საჭიროებს. გაითვალისწინეთ, რომ მოუსვენრობა და ცუდი წინათგრძნობა დამღუპველად იმოქმედებს თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეცადეთ, ცხოვრებისეული პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. შინაგანი ბალანსის დაცვაში მდუმარება და განმარტოება დაგეხმარებათ.


მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ უფროსს საქმიანი წინადადებით მიმართოთ. შესაძლოა, ახალი სამსახური ან საქმიანი პარტნიორი გამოგიჩნდეთ. მოსალოდნელია კოლეგებთან ურთიერთობის გართულება - თქვენთვის დამახასიათებელი ღირსების გრძნობა შესაძლოა, ვიღაცამ ამპარტავნებად ჩათვალოს. გამორიცხული არაა, რომ მომავლის გეგმებისა და ტაქტიკის შეცვლა მოგიწიოთ.


თხის რქა
ბედი თქვენს გამძლეობას, მიზანსწრაფულობასა და ცხოვრებისეული პრინციპებისადმი ერთგულებას ამოწმებს. ნებისმიერ გეგმებს, სოციალურ კონტაქტებსა და პირად შეხვედრებს დროებითი ხასიათი ექნება და შეიძლება ნაგატიურად აისახოს თქვენს კარიერულ თუ ფინანსურ წარმატებაზე.


მერწყული
ამ დღეს შესაძლოა, წინა კვირას დაგეგმილის განხორციელება შეძლოთ. თქვენი სიმამაცე და წინდახედულება წარმატების შანსებს გაზრდის. ცხოვრებისეული პოტენციალი თანდათან იზრდება, რასაც სექსუალური ენერგიისა და პირადი მომხიბვლელობის მატება მოჰყვება.


თევზები
თევზებისთვის ეს დღე შეიძლება ძალიან რთული და პასუხისმგებლობით სავსე იყოს. პრობლემების უმეტესობის გადაწყვეტა დღის პირველ ნახევარში მოგიწევთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პარტნიორებსა და მეუღლეებს შორის ურთიერთობის გაცივება. ამის მიზეზი შეიძლება კამათი, დაღლილობა, ეჭვიანობა და ღალატი გახდეს.


 


 

დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.