22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 თებერვალი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ყურადღებით დააკვირდით საკუთარ გარემოცვას - მოსალოდნელია პრობლემები პარტნიორებთან ან კონტაქტი არასასურველ ადამიანებთან. გამორიცხული არაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


კურო
ამ დღეს წარმატება შემოქმედებითი პროფესიის კუროებს ელით. საკუთარი შრომისმოყვარეობის დამსახურებით ისინი ჩანაფიქრის განხორციელებას მოკლე დროში შეძლებენ. ნებისმიერი აქტივობა სხვა მიმართულებით დაღლილობასა და უკმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ.


ტყუპები
საშიში დღეა, რომელსაც ოჯახურ და პროფესიულ საქმიანობაში სირთულეები ახლავს. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შედარებით დაბალია, ამიტომ ყოველმხრივ შეამოწმეთ საკუთარი მოქმედებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ ბასრ საგნებთან ურთიერთობისას. სექსუალურ სფეროში იმედგაცრუება გელით. ოცნებებს ახდენა არ უწერია.


კირჩხიბი
შესანიშნავი დღეა სამსახურებრივი წინსვლისთვის. ოჯახური ბიუჯეტი ნელა, მაგრამ სტაბილურად უმჯობესდება. ხელსაყრელი დღეა სიყვარულისთვის. გეჩვენებათ, რომ თქვენი კავშირი იმდენად ჰარმონიულია, რომ მეტი არავინ გჭირდებათ.


ლომი
ვარსკვლავების განლაგება ჯერჯერობით ისევ არახელსაყრელია. თავის ფლობის უნარი და სიტუაციის ობიექტური შეფასება დაგეხმარებათ, პარტნიორთან კამათს თავი აარიდოთ. გახსოვდეთ, უსაგნო კამათი, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. მამაკაცებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ცხოვრების თანამგზავრს - ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები.


ქალწული
რთული დღეა. ოჯახურ და პროფესიულ ურთიერთობებში სირთულეები და პრობლემები გელით.  მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. სიფრთხილე გამოიჩინეთ მჭრელ ნივთებთან კონტაქტის დროს.


სასწორი
კრიტიკული დღეა. იმის მიუხედავად, რომ თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, არ შეიძლება საკუთარი პრობლემების სხვაზე გადატანა. ამის ნაცვლად, ჯობს, იმ ადამიანებს დაეხმაროთ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.


მორიელი
ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. შესაძლოა, ძველი პრობლემები მოულოდნელად გადაჭრათ ან ფულადი შემოსავალი მიიღოთ. გირჩევთ, სახლის კარი სტუმრებს ფართოდ გაუღოთ. ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანების პრობლემებს.


მშვილდოსანი
რთული დღეა, რომელსაც ოჯახურ თუ პროფესიულ ურთიერთობებში პრობლემები ახლავს. შესაძლოა, პლანეტების არახელსაყრელი განლაგება თქვენს კარიერულ წინსვლაზე უარყოფითად აისახოს და პროფესიულ მოღვაწეობაში არსებული პროგრესი შეაჩეროს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა გულწრფელობამ შესაძლოა ბოროტი დაცინვის სამიზნედ გაქციოთ. გირჩევთ, მჭრელ საგნებთან კონტაქტის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ.


თხის რქა
რთული დღეა. მოსალოდნელია უფროსის ან კოლეგების მხრიდან თქვენ მიმართ არაობიექტური დამოკიდებულება. გამოიჩინეთ მოთმინება და ამტანობა. პირად ცხოვრებაში და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელი.


მერწყული
სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ საუბრისა და მოქმედების დროს. ერიდეთ თავდაჯერებულობას და ობიექტური კრიტიკის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი ამბავი გელით, რომელიც გაიძულებთ, ოჯახურ პრობლემებში თავით გადაეშვათ. მოსალოდნელია ბავშვების პრობლემებთან დაკავშირებული უსიამოვნებები.


თევზები
საქმიანი კონტაქტებისთვის არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. შესაძლოა, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით უფროსთან ან კოლეგებთან გაუგებრობა მოხდეს. ზოგადი უკმაყოფილების მიუხედავად, ზოგიერთი თევზი საქმის წარმატებით დასრულებას შეძლებს.


 

დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?