17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 მარტი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
დილიდან უამრავი საქმე გელით. გადაუჭრელი პრობლემები და შეუსრულებელი ვალდებულებები სწრაფად მოქმედებას მოითხოვს. მოსალოდნელია საქმიანი ნაცნობობა ან გარემოება, რომელიც შემოსავალს მოგიტანთ.


კურო
ემოციური თვალსაზრისით წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია ნერვული აშლილობა და სტრესი. ნებისმიერი გზით ცდილობთ ყველაზე თამამი იდეების რეალიზებას, რაც ოჯახში კონფლიქტამდე მიგიყვანთ. ერიდეთ ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტს, ურთიერთობების გარკვევას და ფეთქებადსაშიშ სიტუაციებს, რადგან ეს ცუდად დამთავრდება.


ტყუპები
ვარსკვლავები იმ პოზიტიური გეგმის განხორციელებას გპირდებიან, რომელიც წინა კვირაში შეიმუშავეთ. თქვენი სასიცოცხლო პოტენცია და სექსუალური ენერგია იზრდება. ერიდეთ თავდაჯერებულ მოქმედებას, თვითკმაყოფილებასა და კრიტიკის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი შეტყობინება გელით.


კირჩხიბი
მოგზაურობის დღეა. ოჯახის წევრებს სურთ, რომ მათთან მეტი დრო გაატაროთ. დღის ბოლოს დაღლილობას და გაღიზიანებას იგრძნობთ, თუმცა ეცადეთ, ნეგატიური ემოციები შეიკავოთ. უამრავი პრობლემა გელით, ამიტომ აქტიური სამუშაო კვირისთვის უნდა განეწყოთ.


ლომი
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური და სულიერი საწყისი ახალი მოკავშირეებისა და თანამოაზრეების პოვნაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანი ნაცნობობა ან გარემოებათა მოულოდნელი განვითარება შემოსავალს მოგიტანთ.


ქალწული
ამ დღეს შემოქმედებითი პროფესიის ქალწულებს ბედი გაუღიმებთ. საქმის მიმართ არასტანდარტული დამოკიდებულების წყალობით ნებისმიერ საქმეს წარმატებით დაასრულებთ. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი ან სასიხარულო შეხვედრა.


სასწორი
მშვიდი და პოზიტიური დღეა. თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ, თუ ყოველდღიურობის ჩარჩოებიდან გამოხვალთ. ისწავლეთ ყოველი დღით და წუთით ტკბობა. გირჩევთ, პარტნიორის ერთგულებასა და გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპაროთ.


მორიელი
პირადი ურთიერთობებისთვის შესანიშნავი დღეა. შესაძლოა, პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარებაც კი შეძლოთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე, ეცადეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ. მოგვიანებით, სიტუაციის გამოსწორება ძნელი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, სიმშვიდის შენარჩუნებას გირჩევთ.


მშვილდოსანი
შესაძლოა, თქვენი სიზარმაცე წვრილმანი გაუგებრობის მიზეზი გახდეს. თქვენი ოპტიმიზმისა და თავდაჯერებულობის დახმარებით სიტუაციის გამოსწორებას შეძლებთ. თუ რამის შეძენას აპირებთ, ეს დღეს უნდა გააკეთოთ. კარგად მოემზადეთ, რომ მომავალი კვირიდან საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ.


თხის რქა
ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. იზრდება სექსუალური პოტენცია, თუმცა დაუსრულებელი საქმეები, უსიამოვნო შეტყობინება ან პირადი ცხოვრების პრობლემები სრულფასოვანი დასვენების უფლებას არ მოგცემთ. გირჩევთ, სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა სახლში წესრიგის დამყარების, რემონტისა და სახლის კეთილმოწყობისთვის. ახალი იდეები, სიახლეებისკენ სწრაფვა და თქვენს ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი ადამიანები საქმიან სფეროში ახალ შესაძლებლობებს დაგანახვებენ. ნუ იჩქარებთ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, რადგან მერე რამის შეცვლა ძალიან რთული იქნება.


თევზები
ხელიდან ნუ გაუშვებთ მომგებიანი გარიგების დადების შესაძლებლობას. ხელსაყრელი დროა ახალ სამსახურში გადასვლისთვის. ნებისმიერი წამოწყება საბოლოოდ კარგ შედეგს მოგიტანთ. ერიდეთ განწყობის მკვეთრ ცვლილებას, თორემ შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეთ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?