11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 აპრილი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს ახლავს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ტენდენციები. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ახალი საქმეებისა და იდეებისთვის, თუმცა საკუთარი გეგმების შესახებ  არავის უნდა უამბოთ, რადგან ამ შემთხვევაში, ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ. დღის მეორე ნახევარში საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ - სავარაუდოდ, ურთიერთობებში პრობლემები და გაუგებრობა გელით. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს და დიდი ტანის შინაურ ცხოველებთან კონტაქტს. თავი შეიკავეთ ხორციანი კერძებისა და სპირტიანი სასმელების მიღებისგან.


კურო
მოსალოდნელია კონფლიქტი კოლეგებთან ან ნათესავებთან. პასიური და ცვალებადი დღეა. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არსებობს შეცდომების, გაუგებრობისა და ინტოქსიკაციის საფრთხე. ახალი იდეები ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტი გარშემომყოფებთან და ყველა დანიშნული შეხვედრა გააუქმეთ. ეს დღე ტყუილებსა და ილუზიებს უკავშირდება. ამ დღის ნეგატიურ გავლენას მხოლოდ ზნეობრივი განწმენდითა და მოთმინებით გაანეიტრალებთ.


ტყუპები
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. საქმიანი შეხვედრები და კონტაქტები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ. მოსალოდნელია კონფლიქტი კოლეგებთან ან შორეულ ნათესავებთან. გამორიცხეთ ახალი ნაცნობობა და ნებისმიერი სახის ურთიერთობა. ოჯახურ ურთიერთობებში ეცადეთ, წონასწორობა შეინარჩუნოთ და პარტნიორთან კონფლიქტს მშვიდად შეხედოთ.


კირჩხიბი
შესაძლოა, ოჯახის უფროს წევრებთან კონფლიქტი გელით. ეცადეთ, ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი მშვიდად შეხედოთ. ტაქტისა და მოთმინების წყალობით სიტუაციის განეიტრალებას შეძლებთ. დღის ბოლოს ნერვიულობა გელით.


ლომი
რთული დღეა, ამიტომ ეცადეთ, მთელი დღე სახლში გაატაროთ. ბავშვებთან ურთიერთობა სულიერ შვებასა და ბედნიერებას მოგანიჭებთ. კარგი იქნება, თუ დღის პირველ ნახევარს სუფთა ჰაერზე გაატარებთ, საღამოს კი - ოჯახის წევრების ან უახლოესი ადამიანების გარემოცვაში.


ქალწული
ნეგატიური დღეა. მზად იყავით სამსახურში მოსალოდნელი პრობლემებისთვის. საქმიანი შეხვედრები და კონტაქტები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. მოსალოდნელია უფროსთან კონფლიქტი. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, აღიარეთ საკუთარი შეცდომა და ყველაფერი მოგვარდება. ეცადეთ, საკუთარი მომხიბვლელობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ - ეს სამსახურში ვითარების მოგვარებაში დაგეხმარებათ.


სასწორი
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ნელ-ნელა მცირდება. მოსალოდნელია უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობის გაუარესება და მეგობრებთან პრობლემები. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში ტაქტსა და მოთმინებას გამოიჩენთ.


მორიელი
აქტიური სამუშაო დღეა. ძალიან თუ მოინდომებთ, ნებისმიერ საქმეში უნიკალურ შედეგს მიაღწევთ. გარშემომყოფთა სიმპათიები თქვენს მხარესაა. როგორც უნიკალურ სპეციალისტს, ყველა პატივს გცემთ და გაფასებთ. ოცნების ასრულების შანსი გაქვთ, მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ.


მშვილდოსანი
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. ეცადეთ, კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ. თქვენმა მიმნდობმა ხასიათმა შესაძლოა, უამრავი პრობლემა შეგიქმნათ.


თხის რქა
მზად იყავით სამსახურში პრობლემებისთვის. თქვენმა არასტანდარტულმა შეხედულებებმა და ექსცენტიკულობამ შესაძლოა, უფროსის უკმაყოფილება და კოლეგების გაღიზიანება გამოიწვიოს. თავდაჯერებულობამ და არადისციპლინურობამ შეიძლება ჩიხში შეგიყვანოთ.


მერწყული
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ნელ-ნელა მცირდება. გამორიცხული არაა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თქვენს მუშაობაზეც აისახოს. მოსალოდნელია უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობაში პრობლემები. გაითვალისწინეთ, რომ ხორციელი ცდუნება უამრავ პრობლემას შეგიქმნით.


თევზები
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ხელსაყრელი დღეა გარიგების დადებისა და მოლაპარაკებებისთვის. მოსალოდნელია სასიხარულო შეტყობინება, რომელიც გაგამხიარულებთ. თქვენი ოპტიმიზმი ახლობელ ადამიანებს გაამხნევებს, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან.

ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?