21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 აპრილი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
უკიდურესად ნეგატიური დღეა. პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ. შესაძლოა, თავისა და სახსრების ტკივილმა შეგაწუხოთ ან ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდეთ. ახალ საქმეებში ან აზარტულ თამაშებში წარმატების იმედი ნუ გექნებათ. გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ.


კურო
ნეგატიური დღეა. მოსალოდნელია ილუზიები, ტყუილი, ფინანსური დანაკარგი ან პროფესიულ საქმეებში წარუმატებლობა. ხაფანგს მხოლოდ კარგად გააზრებული მოქმედებით, სიფრთხილითა და დაძაბული შრომით დააღწევთ თავს. საქმიანი ოპერაციები რთული არ იქნება, თუმცა სასურველ მოგებას ვერ მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, ცდუნებას გაუმკლავდეთ და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ. ერიდეთ მღვრიე წყალსა და ბნელ ქუჩებს. სიზმარი წინასწარმეტყველური იქნება.


ტყუპები
ეს დღე ტყუილებსა და ცილისწამებას უკავშირდება. მერკურის რეგრესული მოძრაობა ფინანსური დანაკარგის ან პროფესიულ საქმიანობაში წარუმატებლობას მოგიტანთ. შესაძლოა, არაკეთილმოსურნეებმა შენიღბული ხაფანგები დაგიგონ. ცდუნებების აყოლა იმედგაცრუებასა და ოჯახურ პრობლემებს მოგიტანთ. გირჩევთ, ამ დღეს მეგობრებთან შეხვედრებსა და კამათს ერიდოთ.


კირჩხიბი
ეს დღე ხანგრძლივ და დაძაბულ შრომას უკავშირდება. სხვადასხვა სახის საქმიან ოპერაციებში წარმატება გელით. შესაძლოა, მომგებიანი საქმიანი წინადადება მიიღოთ და უარი არ უნდა თქვათ. დროებითი სირთულეების გამო, სამუშაო ადგილის შეცვლა არ ღირს. მალე ყველაფერი კარგად იქნება. თქვენი კეთილგონიერება და მონდომება ყველას, მტრებსაც კი გააოცებთ.


ლომი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი უჩვეულოდ დაბალია, ამიტომ მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ამ დღეს მივლინებაში წასვლა შემოგთავაზეს, აუცილებლად უარი თქვით - შესაძლოა, ავარიაში მოყვეთ ან დიდი ფინანსური ზარალი მიიღოთ. საზოგადოებრივი ინტერესებისთვის შესაძლოა, მსხვერპლის გაღება მოგიწიოთ.


ქალწული
უკიდურესად ნეგატიური დღეა, რომელიც ტყუილს, ცილისწამებასა და თვალთვალს უკავშირდება. ახალი საქმის დაწყებისგან თავის შეკავებას გირჩევთ, რადგან გამუდმებით გექნებათ განცდა, რომ თქვენი ძალისხმევა უშედეგოა. გირჩევთ, მოვლენები არ დააჩქაროთ და შეიძლება პრობლემების ნაწილი თავისით მოგვარდეს. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან უახლოეს ხანში გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა. გაძლიერებულია თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, ინტუიცია და შემოქმედებითი უნარები. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეებისთვის, შვებულების დაგეგმვისა და საქმიანი მივლინებებისთვის. შესაძლოა, ისეთი პრობლემების გადაჭრა შეძლოთ, რომლებიც ადრე გადაუჭრელი გეგონათ.


მორიელი
სახიფათო დღეა, რომელიც ტრავმებს, ავარიებსა და ავადმყოფობას უკავშირდება. საფრთხისგან მხოლოდ სწრაფი რეაქცია, გამჭრიახობა და სიფრთხილე გიხსნით. ეცადეთ, სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცეთ - ძლიერი და საშიში მეტოქე თქვენს დამორჩილებას ცდილობს. შესაძლოა, მზაკვრული გეგმა შეიმუშაოთ, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, თორემ საპირისპირო შედეგს მიიღებთ.


მშვილდოსანი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელიც ტყუილს, ცილისწამებასა და ილუზიებს უკავშირდება. საკუთარი სისუსტეებისა და ცდუნებების აყოლა ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემებს შეგიქმნით, ამიტომ ეცადეთ, შედეგებზე იფიქროთ. ნუ დაგეგმავთ მეგობრებთან შეხვედრებს და ნურავისთან იკამათებთ. ობობა სიზმარში ახლობლის ავადმყოფობას მოასწავებს.


თხის რქა
შესაძლოა, ამ დღეს მოვლენები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით განვითარდეს. სამწუხაროდ, თქვენ ვერაფერს შეცვლით. მოვლენების განვითარებაში თუ არ ჩაერევით, შეიძლება ყველა უსიამოვნება თავისით გაქრეს.


მერწყული
ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე და ძველი კონფლიქტი დაასრულოთ, განსაკუთრებით თუ ეს ნათესავებთან ქონებრივ დავას ეხება. შესაძლოა, უხეშობასა და აგრესიას შეეჯახოთ. უმნიშვნელო კამათი შეიძლება დიდ სკანდალად იქცეს. გამორიცხული არაა ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა.


თევზები
ყოველმხრივ სასიამოვნო და ხელსაყრელი დღეა. თქვენს უახლოეს გარემოცვაში ან ფინანსურ სფეროში შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. გვერდით მყოფ ადამიანს შეუძლია, აუხსნელი შფოთვისა და ნერვიულობისგან გაგათავისუფლოთ. მის რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ. კვირის ბოლოს შვებულებასა და დასვენებაზე უნდა იფიქროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?