22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 აპრილი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


წინააღმდეგობრივი დღეა. ანერვიულებული და გაღიზიანებული ხართ, ამიტომ შეიძლება მეგობრებთან ან ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტი მოგივიდეთ. ოჯახური სიმყუდროვისა და კეთილდღეობისთვის მეტი დიპლომატიურობა გმართებთ.


კურო


დაძაბული დღეა, რომელიც საკუთარი არჩევანისა და პრინციპების დაცვას უკავშირდება. ზედმეტი ემოციურობა და მკვეთრი გამოთქმები შეიძლება პროფესიული საქმიანობის შედეგებზეც აისახოს და ფინანსური დანაკარგის მიზეზიც გახდეს. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან კონფლიქტი გელით. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ ეცადეთ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ.


ტყუპები


ამჟამად არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა გაქვთ. რეალობა სრულიად არ შეესაბამება თქვენს წარმოდგენებს, ამიტომ თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული შენაძენისგან და ეცადეთ, ეკონომიურად იცხოვროთ. მოულოდნელი ცნობა გაიძულებთ მომავალი კვირის გეგმები შეცვალოთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ტყეში ან წყლის პირას დასვენებისთვის. საღამოს შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ ტკივილგამაყუჩებელი მიიღეთ და დასაძინებლად ადრე დაწექით.


კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ გარემო შეიცვალოთ და სამოგზაუროთ წახვიდეთ. ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა, თუმცა ეცადეთ, ოჯახის წევრებს ყურადღება არ მოაკლოთ, მით უმეტეს, რომ გამორიცხული არაა, რომელიღაც ნათესავთან კონფლიქტი. მცირე სტრესის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ოჯახში ისევ სიმშვიდე დაისადგურებს.


ლომი


ამ დღეს მხოლოდ ის საქმე უნდა აკეთოთ, რომელიც კარგად იცით. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებისგან. ემოციური არასტაბილურობისა და გაღიზიანების გამო შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რისკის სიყვარულმა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ. გირჩევთ ფიზიკური დატვირთვა და სპირტიანი სასმელები სრულიად გამორიცხოთ და მეტი დაისვენოთ.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. ეცადეთ ინიციატივა და პრინციპულობა გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ მეგობრების დახმარების გარეშე წარმატების შანსი არ გაქვთ. შესაძლოა, უახლოეს ხანებში მოვლენები თქვენთვის სასურველი მიმართულებით არ განვითარდეს, თუმცა თქვენ ვერაფერს შეცვლით. ტყუილად შიშობთ, რომ პარტნიორი გატყუებთ. პირიქით, საყვარელი ადამიანისგან იმაზე მეტს იღებთ, ვიდრე თავად გასცემთ.


სასწორი


წინა დღის პოზიტიური ტენდენცია გრძელდება. ინტუიცია და ზუსტი გათვლა სიტუაციის ზუსტად შეაფასოთ სიტუაცია და განსაზღვროთ მოქმედების ტაქტიკა. რეალობა სრულიად შეესაბამება თქვენს წარმოდგენას. ხელსაყრელი დროა უძრავი ქონების შეძენისთვის. სასისმოვნო შეტყობინებამ შესაძლოა, მომავალი კვირის გეგმები შეგაცვლევინოთ.


მორიელი


ამ დღეს შესაძლოა, თქვენს უახლოეს გარემოცვაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. ცხოვრება თქვენგან მაქსიმალურ გამძლეობას მოითხოვს. მოსალოდნელია ხანდაზმული ადამიანების ან ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და სულიერი დისკომფორტი. სასურველია დილა-საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა.


მშვილდოსანი


ემოციები დაიცხრეთ, ამჟამად მეტი თავშეკავება გმართებთ. გაითვალისწინეთ, რომ აგრესია შობს საპასუხო აგრესიას და მცირე კამათი შეიძლება სკანდალად იქცეს. გამორიცხული არაა ურთიერთობის სრული გაწყვეტა.


თხის რქა


ქალებს ვურჩევთ, ექსტრავაგანტური ქცევისგან თავი შეიკავონ. სწრადი წარმატების სურვილმა შეიძლება ნერვიული აშლილობამდე მიგიყვანოთ. მამაკაცებმა ახლობელ ადამიანებსდა ბავშვებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. გაითვალისწინეთ, რომ პრობლემების მოგვარება ყვირილისა და დამსჯელი ღონისძიებების გარეშეც შეიძლება.


მერწყული


ამ დღეს მიხვდებით, რომ სურვილების შესრულება ყოველთვის წარმატებას არ ნიშნავს. ზოგჯერ ადამიანი ზუსტად ვერ ხვდება, ბედნიერებისთვის რა სჭირდება. შესაძლებელია, ახალი ჭეშმარიტება შეიმეცნოთ, რაც თქვენს სულიერ სამყაროს გაამდიდრებს. დაიცხრეთ ემოციები და მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ.


თევზები


ეს დღე აზრთა სხვადასხვაობას და გაუგებრობებს განასახიერებს. ეცადეთ, რეალურად შეაფასოთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. შესაძლოა, თქვენი ქველმოქმედებით უკმაყოფიელო პარტიორთან ან ნათესავებთან პრობლემები შეგექმნათ. საკუთარ მოქმედებებში კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. ეცადეთ, მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ და აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?