25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 აპრილი 17:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება ახლობელ ადამიანებთან  მოსალოდნელი პრობლემებისა და უსიამოვნო სიახლეების შესახებ გაფრთხილებთ. ახალი ნაცნობობა იმედგაცრუების გარდა, არაფერს მოგიტანთ. პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისგან თავის შეკავება გმართებთ - სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად და რეალურად შეაფასოთ და შესაძლოა, ამ დღის ნეგატიური ტენდენციების შეცვლა შეძლოთ.


კურო
არახელსაყრელი დღეა ახალი კონტაქტებისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და მოგზაურობისთვის. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია უფროსთან კონფლიქტი და შესრულებული სამუშაოს ხარისხით უკმაყოფილება. სულიერ დისკომფორტსა და გადაღლას გრძნობთ, ამიტომ თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისა და სასიყვარულო კავშირებისგან. მით უმეტეს, რომ აქედან პრობლემებისა და იმედგაცრუების გარდა, ვერაფერს მიიღებთ. ქალებს საყვარელ ადამიანთან მცირე კამათი და გაუგებრობა ელით.


ტყუპები
მხოლოდ შრომისმოყვარეობისა და მოთმინების წყალობით მიაღწევთ უფროსის კეთილგანწყობას და გავლენიანი მფარველების დახმარებას. მთლიანობაში არახელსაყრელი დღეა ახალი კონტაქტებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ხასიათის ხშირი ცვლილება წარმატების მიღწევაში ხელს შეგიშლით.


კირჩხიბი
საშიში დღეა. დიდია კონფლიქტური სიტუაციების, ავადმყოფობისა და ტრავმის რისკი. სულიერ დისკომფორტს გრძნობთ, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას მოერიდეთ. თავი შეიკავეთ პარტნიორისა და სამსახურის შეცვლისგან. ეცადეთ, ფიზიკურად და გონებრივად არ გადაიღალოთ. ეცადეთ, განმარტოვდეთ და დაისვენოთ.


ლომი
ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება პირადი და სამსახურებრივი პრობლემების შესახებ გაფრთხილებთ. ეცადეთ, ისეთ პრობლემას არ შეეჭიდოთ, რომლის მოგვარებაც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება.


ქალწული
მოულოდნელი უსიამოვნებები მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში პრობლემებს შეგიქმნით. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, ვიდრე სხვა დროს. თქვენი ცხოვრების მომდევნო ციკლი საშუალებას მოგცემთ, შექმნილი სიტუაცია ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასოთ.


სასწორი
არახელსაყრელი დღეა, რომელიც თქვენს ავტორიტეტსა და ფინანსურ კეთილდღეობას ემუქრება. მოსალოდნელია არახელსაყრელი გარიგება და სერიოზული ავადმყოფობა. მოთმინება და შრომისმოყვარეობა უფროსისა და გავლენიანი მფარველების კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.


მორიელი
ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა სახის საქმიან ოპერაციებში დიდი წარმატების მოპოვებისთვის. მოსალოდნელია ხელსაყრელი საქმიანი წინადადება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ. თქვენი მიზანსწრაფულობა და გონიერება პატივისცემას იმსახურებს. ჩანაფიქრის განხორციელება უნდა იჩქაროთ.


მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. მოთმინება და შრომისმოყვარეობა ამ დღის ნეგატიური ტენდენციების დაძლევაში დაგეხმარებათ, თუმცა უფროსისა და მფარველების დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ. გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილება მიზნის მიღწევაში ხელს შეგიშლით.


თხის რქა
ამ დღეს ჩვეულთან შედარებით, მეტი თავშეკავება გმართებთ. თქვენი ცხოვრების მომდევნო ეტაპი საშუალებას მოგცემთ, შექმნილი სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას. თავს კომფორტულად მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში იგრძნობთ.


მერწყული
ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. შექმნილი სიტუაცია სრულიად შეესაბამება თქვენს წარმოდგენებს. გილოცავთ, თქვენი შრომა აუცილებლად კარგ შედეგს მოიტანს. ხალისიან განწყობას პრობლემებიც კი ვერ გაგიფუჭებთ.


თევზები
საქმიან ადამიანებს შეიძლება სარფიანი წინადადებით მიმართონ, რომელზეც დროებითი სირთულეების გამო, უარი არ უნდა თქვან. გირჩევთ, გონიერება და პრინციპულობა გამოიჩინოთ. სავარაუდოდ, ზეიმის ორგანიზებაში დიდ წარმატებას მიაღწევთ. სავარაუდოდ, საბავშვო დღესასწაულს მოაწყობთ, რომელიც დიდებსაც ისევე გაახალისებთ, როგორც ბავშვებს. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?