16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 მაისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


დაძაბული დღეა. ნებისმიერი საქმე თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. პირად ცხოვრებაში ყველა ეჭვი და უნდობლობა დაივიწყეთ და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. გაითვალისწინეთ, რომ ვენერა მხოლოდ მამაცებს მფარველობს.


კურო


ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, კარიერისა და მოგზაურობისთვის. თამამად შეუდექით გეგმების განხორციელებას - ვარსკვლავები ყველა საქმეში დახმარებას გპირდებიან. ეცადეთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ, თორემ ფინანსური პრობლემები შეგექმნებათ. გირჩევთ, დასვენების დღეები წინასწარ დაგეგმოთ, რადგან თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეები იქნება.


ტყუპები


მაგიური დღეა. წარმატება მხოლოდ იმ ტყუპებს ელით, რომლებიც ასჯერ გაზომავენ და ერთხელ გაჭრიან. შესაძლოა, ვინმესთვის შთაბეჭდილების გაზიარებისა და პრობლემებზე საუბრის სურვილი გაგიჩნდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა, იმედგაცრუებით დასრულდეს. არახელსაყრელი დღეა სამსახურის შეცვლისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მოსალოდნელია უცნობ ადამიანებთან კონფლიქტი ან ხანძარი. საღამოს სტუმრების მოსვლას უნდა ელოდოთ.


კირჩხიბი


შესაძლოა, სტუმრად ნათესავები გეწვიონ, რაც ძალიან გაგახარებთ. თუ გსურთ, რომ უფროს ნათესავებთან კონფლიქტს თავი აარიდოთ, მაქსიმალური ტაქტი და მოთმინება გამოიჩინეთ.


ლომი


დაძაბული დღეა. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, რაც აზარტულ თამაშებში წაგებით, დაუგეგმავი ხარჯით ან ძვირფასი ნივთის დანაკარგით იქნება გამოწვეული. რომანტიკული პაემანი ქალებს იმედგაცრუებას მოუტანს. მამაკაცებს ელით უსიამოვნო შეხვედრა ან ინფორმაცია, რომელიც პირად ცხოვრებაში ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ნებისმიერი საქმე თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს.


ქალწული


დაძაბული დღეა, თუმცა მეტისმეტად ნუ გაირჯებით - რაც დღეს რთულად გეჩვენებათ, სინამდვილეში ძალიან ადვილია. მოიცილეთ ეჭვები და უნდობლობა და მიზნისკენ თავდაჯერებულად იარეთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, კამათს და გაუგებრობას თავი აარიდოთ.


სასწორი


რთული დღეა, რომელიც მსოფლმხედველობისა და ცხოვრებისეული პრინციპების გამოცდას მოგიწყობთ. შესაძლოა, საკუთარი პოზიციისა და ინტერესების დაცვა მოგიწიოთ. ეცადეთ, ვინმეს მავნე გავლენის ქვეშ არ მოქცეთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხასიათის გაუარესება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


მორიელი


ამ დღის მოვლენებმა შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს თქვენს ფსიქიკაზე, ნერვიულ სისტემაზე და გაგაღიზიანოთ. ეს, თავის მხრივ, შეიძლება არამოტივირებული კონფლიქტის მიზეზი გახდეს. სავარაუდოდ, ეს მოვლენებითა და ემოციებით  გადატვირთული კვირის შედეგია.


მშვილდოსანი


დაძაბული დღეა, რომელიც ცხოვრებისეული პრინციპებისა და მსოფლმხედველობის გამოცდას მოგიწყობთ. უსიამოვნო შეტყობინებამ ან პარტნიორზე არასწორმა წარმოდგენამ შესაძლოა, მუშაობის დროს შეცდომები და გაუგებრობა გამოიწვიოს. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი. პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება გელით.


თხის რქა


რთული და დაძაბული დღეა. სიტუაციის სწორად შეფასებას და საკუთარ სიმართლეში გარშემო მყოფთა დარწმუნებას თუ შეძლებთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ. ერიდეთ ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებას. თქვენი გამჭრიახობა და დიპლომატიური მოქმედებები წარმატების გარანტიაა.


მერწყული


ემოციური აღმაფრენის დღეა. იზრდება თქვენი სექსუალური ენერგია და პირადი მომხიბვლელობა. დღის მეორე ნახევარში უფროს ნათესავებთან მოსალოდნელია უსიამოვნებები. ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.


თევზები


სიურპრიზებით სავსე დღეა - როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო სიურპრიზებით. ერიდეთ კამათს, დებატებს და დისკუსიებს. წარმატება მხოლოდ იმ თევზებს ელით, რომლებიც შეძლებენ, საკუთარ თავში გააერთიანონ კარგი ინტუიცია და ადამიანის ფსიქოლოგიის კარგი ცოდნა. დღის მეორე ნახევარი ბავშვებთან აქტიურ დასვენებას მიუძღვენით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?