31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 მაისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
წარმატებული დღეა. ყველა საქმეს ადვილად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. ჯერჯერობით ფინანსური პრობლემები არ გელით. ხელსაყრელი დღეა, ფინანსური გარიგებებისა და ხელშეკრულებების დასადებად, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. ელოდეთ ჯილდოს, საჩუქარს ან მოგებას. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში პირადი ცხოვრების პრობლემა მოაგვაროთ.


კურო
ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ინტიმურ ცხოვრებაში არასტაბილურობა გელით: ან ეჭვებისგან გათავისუფლდებით და იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით ან დაღლილი და იმედგაცრუებული დარჩებით.


ტყუპები
ამ დღეს მამაკაცები საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში მოექცევიან, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, სასიყვარულო საქმეებისგან თავი შორს დაიჭიროთ. შესაძლოა, გეგმა, რომელსაც გულმოდგინედ ადგენდით, კრახით დასრულდეს. ქალებს კომერციულ საქმიანობაში წარმატება ელით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ნუ შეეწინააღმდეგებით შემოქმედებით აღმაფრენას. გამორიცხული არაა, რომ ახალი შემოსავლის წყარო აღმოაჩინოთ.


კირჩხიბი
ეს დღე ოჯახსა და ბავშვებს მიუძღვენით. ბოლოს და ბოლოს, ხვდებით რა გჭირდებათ სრული ბედნიერებისთვის და რა უნდა გააკეთოთ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. გამორიცხული არაა, რომ სწორედ ახლა დაიწყოს პერიოდი, რომელიც საკუთარი სასიცოცხლო ენერგიის სწორად გამოყენებას გასწავლით. კარგი იქნება, თუ საკუთარ შესაძლებლობებს ობიექტურად შეაფასებთ.


ლომი
ხელსაყრელი დღეა. ქალების სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ მათ მომხიბვლელობას ვერავინ უძლებს. ყველა საქმეს ადვილად უმკლავდებით და არც ფინანსური პრობლემები გაწუხებთ. მამაკაცებმა შესაძლოა, ფულადი პრემია ან საჩუქარი მიიღონ, არც მოგებაა გამორიცხული. შესაძლოა, სიყვარულსა და სამსახურებრივ მოვალეობას შორის არჩევანი სიყვარულის სასარგებლოდ გააკეთოთ, რაც პირადი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა საქმიან ქაღალდებთან მუშაობის, ხელშეკრულებებისა და გარიგებების დასადებად. გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ. ფრთხილად იყავით - არსებობს უცნობ ადამიანებთან კონფლიქტის საფრთხე. ერიდეთ ახალ ნაცნობობას. შესაძლოა, საღამოს პირადი ცხოვრების პრობლემის მოგვარება შეძლოთ. ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


სასწორი
კრიტიკული დღეა. შესაძლოა, თქვენს გზაზე სირთულეები შეიქმნას, მით უმეტეს, თუ სარისკო საქმეებით ხართ დაკავებული. მნიშვნელოვნად შემცირდება სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი. გირჩევთ, დაგროვილი გამოცდილება გაიაზროთ და სამომავლო გეგმები წარსულის შეცდომების გათვალისწინებით შეადგინოთ. შესაძლოა, თქვენს დასახმარებლად ერთგული მეგობარი ან პარტნიორი მოვიდეს, რომელიც რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.


მორიელი
ამ დღეს შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს აღმაფრენა ელით. წარმატება გელით - შესაძლოა, დიდი ხნის ოცნება აისრულოთ.


მშვილდოსანი
ვარსკვლავები ბედის უეცარი შემობრუნების შესახებ გაფრთხილებენ. პირადი ცხოვრება თქვენგან სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დაკავშირებული ოცნება აისრულოთ ან პირიქით, მასთან ურთიერთობა გაწყვიტოთ. ერიდეთ სარისკო კომერციულ პროექტებს - მოსალოდნელია ფინანსური ზარალი.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ფინანსური გარიგებებისა და საქმიანი ქაღალდების  გაფორმებისთვის. ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეები გელით. ნუ ცდილობთ, საკუთარი ვალდებულებები სხვებს გადააბაროთ. შესანიშნავი ინტუიცია დაგეხმარებათ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. თუ ამ დღეს ავად გახდებით, ავადმყოფობა ხანგრძლივი და მტანჯველი იქნება. თავს გაუფრთხილდით.


მერწყული
ეს დღე თვითგამოხატვისა და ავტორიტეტის ამაღლებისთვის ხელსაყრელია. მოსალოდნელია ახალი შემოსავლის წყაროების პოვნა. არასტანდარტული აზროვნება წარმატებაში დაგეხმარებათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.


თევზები
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები და მიდრეკილებები სწორად შეაფასოთ. მოულოდნელმა უსიამოვნებებმა შესაძლოა, ბავშვებთან ურთიერთობა გაართულოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს ემოციების გამოხატვისგან თავი შეიკავოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

დღის ჰოროსკოპი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ულვაშიანები უულვაშოდ

აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ სტალინი ან ლენინი მათთვის ასე დამახასიათებელი ულვაშების გარეშე... თუმცა იყო დრო, როცა ეს ცნობილი ულვაშიანებიც იპარსავდნენ ულვაშს და სულ სხვანაირად გამოიყურებოდნენ.
საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არაჟნის ტორტი - საუკეთესო დესერტი ბავშვებისთვის

და არამხოლოდ მათთვის... თანაც არც გამოცხობა სჭირდება...
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ოსკაროსანი ჯეფრი რაშის 6 საუკეთესო კოსტიუმირებული როლი

კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ავსტრალიელ მსახიობს 100-ზე მეტი როლი მაინც აქვს შესრულებული და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიცაა, მათ შორის „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ემისა“ და BAFTA-სი.
იცით თუ არა...

ჩერნობილი: სერიალი VS დოკუმენტური ქრონიკა

ტელეარხ HBO-ს მინი სერიალის „ჩერნობილის“ ავტორებმა მძიმე ამოცანა იტვირთე - დეტალურად ეჩვენებინათ ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე შემზარავი ტრაგედია და ზუსტად გადმოეცათ იმ ეპოქის ატმოსფერო. ვახოთ, რამდენად შეძლეს ეს. 
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?