3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 ივნისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
მეგობრები ან ნათესავები გესტუმრებიან და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. შესაძლოა, პოპულარობისა და ელიტურ წვეულებებზე გართობის სურვილი გაგიჩნდეთ. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილე გმართებთ, რადგან შეიძლება, რომელიღაც ახლობელთან კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას. ეს დღე ოჯახსა და შვილებს უნდა მიუძღვნათ ინტიმური ურთიერთობების სფეროში წარმატება და კმაყოფილება გელით.


კურო
სახლსა და სამსახურში ყველაფერი მშვიდად და სტაბილურად მიმდინარეობს. ეცადეთ, რეალობა ობიექტურად შეაფასოთ და საეჭვო პროექტებს არ გამოედევნოთ. გირჩევთ, საკუთარი პრინციპების დაცვაზე მეტად ფინანსურ შემოსავალზე იფიქროთ. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი საქმის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგოთ და იმედგაცრუებულმა ყველაფერზე უარი თქვათ. ეცადეთ, ახალ პროექტებში ახალი ადამიანები ჩართოთ.


ტყუპები
მძიმე, დაძაბული დღეა. თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდა. უცხო ადამიანების გავლენის, მცდარი იდეების ან არასწორი რჩევების გამო შესაძლოა, საგულდაგულოდ შედგენილი გეგმები ჩაგეშალოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სადღაც თქვენს სიახლოვეს ბევრი უსიამოვნება იმალება, ამიტომ ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებსა და დაუფიქრებელ სიტყვებს. ინტიმურ ურთიერთობებში არასტაბილურობა გელით: დაღლილობა და იმედგაცრუება ისევე მოსალოდნელია, როგორც სიხარული და კმაყოფილება.


კირჩხიბი
ამ დღეს გარშემომყოფებს ეჭვითა და უნდობლობით უყურებთ. გეჩვენებათ, რომ ყველა თქვენს ცხოვრებაში ჩარევასა და თქვენი თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს. ოჯახის ნებისმიერ წევრში მტერს ხედავთ, ამიტომ ყველაზე კარგი განმარტოება იქნება.


ლომი
ამ დღეს შესაძლოა, პოპულარობისა და ელიტურ წვეულებებზე გართობის სურვილი გაგიჩნდეთ. მეგობრების ან ნათესავების სტუმრობა ძალიან გაგახარებთ და საშუალებას მოგცემთ, დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და ფეხით სეირნობისთვის. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახსა და ბავშვებს მიუძღვნით. ინტიმური ურთიერთობების სფეროში კმაყოფილება და წარმატება გელით.


ქალწული
წინა დღეების კონფლიქტური ფონი თანდათან იკლებს. შეგიძლიათ, მშვიდად იზრუნოთ სამომავლო გეგმების შედგენაზე. ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრები საღამოსთვის დაგეგმოთ. საღამოს მეგობრებთან ან ნათესავებთან ერთად სასიამოვნოდ გაატარებთ.


სასწორი
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა შესაძლოა, მეუღლის ან საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო საჩუქარი მიიღონ. ისინი მეგობრებისა და ოჯახის წევრების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან.


მორიელი
რთული და დაძაბული დღეა. ემოციურ და გაუწონასწორებელ ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. თუ ამ დღეს სადმე გამგზავრება შემოგთავაზეს, უარი თქვით - გზაზე წარუმატებლობა და სახიფათო თავგადასავლები გელით.


მშვილდოსანი
მძიმე და სახიფათო დღეა. ემოციური არასტაბილურობა, მკვეთრი გამოთქმები და მოსალოდნელი ზარალის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება ნეგატიურად აისახება თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე და ახლობელ ადამიანთან სერიოზული კონფლიქტის მიზეზიც შეიძლება გახდეს. გაითვალისწინეთ, რომ უსიამოვნებები გელით, ამიტომ ერიდეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებას და დაუფიქრებელ სიტყვებს.


თხის რქა
ამ დღეს არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ნებისმიერი მოქმედება თქვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდება. პირად საქმეებშიც პრობლემები გელით: შესაძლოა, თქვენი ეჭვიანობის გამო, პარტნიორთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. გირჩევთ, ისეთ საქმეებს არ შეეჭიდოთ, რომლებსაც ვერ დაძლევთ. გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოს გლობალური პრობლემების მოგვარება არ ხელგეწიფებათ, ამიტომ მხოლოდ პირად და ახლობელი ადამიანების პრობლემებზე იფიქრეთ.


მერწყული
ამ დღეს თქვენი სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენცია იზრდება. ხელსაყრელი დროა სოციალური და შემოქმედებითი კონტაქტების დაგეგმვისთვის. ნაკლები უსმინეთ სხვების რჩევებს - გადაჭარბებული ნდობა ფინანსურ და მორალურ დანაკარგებამდე მიგიყვანთ. ახალი ნაცნობობა ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება და მყარი ოჯახის ან სამსახურებრივი წინსვლის საფუძველი შეიძლება გახდეს.


თევზები
ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები გაიზრდება. ყველაზე თამამი იდეების განხორციელებას და საკუთარი ინდივიდუალურობის გამოხატვას შეძლებთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში საყვარელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა გელით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?