7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 ივნისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
გამოცდის პერიოდი სრულდება და თქვენ ისევ იბრუნებთ ვარსკვლავების კეთილგანწყობას. ხელსაყრელი დღეა დასვენებისთვის, სულიერი გარდაქმნისთვის და ეჭვების დაძლევისთვის. მოსალოდნელია შეხვედრა და საინტერესო ნაცნობობა. შეგიძლიათ, რომ ახლობელ ადამიანს გული გადაუშალოთ და თქვენი შინაგანი სამყარო გამოავლინოთ.


კურო
დაძაბული დღეა. დიდი დატვირთვის მიუხედავად, თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს. შესაძლოა, კოლეგასთან ურთიერთობა გაგიფუჭდეთ. იქნებ, უბრალოდ, არასწორად გაგიგეს. კარგი იქნება, თუ საღამოს პირადი პრობლემების მოგვარებასა და სულიერ განვითარებას დაუთმობთ. გამორიცხული არ არის სასიამოვნო შეხვედრა.


ტყუპები
ეს დღე სწორ კვებას, ფიზიკურ დატვირთვასა და ინფორმაციის მიღებას უკავშირდება. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს. მოჭარბებული ენერგიის გამო შესაძლოა, ერთ-ერთ მეგობართან ურთიერთობა გაგიფუჭდეთ. შემოქმედებითი აღმაფრენის დღეა, რომელიც პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებით იქნება მდიდარი, თუმცა მნიშვნელოვანი საქმეები და მოულოდნელი ინფორმაცია სასიყვარულო გატაცებებს დაგავიწყებთ.


კირჩხიბი
მშვიდი დღეა, თუმცა წინა დღეების ნეგატიური მოვლენების გავლენა ახლავს. ეცადეთ, უსიამოვნებები მშვიდად მიიღოთ. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელით.


ლომი
გამოცდის პერიოდი მთავრდება. ხანგრძლივი მგზავრობა, მოგზაურობა ან ბუნებაში, საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენება ნერვიული დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ. გირჩევთ, მეტი იფიქროთ საკუთარი გატაცებებისა და რომანტიკული თავგადასავლების შესახებ. ექსტრავაგანტურობისკენ სწრაფვამ შესაძლოა, პატარა, მაგრამ უსიამოვნო სიურპრიზები მოგიტანოთ.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა, რომელიც სავსე იქნება პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებით. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ყოველდღიურად იმატებს. თუ ახალი საქმის დაწყებას გეგმავთ, საქმეს დროულად შეუდექით, თუმცა გახსოვდეთ, ყველაფერი ისე იოლი არ იქნება, როგორც ახლა გგონიათ. საყვარელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა დიდი ხნის მანძილზე დაგამახსოვრდებათ.


სასწორი
საშიში დღეა. მოსალოდნელია დეპრესია და ნერვიული აშლილობა. სავარაუდოდ, თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის მიმართ ინტერესს დაკარგავთ და იმედგაცრუება დაგეუფლებათ. ეცადეთ, საკუთარ გეგმებში ახალი ადამიანები ჩართოთ.


მორიელი
ეს დღე საკუთარი პრინციპების დაცვასა და მიზნის დასახვას უკავშირდება. სასურველია განმარტოება. შეგიძლიათ, მშვიდად დაგეგმოთ საკუთარი ქცევის ტაქტიკა. გამორიცხული არაა პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობის დაძაბვა. ოჯახის უფროს წევრებთან ურთიერთობებში პრობლემები გელით. გაითვალისწინეთ, რომ დღის მეორე ნახევარი გაცილებით სასიამოვნო იქნება.


მშვილდოსანი
მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობელი ადამიანების მიმართ. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც არაპროგნოზირებადი შედეგები ექნება. პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს გამძლეობასა და გონიერებაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა, რომელიც პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებით იქნება სავსე. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს, თუმცა წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად შეაფასებთ. ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელსაც ვერ მოერევით, თორემ საყოველთაო დაცინვა გელით.


მერწყული
ამ დღეს შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. გაითვალისწინეთ, რომ ხელსაყრელი დღეა საოჯახო ნივთებისა და საიუველირო ნაკეთობების შეძენისთვის. დღის მეორე ნახევარში სასურველია ეკლესიაში წასვლა, განმარტოება და კლასიკური ლიტერატურის კითხვა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


თევზები
ხელსაყრელი დღეა გეგმების განხორციელებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. შესაძლოა, დიდი ხნის ოცნება აისრულოთ. მეგობრები და თანამოაზრეები შეუფასებელ დახმარებას გაგიწევენ. ნუ აჩქარდებით, ეცადეთ სულიერი და ფიზიკური ძალების კონცენტრაცია მოახდინოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-მა პროექტ „არიქას“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომპანია adjarabet.com-მა მხიარული და აზარტული პროექტის, „არიქას“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლინა.
კულინარია

რატატუი ქათმის ფილეთი - უმარტივესი და უგემრიელესი

ეს ძალიან სასარგებლო და ნაკლებკალორიული კერძი მოსამზადებლადაც უადვილესია. თანაც ნატურალური პროდუქტისგან მომზადებული ბალიში ხორცს არა მარტო გასტრონომიულ სრულყოფილებას შესძენს, არამედ ესთეტიკურსაც.
დღის ჰოროსკოპი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

21 აგვისტოს 18:00 საათზე ლისის ტბაზე adjarabet.com-ის მხიარული პროექტის „არიქას“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ცენტრალური გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
კინო

ოდრი ტოტუს 7 საუკეთესო როლი გიფებში

ამ ფაიფურივით ნაზმა, ულამაზესმა და უნიჭიერესმა ფრანგმა მსახიობმა მთელი მსოფლიოს მონუსხვა შეძლო. მისი უსაზღვროდ მომხიბვლელი ღიმილისა და გამოხედვის წინაშე ყველა მამაკაცია უძლურია.
დღის ჰოროსკოპი

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა არის ის, რაც ქალს მამაკაცში ყველაზე მეტად მოსწონს

მამაკაცმა რომ ქალის გული დაიპყროს, აუცილებელი არაა, ლამაზი იყოს. ბევრად ფასეულია მისი ძალა, ხასიათი, კეთილშობილება, სიმტკიცე და ურყევი ნება. ამ თვისებების წინაშე ყველა ქალი უძლურია. 
დღის ჰოროსკოპი

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 იშვიათი ფოტო 90-იანების არქივიდან, რომლებიც საეჭვოა, ნანახი გქონდეთ

30 წლის განმავლობაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა: მსოფლიოს ინტერნეტი მართავს, მოდა სულ სხვანაირი გახდა და ვარსკვლავებიც სულ სხვანაირად გამოიყურებიან. ეს იშვიათი  ფოტოები თვალნათლივ დაგანახვებთ, როგორი სისწრაფით იცვლება ცხოვრება.
დღის ჰოროსკოპი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.