16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 ივნისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
არახელსაყრელი დღეა სამსახურის შეცვლისთვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, უფროსთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისთვის. დილიდან გაუგებრობებსა და პროვოკაციებს უნდა ელოდოთ. თუ პრინციპულად იმოქმედებთ, შესანიშნავ შედეგებსა და აღიარებას მიაღწევთ.


კურო
ამ დღეს თქვენი ავტორიტეტი საგრძნობლად გამყარდება. საშუალება მოგეცემათ, მიმდინარე პროცესები ობიექტურად შეაფასოთ, რადგან ადრე ამისი არც დრო გქონდათ და არც ძალა. შესაძლოა, საყოფაცხოვრებო და ფინანსური პრობლემების მოგვარება მოგიხდეთ. შესაძლოა, ფინანსების ნაწილი დაკარგოთ ან ის შემოსავალი ვერ მიიღოთ, რომელსაც ელოდით.


ტყუპები
არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, სწავლისთვის და ახალი საქმის დაწყებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები გააკონტროლოთ - შესაძლოა, პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ უსიამოვნებები მოგიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. შანსი თუ გაქვთ, ეცადეთ, ეს დღე ბუნებაში, სუფთა ჰაერზე გაატაროთ.


კირჩხიბი
მოსალოდნელი უსიამოვნებების მიუხედავად, მაინც შეძლებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისა და მატერიალური მდგომარეობის მოგვარებას. თქვენს გამძლეობაზეა დამოკიდებული ყველა საქმის წარმატება. თქვენი აზრი შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება.


ლომი
დილიდან უნდა ელოდოთ გაუგებრობას და უთანხმოებას გარშემომყოფ ადამიანებთან. შესაძლოა, თქვენი ინიციატივები უფროსობას არ მოეწონოს და პრობლემები შეგიქმნათ. იდეების ნაკლებობამ შეიძლება საკუთარი თავის რწმენა შეგირყიოთ. არახელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან კონტაქტისთვის, სამსახურის შეცვლისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.


ქალწული
არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, სწავლისა და პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. ნუ დანებდებით. დღის ბოლოს ვნებები ჩაცხრება. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა დახმარება გთხოვონ და მშვიდობისმყოფელის როლში გამოხვიდეთ.


სასწორი
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თქვენი შრომისმოყვარეობის წყალობით ყველა საქმეს ადვილად გაუმკლავდებით, განსაკუთრებით იმ საქმეებს, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. მოსალოდნელია სარფიანი წინადადება ან ფინანსური მოგება. გარშემომყოფებთან ურთიერთობას წარმატებით ახერხებთ. თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები შეუმჩნეველი არ დარჩება.


მორიელი
ამ დღეს ერთგვარი დაბნეულობა ახლავს. შესაძლოა, საყოფაცხოვრებო ან ფინანსურ პრობლემებს შეეჯახოთ, რაც დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. მომხდარის სწორად შეფასება გიჭირთ, რადგან ეს დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მათთან ურთიერთობა სიხარულსა და ბედნიერებას მოგანიჭებთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება, რაც ახალ პარტნიორებთან კონტაქტების დამყარების და კარიერული წინსვლის საშუალებას მოგცემთ. სავარაუდოდ, თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. შესაძლებლობა გექნებათ, განვლილი გზა შეაფასოთ და ახალი გეგმები დასახოთ.


თხის რქა
არახელსაყრელი დღეა ახალ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, სწავლის დაწყებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის. თუ სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ ან მანქანას მართავთ, გზაში განსაკუთებული სიფრთხილე გმართებთ. მოსალოდნელია ტრავმები და ავტოკატასტროფები. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და არ უღალატოთ საკუთარ პრინციპებს - ეს კარგად არ დასრულდება.


მერწყული
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. გამორიცხეთ მსხვილი შენაძენი ან კომერციული ოპერაციები, რომლებიც დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. ნუ გარისკავთ, ნუ ჩაერთვებით ავანტიურებში და ნუ ეცდებით მასისგან გამორჩევას. მოსალოდნელია პრობლემა, რომელიც კომპრომისულ გადაწყვეტილებას მოითხოვს. კონტაქტები მინიმუმამდე უნდა შეამციროთ და შემთხვევითი ნაცნობობა სრულად გამორიცხოთ.


თევზები
ხელსაყრელი დღეა ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავებისთვის, კულტურულ ღონისძიებებზე წასვლისთვის. თქვენი მდიდარი შინაგანი სამყარო შესაძლოა, არატრადიციული ურთიერთობებითა და შემოქმედებითი შეხვედრებით დაინტერესდეს. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ და საკუთარი მოქმედება კრიტიკულად შეაფასოთ.

დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ანტონის ცაპატაკისი: „ეს ჩემი თავისუფლებაა“

ნუ გადააჭარბებ სიჩქარეს - დღეს ეს მოწოდება და ამაში მოზარდების დარწმუნება ერთ-ერთი მთავარი მიზანია ანტონის ცაპატაკისისთვის, რომელიც ბერძენი პარალიმპიელი მოცურავე და მსოფლიო ჩემპიონია... 
იცით თუ არა...

სკოლაში ექსპერიმენტი ჩაატარეს - ხელების სისუფთავე პურის ნაჭრით შეამოწმეს!

შედეგი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ გადაწყვიტეს, ეს ამბავი სოციალური ქსელით გაეზიარებინათ. 
ამბები

აღიარება ჩუმი გმირობისთვის

მარინა გოგიჩაიშვილი ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომელია. ის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ყოველწლიური კონკურსის -  ჯილდო  მოხალისეობრივი საქმიანობისათვის - AWARD IN RECOGNITION OF COMMITMENT TO VOLUNTARY ACTIVITIES გამარჯვებული გახდა. მან ჯილდო ლეიკემიით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად  საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებისთვის მიიღო.
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ყველაზე ზარმაცებისთვის: ვისკი კაფსულებში (video)

ამ სიახლის ავტორია ალკოჰოლის შოტლანდიური ბრენდი The Glenlivet. 
მოძღვარი გვირჩევს

დღეს ქრისტიანის ცხოვრებაში პირველი საიდუმლო იღებს სათავეს

გილოცავთ ყველა ქრისტიანს - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, აღნიშნავს ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.