18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 ივნისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში მხიარული და ბედნიერი ხართ. შესანიშნავი დროა ქორწინებისთვის, შოპინგისთვის, მოგზაურობისა და დასვენებისთვის. დღის მეორე ნახევარში უმიზეზოდ მოიწყენთ და განმარტოვდებით.


კურო
ხელსაყრელი და უპრობლემო დღეა. მტერი ცდილობს, ხაფანგი დაგიგოთ, თუმცა, საბოლოოდ, მახეში თავად გაებმება. ჭეშმარიტების შეცნობისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის დღეა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც სამყაროს განსხვავებული რაკურსით დაგანახვებთ. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მისცემთ თუ არა ახალ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში შემოსვლის საშუალებას.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. ჭეშმარიტების შეცნობისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის დღეა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც დროთა განმავლობაში სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება. სასიამოვნო სიახლე ახალ ჰორიზონტებს გადაგიშლით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.


კირჩხიბი
ამ დღეს ერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, რადგან ახლობელთა მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ და ფინანსურ პრობლემებსაც შეიქმნით. შემოქმედებითი აღმავლობაც კი, რომელიც კვირის დასაწყისში იყო, თავის მოტყუებაა და სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ.


ლომი
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში მაღალი სასიცოცხლო პოტენციალი პროფესიულ საქმიანობაზე, მეგობრებთან ურთიერთობასა და მომავალ ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, მსხვილი შენაძენისთვის, მოგზაურობისა და დასვენებისთვის. დღის მეორე ნახევარში ერიდეთ დაპირებების გაცემას და გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადებას. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი ადამიანების მიმართ და ყველა ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონეთ. მზად იყავით თქვენთვის არასასურველი საკადრო ცვლილებებისთვის.


ქალწული
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, მსხვილი შენაძენისთვის და ქორწინებისთვის, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნებები და სტრესული სიტუაციები, რაც დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. თუ გსურთ, სიტუაცია მართოთ, ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, მშვიდად უნდა მიიღოთ.


სასწორი
თავგადასავალი და ბედის უეცარი შემობრუნება გელით. პროფესიულ საქმიანობაში დაშვებული შეცდომები დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ხელსაყრელი დღეა სასწორი მამაკაცებისთვის, რომლებიც საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან საინტერესო ურთიერთობას გააბამენ.


მორიელი
ხელსაყრელი დღეა მსხვილი შენაძენისთვის, კონტრაქტისა და გარიგებების დადებისთვის. ეს პერიოდი ხელსაყრელია განახლებისთვის, როცა საკუთარი ენერგიის კონცენტრირებას სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის გამოიყენებთ. შეგიძლიათ, სახლში რემონტი დაიწყოთ ან უძრავი ქონება შეიძინოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ.


მშვილდოსანი
სულიერი წონასწორობისა და შინაგანი თავისუფლების მოპოვების დღეა. წარმატებული იქნება საქმიან ქაღალდებთან მუშაობა და უფროსთან საქმიანი წინადადებით შესვლა. მაღალი სასიცოცხლო პოტენციალი საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა ან ცნობა, რომელიც სიტუაციას რადიკალურად შეცვლის.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. გამორიცხული არაა, რომ მთელი დღე ოჯახს ან პარტნიორს მიუძღვნათ. მოუწყვეთ საკუთარ თავსა და ახლობელ ადამიანებს პატარა დღესასწაული. ბავშვებთან ურთიერთობა სიხარულს მოგანიჭებთ.


მერწყული
ამ დღეს სახლის საქმეებით დაიღლებით და მოგეჩვენებათ, რომ ამ საქმეებს ბოლო არ უჩანს. შესაძლოა, ნერვიულობისგან პრობლემებზე არაადეკვატურად რეაგირებთ. თავს შეუძლოდ გრძნობთ, ამიტომ ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ.


თევზები
ხელსაყრელი დღეა საქმიანი ვიზიტებისთვის, შეხვედრებისთვის და ბიუჯეტის შევსებისთვის. შეგიძლიათ, დაიწყოთ ახალი საქმეები ან ახალი გეგმები შეადგინოთ. თქვენთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი აღმაფრენა შეიძლება საინტერესო საქმეებისთვის გამოიყენოთ, რაც სასურველ შედეგს მოგიტანთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?