26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 ივნისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


უკიდურესად ნეგატიური დღეა. პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ. შესაძლოა, თაის და სახსრების ტკივილმა შეგაწუხოთ ან ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდეთ. ახალ საქმეებში ან აზარტულ თამაშებში წარმატების იმედი ნუ გექნებათ. გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით, ამიტომ ეცადეთ ფული მომჭირნედ ხარჯოთ.


კურო


ნეგატიური დღეა. მოსალოდნელია ილუზიები, ტყუილი, ფინანსური დანაკარგი ან პროფესიულ საქმეებში წარუმატებლობა. ხაფანგს მხოლოდ კარგად გააზრებული მოქმედებით, სიფრთხილით და დაძაბული შრომით დააღწევთ თავს. საქმიანი ოპერაციები რთული არ იქნება, თუმცა სასურველ მოგებას ვერ მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ ცდუნებას გაუმკლავდეთ და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ. ერიდეთ მღვრიე წყალს და ბნელ ქუჩებს. სიზმარი წინასწარმეტყველური იქნება.


ტყუპები


ეს დღე ტყუილებს და ცილისამებას უკავშირდება. მერკურის რეგრესული მოძრაობა ფინანსური დანაკარგის ან პროფესიულ საქმიანობაში წარუმატებლობას მოგიტანთ. შესაძლოა, არაკეთილმოსურნეებმა შენიღბული ხაფანგები დაგიგონ. ცდუნებების აყოლა იმედგაცრუებას და ოჯახურ პრობლემებს მოგიტანთ. გირჩევთ ამ დღეს მეგობრებთან შეხვედრებს და კამათს ერიდოთ.


კირჩხიბი


ეს დღე ხანგრძლივ და დაძაბულ შრომას უკავშირდება. სხვადასხვა სახის საქმიან ოპერაციებში წარმატება გელით. შესაძლოა, მომგებიანი საქმიანი წინადადება მიიღოთ და უარი არ უნდა თქვათ. დროებითი სირთულეების გამო სამუშაო ადგილის შეცვლა არ ღირს. მალე ყველაფერი კარგად იქნება. თქვენი კეთილგონიერება და მონდომება ყველას, მტრებსაც კი გააოცებს.


ლომი


ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი უჩვეულოდ დაბალია, ამიტომ მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ამ დღეს მივლინებაში წასვლა შემოგთავაზეს, აუცილებლად უარი თქვით - შესაძლოა, ავარიაში მოყვეთ ან დიდი ფინანსური ზარალი მიიღოთ. საზოგადოებრივი ინტერესებისთვის შესაძლოა, მსხვერპლის გარება მოგიწიოთ.


ქალწული


უკიდურესად ნეგატიური დღეა, რომელიც ტყუილს, ცილისწამებას და თვალთვალს უკავშირდება. ახალი საქმის დაწყებისგან თავის შეკავებას გირჩევთ, რადგან გამუდმებით გექნებათ განცდა, რომ თქვენი ძალისხმევა უშედეგოა. გირჩევთ, მოვლენები არ დააჩქაროთ და შეიძლება პრობლემების ნაწილი თავისით მოგვარდეს. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან უახლოეს ხანში გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა. გაძლიერებულია თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, ინტუიცია და შემოქმედებითი უნარები. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეებისთვის, შვებულების დაგეგმვისა და საქმიანი მივლინებებისთვის. შესაძლოა, ისეთი პრობლემების გადაჭრა შეძლოთ, რომლებიც ადრე გადაუჭრელი გეგონათ.


მორიელი


სახიფათო დღეა, რომელიც ტრამვებს, ავარიებს და ავადმყოფობას უკავშირდება. საფრთხისგან მხოლოდ სწრაფი რეაქცია, გამჭრიახობა და სიფრთხილე გიხსნით. ეცადეთ სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცეთ - ძლიერი და საშიში მეტოქე თქვენს დამორჩილებას ცდილობს. შესაძლოა, მზაკვრული გეგმა შეიმუშავოთ, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, თორემ საპირისპირო შედეგს მიიღებთ.


მშვილდოსანი


უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელიც ტყუილს, ცილისწამებას და ილუზიებს უკავშირდება. საკუთარი სისუსტეებისა და ცდუნებების აყოლა ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემებს შეგიქმნით, ამიტომ ეცადეთ შედეგებზე იფიქროთ. ნუ დაგეგმავთ მეგობრებთან შეხვედრებს და ნურავისთან იკამატებთ. ობობა სიზმარში ახლობელის ავადმყოფობას მოასწავებს.


თხის რქა


შესაძლოა, ამ დღეს მოვლენები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით განვითარდეს. სამწუხაროდ, თქვენ ვერაფერს შეცვლით. მოვლენების განვითარებაში თუ არ ჩაერევით, შეიძლება ყველა უსიამოვნება თავისით გაქრეს.


მერწყული


ეცადეთ ყველა დაწყებული საქმე და ძველი კონფლიქტი დაასრულოთ, განსაკუთრებით თუ ეს ნათესავებთან ქონებრივ დავას ეხება. შესაძლოა, უხეშობას და აგრესიას შეეჯახოთ. უმნიშვნელო კამათი შეიძლება დიდ სკანდალადიქცეს. გამორიცხული არაა ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა.


თევზები


ყოველმხრივ სასიამოვნო და ხელსაყრელი დღეა. თქვენს უახლოეს გარემოცვაში ან ფინანსურ სფეროში შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. გვერდით მყოფ ადამიანს შეუძლია აუხსნელი შფოთვისა და ნერვიულობისგან გაგათავისუფლოთ. მის რჩევენს თუ გაითვალისწინებთ, საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ. კვირის ბოლოს შვებულებაზე და დასვენებაზე უნდა იფიქროთ

ამბები

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიცდადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.
კინო

8 შოკისმომგვრელი დოკუმენტური ფილმი

ზოგიერთი მათგანის ჩვენება აკრძალულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ფილმები ცხოვრებაზე წარმოდგენას შეგიცვლით და სულ სხვანაირად დაგაწყებინებთ ფიქრს.
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა.
ამბები

დააზღვიეთ მოგება 100%-ით adjarabet.com-ზე

Express დაზღვევა პრემიერ ლიგასთან ერთად დაბრუნდა ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ბილეთი.
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?