15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 ივლისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. ძლიერდება თქვენი ენერგიულობა, სექსუალობა და ინტუიცია. სავარაუდოდ, ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით გაართმევთ თავს და ყველაზე დახლართული სიტუაციიდანაც გამარჯვებული გამოხვალთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღის მეორე ნახევარი იქნება. საქმიანი და პირადი შეხვედრები გელით. სასურველია მოგზაურობა, ფიზიკური დატვირთვა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები და მსხვილი შენაძენი. ვარსკვლავები შემოქმედებით საქმიანობას მფარველობენ.


კურო
წინააღმდეგობრივი დღეა. მოემზადეთ ძველ სიყვარულთან შეხვედრისთვის. შესაძლოა, რაღაც მიზეზების გამო შეწყვეტილი ურთიერთობა განაახლოთ, კონტაქტების წრე გააფართოოთ და ძველი პრობლემები მოაგვაროთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ უსიამოვნებებში არ გაეხვეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და სპორტით დაკავდით.


ტყუპები
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს: ცრუ დაპირებები და ცარიელი იმედები. ნებისმიერი კომერციული აქტიურობა ფინანსური ზარალით დასრულდება. რისკი და საქმის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება მიზნისკენ სვლას გაგირთულებთ. ადამიანების ფართო წრესთან ურთიერთობას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. მოთმინებით აღიჭურვეთ და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.


კირჩხიბი
გირჩევთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ და არაფერი დაგეგმოთ, რადგან გეგმებს ასრულება არ უწერია. ეცადეთ, იმით დაკმაყოფილდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ. მშვენიერ ხასიათზე ხართ, თუმცა გრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ. ამ მიზეზით საღამოს სახლის გარეთ გაატარებთ.


ლომი
ამ დღეს პირადი ხასიათის და მეგობრული შეხვედრები გელით. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. ვარსკვლავები შემოქმედებითი პროფესიის ლომებს მფარველობენ. მათი სასიცოცხლო პოტენციალი მაღლდება, იზრდება ენერგიულობა, სექსუალურობა და ინტუიცია.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. საქმიანი და პირადი ხასიათის შეხვედრები გელით. მოუწყვეთ საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს პატარა ზეიმი, მაგრამ ეცადეთ, ზომიერად მიირთვათ. ბავშვებთან ურთიერთობა სიხარულით აგავსებთ.


სასწორი
ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა. თავი შეიკავეთ რისკთან დაკავშირებული ოპერაციებისგან. სასწორ ქალებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ: სასიცოცხლო პოტენციალის კლება მთელ რიგ დაავადებებს გამოიწვევს. მთლიანად გამორიცხეთ ნეგატიური ემოციები და ფიზიკური დატვირთვა. ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმან უსიამოვნებებს - მალე ყველაფერი მოგვარდება.


მორიელი
აქტიური და შემოქმედებითი დღეა. თქვენმა მდიდარმა შინაგანმა სამყარომ შეიძლება თქვენგან არატრადიციული გარემოცვა მოგთხოვოთ. საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება, პიროვნული მომხიბვლელობა და გარშემომყოფთა მიმართ კეთილგანწყობა სასურველ შედეგს მოგიტანთ.


მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, სწავლისა და ახალი საქმის დაწყებისთვის. ერიდეთ დაპირებების მიცემას, უსარგებლო საუბრებს და დოკუმენტებთან მუშაობას. გახსოვდეთ, რომ გამოცდას, რომელსაც ბედი გიმზადებთ, ახლობელი და სანდო ადამიანის გვერდით ადვილად დაძლევთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ შესაძლებელია, ეს დღე ბუნებაში გაატარეთ.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის, ქორწინებისთვის, გარიგებისთვის. საქმის რაციონალურად დაგეგმვის უნარი ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან. გამჭრიახი გონება და შესანიშნავად განვითარებული ინტუიცია მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.


მერწყული
დაძაბულობა პროფესიულ საქმიანობაში და მძიმე ფინანსური მდგომარეობა თქვენგან ძალის განსაკუთრებულ კონცენტრაციას მოითხოვს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. სასურველია, თვის განმავლობაში პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩაიტაროთ, რადგან ქრონიკული დაავადებების გამწვავება გელით.


თევზები
წინააღმდეგობრივი დღეა. თავს ოპტიმისტურად გრძნობთ. განმარტოების სურვილი პირად ცხოვრებაში პრობლემებს შეგიქმნით. დღის მეორე ნახევარში სასიყვარულო თუ პარტნიორულ ურთიერთობებში პრობლემები გელით. ამ დღის მთავარი ამოცანაა, გარშემომყოფებთან  ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროთ. 

დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?