29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 ივლისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ჰარმონიული დღეა, რომელიც აქტიური დასვენებისა და შემოქმედებისთვის ფართო ასპარეზს შემოგთავაზებთ. უჩვეულოდ გაწონასწორებული ხართ და ტრადიციებსა და საზოგადოდ მიღებულ ნორმებს არ ღალატობთ. შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს თამამად შეეჭიდოთ, რადგან ყველგან და ყველაფერში წარმატება გელით. ხელსაყრელი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.

კურო
ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღება მიაქციოთ. გამორიცხული არაა, რომ ავად გახდეთ. მთლიანად გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა და სარისკო მოქმედებები. შესაძლოა, ძველ მეგობრებსა და ნაცნობებს შეხვდეთ და გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ. თვალი ადევნეთ მინიშნებებს.

ტყუპები
ყველაზე კარგი იქნება, თუ ამ დღეს პირად საქმეებსა და ჯანმრთელობაზე იზრუნებთ. სახლში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი: რემონტი, ავეჯის შეძენა ან მეზობლებთან დაძაბული ურთიერთობები. მარტოხელა ტყუპებს რომანტიკული თავგადასავალი ელით - საინტერესო, მაგრამ ხანმოკლე ურთიერთობები.

კირჩხიბი
ამ დღის მიზანია მატერიალური კეთილდღეობისთვის დაძაბული და გულმოდგინე შრომა. ნუ მოდუნდებით და მეორეხარისხოვან საკითხებზე დროს ნუ დაკარგავთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს დაკარგულს რთულად აღიდგენთ. საოცრად მოგინდებათ ძველ მეგობრებთან შეხვედრა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა.

ლომი
თქვენი ემოციურობა, ხასიათის მკვეთრი ცვლილება, და შინაგანი ფორიაქი შესაძლოა, პარტნიორთა ურთიერთობაზე ცუდად აისახოს. ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ - გულახდილი საუბარი და ურთიერთნდობა მშვიდობასა და თანხმობას აღადგენს. ამ დღეს ქალებმა შეიძლება ფინანსური კეთილდღეობის საფუძველი შექმნან. ეცადეთ, საკუთარი გეგმების შესახებ უცხო ადამიანებს არ უამბოთ, თორემ გეგმების განხორციელება არ გამოგივათ.

ქალწული
მშვიდი და გაწონასწორებული დღეა, რომელიც სიყვარულსა და ურთიერთგაგებაში ჩაივლის. სწორედ ამ დღეს შეძლებთ ფინანსური კეთილდღეობის საფუძვლის ჩაყრას, თუმცა საღამოს მოსალოდნელია ურთიერთობებში პრობლემები.

სასწორი
დაძაბული დღეა. მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც კომპრომისულ გადაწყვეტილებას მოითხოვს. შეამცირეთ კონტაქტები მინიმუმამდე და მთლიანად გამორიცხეთ შემთხვევითი ნაცნობობა. ეცადეთ, სიბრძნე და ტაქტი გამოიჩინოთ, რომ კონფლიქტი მალე მოგვარდეს. თავი შეიკავეთ შოპინგისგან, რადგან ამ დღეს შეძენილით, კმაყოფილი არ დარჩებით და წყალში გადაყრილ ფულზე დიდხანს ინანებთ.

მორიელი
ეს დღე ძლიერ განცდებსა და ნერვიულობას მოგიტანთ. გამორიცხული არ არის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ახალ ნაცნობობასთან და ძველი კავშირების გაწყვეტასთან იქნება დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გეხმარებოდნენ.

მშვილდოსანი
უმჯობესია პირადი საქმეებითა და ჯანმრთელობის გაკაჟებით დაკავდეთ. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ახლა გადაჭრათ შექმნილი სასიყვარულო პრობლემები. მარტოხელა მშვილდოსნებს მრავლისმომცემი შეხვედრები და საინტერესო, მაგრამ ხანმოკლე ურთიერთობები ელით. გარემოებათა ხელსაყრელი განვითარება და მოქმედების ტაქტიკის ცვლილება ყველა სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ.

თხის რქა
ამ დღეს ძლიერდება წინასწარმეტყველების უნარი და ინტუიცია. გრძნობების გამოხატვაში წინდახედულება გმართებთ. ეს საშუალებას მოგცემთ, კარგად შეათვალიეროთ თქვენი ინტერესის საგანი. სიზმარში ნემსებისა და შუშის ნატეხების ნახვა იმედგაცრუებას მოასწავებს.

მერწყული
აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომელიც სიყვარულსა და პატიებას ასახიერებს. სავარაუდოდ, საქმიანი და პირადი შეხვედრები და მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება გელით. გირჩევთ, დავიწყებული მეგობრები და ნათესავები მოინახულოთ, რომლებიც თქვენს ყურადღებას საჭიროებენ. ხელსაყრელია შემოქმედებითი მუშაობა და ბავშვებთან ერთად სეირნობა.

თევზები
ეს დღე იმედგაცრუებას განასახიერებს. გირჩევთ, გრძნობების გამოვლენისას მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. ხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ შექმნილი პრობლემების მოგვარებას და სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შეცვლას. მოსალოდნელია ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ, მათ საჭიროებებზე ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?