22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 აგვისტო 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, ამიტომ მოსალოდნელია კონფლიქტი პარტნიორებთან. ამ დღეს ბედის მფარველობის იმედი არ უნდა გქონდეთ. გირჩევთ, აქტიური ქმედებებისთვის უფრო შესაფერის დროს დაელოდოთ.


კურო
პასიური დღეა, რომელსაც წინააღმდეგობრივი ტენდენციები ახლავს. შესაძლოა, მამაკაცებს ხელსაყრელი წინადადება შესთავაზონ, თუმცა შედეგი სწრაფი არ იქნება. ქალები საკუთარ თავში შიშსა და ეჭვებს დაძლევენ. ამ დღის მოვლენები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენს წარმოდგენაზე საკუთარ თავზე. გირჩევთ, ყველა უსარგებლო კონტაქტი გაწყვიტოთ.


ტყუპები
მძიმე და საშიში დღეა. დილიდან წარუმატებლობა გდევთ. მამაკაცებმა შესაძლოა, მაცდური წინადადება მიიღონ, თუმცა მაშინვე ნუ დასთანხმდებით: საეჭვოა, აქედან სასურველი შედეგი მიიღოთ.


კირჩხიბი
რთული დღეა. შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვებისა და შიშების დამარცხება შეძლოთ. ამ დღის მოვლენებმა შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს თქვენს მომავალზე და საკუთარ თავზე წარმოდგენა შეგიცვალოთ. ეცადეთ, მხოლოდ სანდო ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა და ყველა საეჭვო კონტაქტი გაწყვიტოთ.


ლომი
ამ დღეს წინააღმდეგობრივი ტენდენცია ახლავს. პლანეტების მფარველობის იმედი არ უნდა გქონდეთ. მოსალოდნელია კონფლიქტი პარტნიორებთან. არახელსაყრელი გარემოა ბიზნეს და კომერციული საქმიანობისთვის. გამორიცხული არ არის უთანხმოება ხელმძღვანელობასთან ან გავლენიან ადამიანებთან, რომლებიც თქვენს დახმარებას აპირებენ. ახალი ნაცნობი თქვენს მომავალ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.


ქალწული
ბიზნესმენებს ვურჩევთ, ინვესტიციების ჩადება არ იჩქარონ და უკეთეს პირობებს დაელოდონ. სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებს კარიერული წინსვლის საშუალება მიეცემათ. დღის მეორე ნახევარში მამაკაცებმა საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. მშვიდად დასვენება, წიგნის კითხვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვარჯიში თქვენს ორგანიზმს სიცოცხლით და ენერგიით აავსებს.


სასწორი
საშიში დღეა, რომელსაც ილუზიები, ცრუ დაპირებები და ტყუილები ახლავს, ამიტომ გირჩევთ, ახალი საქმე არ დაიწყოთ და უკეთეს დროს დაელოდოთ. მზად იყავით ყველაზე უარესისთვის. მოსალოდნელია ცუდი შეტყობინება და განცდები. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს - არსებობს კვებითი ინტოქსიკაციის რისკი.


მორიელი
წინააღმდეგობების დაძლევის დღეა. წინდახედულება და სიფრთხილე დაგეხმარებათ, ახალი უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. ამ დღის მოვლენები სერიოზულად შეგიცვლით წარმოდგენას საკუთარ თავზე.


მშვილდოსანი
მძიმე და საშიში დღეა. ეცადეთ, პრობლემებს მშვიდად გაუმკლავდეთ. გადაწყვეტილების მიღებისას კარგად აწონ-დაწონეთ ყველა შესაძლო უარყოფითი შედეგი. კარგი იქნება, თუ გაწყვეტთ კავშირს ადამიანებთან, რომლებსაც არ ენდობით და გარშემო მხოლოდ საიმედო ადამიანებს დაიტოვებთ.


თხის რქა
მერკურის მფარველობა პროფესიული საქმიანობის სფეროში წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და გადაწყვეტილების მიღებამდე თითოეული საკითხი საფუძვლიანად შეისწავლოთ. ყველა თქვენს წამოწყებას პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება ახლავს, რაც საბოლოო შედეგის სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ. მეგობრის რჩევა ან დახმარება თქვენს მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.


მერწყული
ეს დღე ილუზიებს, ცრუ დაპირებებსა და ტყუილებს განასახიერებს, ამიტომ ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავეთ და უკეთეს დროს დაელოდეთ. შესაძლოა, უსიამოვნო შეტყობინება მიიღოთ. მზად იყავით ყველაზე ცუდისთვის.


თევზები
კრიტიკული დღეა. შესაძლოა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა ჩიხში მოგაქციოთ და იძულებული გაგხადოთ, დრომოჭმულ კანონებსა და ტრადიციებს დაემორჩილოთ. გირჩევთ, სინდისთან კომპრომისზე არ წახვიდეთ. ამ დღის სირთულეებს მხოლოდ თქვენი კეთილსინდისიერების წყალობით გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარი ოჯახური პრობლემების მოგვარებას და დასვენებას დაუთმეთ.

დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?