7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 სექტემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა, რომელიც სულიერ განახლებას, ინფორმაციის მიღებას და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების გადაფასებას უკავშირდება. მარტოხელა ქალები პარტნიორების შერჩევის დროს ყურადღებით უნდა იყვნენ - შესაძლოა, ცხოვრების მეგზურს შეხვდეთ. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ დღეს მოხდეს რაღაც, რაც თქვენს მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მამაკაცებს ჩანაფიქრის განხორციელებისა და ნიჭის გამოვლენის საშუალება ექნებათ.


კურო
მერკურის რეგრესულმა მოძრაობამ შეიძლება ფინანსური დანაკარგები მოგიტანოთ. ძვირად ღირებული შენაძენი ან ბინის რემონტი დაუგეგმავ ხარჯებს გამოიწვევს. საოჯახო საქმეები დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან უთანხმოება. ვარსკვლავები გირჩევენ, მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ. ეცადეთ, საქმე სკანდალამდე არ მიიყვანოთ.


ტყუპები
დღის პირველ ნახევარში თქვენი დაბნეულობა ნეგატიურ ტენდენციებს გააძლიერებს. საკუთარი სისუსტეების აყოლა ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. ეცადეთ, ნაკლებად ამბიციური იყოთ, უკიდურეს შემთხვევაში, თქვენ მიმართ კეთილად განწყობილ ადამიანებთან არ გამოავლინოთ.


კირჩხიბი
ეს დღე ოჯახურ საქმეებსა და სამომავლო გეგმებს უნდა მიუძღვნათ. ასჯერ გაზომეთ, სანამ ერთხელ გაჭრას გადაწყვეტთ. თქვენი ტაქტი და თავშეკავებულობა სათანადოდ დაფასდება. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვების აღზრდას, მათ გატაცებებსა და თანატოლებთან ურთიერთობას.


ლომი
ხელსაყრელი დღეა. ქალებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ პარტნიორის არჩევის დროს - შესაძლოა, ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ. სავარაუდოდ, მოხდეს რაღაც, რაც თქვენს მსოფლმხედველობასა და ცხოვრებისეულ პრინციპებზე იმოქმედებს.


ქალწული
დაძაბული დღეა, რომელიც საქმის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. მერკურის ხელსაყრელი პოზიცია საშუალებას მოგცემთ, კომერციული იდეები განახორციელოთ. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და დასახული მიზნისკენ თამამად იაროთ. გაითვალისწინეთ, რომ ნაჩქარევმა და დაუფიქრებელმა საქციელმა შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს. გახსოვდეთ, თქვენს პრაგმატულობასა და მოქნილ მოქმედებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა დასვენებისთვის. ყველა საქმე გადადეთ და მძიმე ფიზიკურ შრომას ერიდეთ. ავადმყოფობამ ან შემთხვევითმა ტრავმამ შეიძლება გეგმის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია უსიამოვნო ამბები.


მორიელი
ცვლილებების დღეა. ინფორმაციას მიიღებთ, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ელით. შესაძლოა, სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოგიწიოთ. ქალებმა შესაძლოა, პარტნიორი შეიცვალონ, თუმცა ამის გაკეთება რთული იქნება. სირთულეების გადალახვის შემდეგ საშუალება გექნებათ, ფიქრები და გრძნობები დაალაგოთ და სიტუაცია რეალურად შეაფასოთ. ამ დღეს პაემნებისა და შეხვედრების დანიშვნას უნდა ერიდოთ და სტუმრების მოპატიჟებისგან თავი შეიკავოთ.


მშვილდოსანი
მონანიებისა და სულიერი განწმენდის დღეა. ხელსაყრელია მოგზაურობა, ფიზიკური დატვირთვა და შემოქმედებითი საქმიანობა. კარგი დღეა ხალხური მედიცინით მკურნალობისთვის.


თხის რქა
დაძაბული დღეა, რომელიც საქმის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. პრიორიტეტები განსაზღვრეთ და თამამად შეუდექით გეგმის განხორციელებას. ეცადეთ, ზედმეტი ამბიციები არ გამოავლინოთ, მაგრამ ნურც თვითგვემას მიეცემით. თქვენს მოქნილობასა და პრაგმატულობაზეა დამოკიდებული საქმის საბოლოო შედეგი.


მერწყული
ცდუნებებისა და პროვოკაციების დღეა. მეტი წინდახედულება გმართებთ, ეცადეთ, აკონტროლოთ ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში. ზოგადი დაძაბულობა ნეგატიურ მოვლენებს გამოიწვევს.


თევზები
დღის პირველი ნახევარი ინტუიციურ მუშაობას განასახიერებს. იზრდება იღბლიანობა და ჩანაფიქრის განხორციელების უნარი. იზრდება ორგანიზმის დაცვის უნარი. ეს დღე ყველაზე შესაფერისია ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ხელიდან ნუ გაუშვებთ ბედნიერ შანსს.

დღის ჰოროსკოპი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
თემატური ჰოროსკოპი

გაიგეთ ქალის სუსტი წერტილი მისი ზოდიაქოს ნიშნით

ნებისმიერ ქალს აქვს სუტი წერტილი, რომელსაც არ უნდა შეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს, სკანდალებს და ცრემლების ნიაღვარს ვერ აცდებით...
კულინარია

თევზის ლაბა - მათთვის, ვინც მარხულობს!

საშობაო მარხვაში 1-2 იანვარს თევზით ხსნილია და შეგიძლიათ, თქვენი საახალწლო სუფრა ამ უგემრიელესი თევზის ლაბათი გაამდიდროთ.
დღის ჰოროსკოპი

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

საახალწლო სუფრა საბჭოთა კავშირში - 7 მთავარი კერძი!

„ბედის ირონია“, „ცისფერი ეკრანი“ და საახალწლო მაგიდა, რომელიც წარმოუდგენელი იყო ამ კერძების გარეშე და რომლებიც, 60-70-იანების თაობას, უბრალოდ, ბავშვობას გვახსენებს...
საკნატუნო ამბები

მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მოდელები

ამ რეიტინგში 1-2 ადგილებს ადრიანა ლიმა და ჟიზელ ბუნდჰენი იკავებენ. და მათ გარდა, ამ ჩამონათვალში კიდევ შვიდი ბრაზილიელი მოდელია. 
დღის ჰოროსკოპი

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?