14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ამ დღეს ნებისმიერ საქმეში განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. ერიდეთ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაძლოა, მეგობრების ან საქმიანი პარტნიორების მხრიდან მაცდური წინადადება მიიღოთ, თუმცა ნუ იჩქარებთ სამსახურის ან მოღვაწეობის სფეროს შეცვლას. სავარაუდოდ, სასიხარულო ცნობა თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.


კურო


ამ დღეს უამრავი სირთულე ახლავს. შესაძლოა, ახლობელი ადამიანისგან მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. ეს დღე ხელსაყრელია სპორტისა და ფიზიკური ვარჯიშისთვის.


ტყუპები


ამ დღეს პარტნიორებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. თქვენი მონდომება აუცილებლად შედეგს გამოიღებს. შეცდომები კი ძვირად დაგიჯდებათ. შესაძლოა, რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს და მთლიანად შეცვლის თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას.


კირჩხიბი


შესაძლოა, ცდუნებას აჰყვეთ და გრძნობათა მორევში გადაეშვათ. მოსალოდნელია ნერვიული აშლილობა და გაუმართლებელი ფინანსური ხარჯი. ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ და ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას.


ლომი


ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადრება გმართებთ. ეცადეთ ამბიციები დაიცხროთ და კოლექტიურ ღონისძიებებში ლიდერობაზე უარი თქვათ. არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს და სპირტიან სასმელებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდად გაატარეთ.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისა და მოღვაწეობის სფეროს შეცვლისთვის. ერთგული მეგობრებისა და საქმიანი პარტნიორების დახმარებით შესაძლოა, მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ მაშინვე ნუ დათანხმდებით და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. წარმატების მიღწევა არც ისე ადვილი იქნება, როგორც ახლა გეჩვენებათ.


სასწორი


ფინანსური პროექტის განხორციელება ისე არ მოხდება, როგორც თქვენ ვარაუდობდით. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან დაშორება.ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ადამიანების მიმართ მეტი ტაქტი და თანაგრძნობა გამოიჩინოთ.


მორიელი


მშვიდი სამუშაო დღეა. სწორად გათვლილი და გეგმაზომიერი მუშაობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. გირჩევთ ეს სიტუაცია დაწყებული საქმის მშვიდად დასრულებისთვის გამოიყენოთ. ხელსაყრელი პერიოდია ქორწინებისთვის, ოჯახის დაგეგმვისა და ბავშვის ჩასახვისთვის. ეცადეთ, ნებისმიერ პრობლემას გონივრულადმიუდგეთ და ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ.


მშვილდოსანი


ამ დღეს პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულეები ახლავს. შესაძლოა, რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც ახლობელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაზე იმოქმედებს და მთლიანად შეცვლის თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას.


თხის რქა


მაცდური და საინტერესო წინადადება გელით, რომელიც შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებაში და საქმიანობის სფეროს შეცვლაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ყველაფერი კარგად გაიაზროთ. წარმატების მიღწევა არც ისე ადვილი იქნება, როგორც ახლა გეჩვენებათ.


მერწყული


ეს დღე მშენებლობას, განახლებას და დაგროვებას განასახიერებს. ხელსაყრელი პერიოდია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, რემონტის და ინტერიერის შეცვლისთვის. კარგი იქნება თუ სახლის ან ოფისის მოწესრიგებისთვის დროს გამონახავთ. ეცადეთ ფინანსები ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან სავარაუდოდ, გასავალი შემოსავალზე დიდი იქნება.


თევზები


ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. მოსალოდნელია ფინანსური ხარჯი, რაც ბავშვების სწავლას ან უფროსი ნათესავების ჯანმრთელობას უკავშირდება. შეყვარებულებს ან მეუღლეებს შესაძლოა, ფინანსებთან დაკავშირებით ერთმანეთში უთანხმოება შეექმნათ. გამორიცხული არაა, ერთმანეთს ველი წყენა გაუხსენოთ.

დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი, რომლებიც სულს აგიფორიაქებთ

თუ ცოტა ხნით ბლოკბასტერებს მოსწყდებით და სერიოზული ფილმის საყურებლად განეწყობით, ეს ფილმები ღრმა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ხრაშუნა კარტოფილის ჩხირები ლორით

ალბათ მიხვდით, რომ ეს არ არის კარტოფილი ფრი, თუმცა გარწმუნებთ, ფრიზე მეტად შეიყვარებთ!
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.




×

საბანერო პოზიცია
300x150