16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ეს დღე სულიერ წონასწორობას და სასიამოვნო ურთიერთობებს გპირდებათ. მონდომება, შრომისუნარიანობა და საქმის მიმართა არასტანდარტული დამოკიდებულება საგრძნობ შედეგებს მოგიტანთ. პარტნიორების მხარდაჭერა ყველა პროექტის წარმატებას უზრუნველყოფს. შეხვედრა ან შეტყობინება პირად ცხოვრებაში მცირე, მაგრამ პერსპექტიულ ცვლილებებს გამოიწვევს.


კურო


გირჩევთ ყველა საქმე გადადოთ, რადგან დასვენებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, ძველმა პრობლემებმა, რომლებსაც ამ დრომდე ყურადღებას არ აქცევდით, თავი შეგახსენოთ. ეცადეთ, რეალობა ობიექტურად შეაფასოთ, ასეთ შემთხვევაში წარმატება გარანტირებული გაქვთ. ამ დღეს ოჯახში ურთიერთგაგების დეფიციტია და სკანდალის ალბათობაც არსებობს.


ტყუპები


ბიზნესის სფეროში მომუშავე ტყუპებისთვის ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. მოსალოდნელია მოგება, ვალის დაბრუნება ან მომგგებიანი გარიგების დადება. ვენერას მფარველობა სასიყვარულო საქმეებში წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი.


კირჩხიბი


ეს დღე ყველა თვალსაზრისით სასარგებლო იქნება. ეს ეხება სამსახურებრივ კონტაქტებს, მივლინებებს და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას. სამსახურში გეგმაზომიერი და კარგად დაგეგმილი საქმიანობა მცირე, მაგრამ პერსპექტიულ ცვლილებებს მოგიტანთ.


ლომი


მომატებული შრომისუნარიანობით, აქტიურობითა და პრობლემების მოგვარების არასტანდარტული გზით საგრძნობ შედეგებს მიიღებთ. პარტნიორების ან გავლენიანი მფარველების მხარდაჭერა ყველაზე სარისკო ოპერაციებშიც წარმატებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, პირად ცხოვრებაში საინტერესო შეხვედრა და წარმატება გელით.


ქალწული


დღის პირველი ნახევარი პროფესიულ საქმიანობაშიც და ოჯახურ ურთიერთობებშიც რთული იქნება. ფინანსური მდგომარეობა რამდენადმე გაუარესდება. მოსალოდნელია ფულის წაგება ან ძვირფასი ნივთის დაკარგვა. დღის მეორე ნახევარი გაცილებით სასიამოვნო და წარმატებული იქნება. ქალებს საინტერესო პაემანი ელით.


სასწორი


ეს დღე კოსმოსური ენერგიის გარდაქმნას და პარტნიორებთან პრობლემებს უკავშირდება. თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება, შეცდომები კი ძვირად დაგიჯდებათ. შესაძლოა, რაღაც ამბავი გაიგოთ, რომელიც ახლობელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაზე აისახება და თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას შეცვლის.


მორიელი


წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც ნეგატიური ტენდენციები ახლავს. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ეს დღე უსიამოვნო შეფერილობისაა, პლანეტების კეთილგანწყობის წყალობით, სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ. თუ ეს მოახერხეთ, მომავალი კვირა გაცილებით სასიამოვნო იქნება.


მშვილდოსანი


ვენერას მფარველობა სასიყვარულო საქმეებში წარმატებას გპირდებათ. განსაკუთრებით მშვილდოსან ქალებს. მოსალოდნელია ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი. საქმის მიმართ პრაქტიკული დამოკიდებულება და ენერგიის რაციონალურად გამოყენება ავტორიტეტის ამაღლებასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.


თხის რქა


ამ დღეს სარისკო მოქმედებებს და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას უნდა ერიდოთ. ახალ პარტნიორებთან ურთიერთობა წარუმატებელი იქნება, თუმცა ძველი და კარგად გამოცდილი მეგობრებისგან ღირებულ რჩევას მიიღებთ. ხელსაყრელია ოჯახურ წრეში დასვენება და ბავშვებთან ურთიერთობა.


მერწყული


ამ დღეს მცირე შემოსავალი გელით. შესაძლოა, თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გადაიშალოს. ახალ იდეებს და წინადადებებს სიფრთხილით მოეკიდეთ. დღის მეორე ნახევარში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. არ ინერვიულოთ, ავადმყოფობა ხანმოკლე იქნება.


თევზები


კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია კრიმინალურ ელემენტებთან შეხვედრა და დანაკარგი. ყველა თევზი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს აგრესიას. გირჩევთ მფარველი და დახმარება მოძებნოთ. კარგი იქნება, თუ გართობის მოყვარულები საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტს იფიქრებენ.

დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავეხმაროთ გაუწყლოვანებულ კანს სახლის პირობებში?

თქვენც ფიქრობთ, რომ მშრალი და გაუწყლოვანებული კანი - ერთი და იგივეა? 
საკნატუნო ამბები

საწოლში პრეზიდენტთან: პოლიტიკოსების 5 ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალი

მორიგი სექს-სკანდალს ცნობილ მომღერალსა ან მსახიობზე ლამის ყოველდღე ვაწყდებით ინტერნეტსივრცეში და შეიძლება, გვერდიც აუიაროთ, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებულია. 
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დისნეის პრინცესები პირბადეების დეფიციტის დროს

კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში სამედიცინო ნიღბების დეფიციტი გაჩნდა. პრონცესები არ დაიბნენ და პრობლემიდან სახალისო გამოსავალიც იპოვეს.
ამბები

ონლაინდისკუსია თემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის რეგულაციები და ქართული კანონმდებლობა

25 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინდისკუსია https://www.facebook.com/events/245085283386708 თემაზე: GDPR და ქართული კანონმდებლობა.
ამბები

კიბოს რისკისგან დაზღვევა - ფონდი სიმშვიდისთვის

ავთვისებიანი სიმსივნის პირისპირ: 27 წლის ნინოს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამა „ონკო ქეარით“, 150 000 ლარი აუნაზღაურა.
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?