"რატომ ხდება ყველაფერი ეს? - მსოფლიოში ადამიანები რობოტულ ცხოვრების წესზე, კარიერიზმის მონობაზე გადავიდნენ"

INTERNET დაიჯესტი

16 მარტი 09:52, 2020 წელი

ასტროლოგი სოფია ბზეალავა, კორონავირუსის პანდემიას, ადამიანების კარიერაზე მიჯაჭვულობით ხსნის, მისი აზრით, ინფექციის სახით, კოსმოსი კაცობრიობას რობოტული ცხოვრების წესისგან გათავისუფლებასა და  ადამიანური ურთიერთობების გახსენებაში დაეხმარება.

ბზეკალავას აზრით, კორონავირუსის შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში სრულიად ახალი, საინტერესო ეტაპი დაიწყება.


"ცვლილებები არასოდესაა მარტივი. მით უმეტეს გლობალური. მოკლედ რატომ ხდება ყველაფერი ეს? საქმე იმაშია, რომ სამყარო ჰარმონიის და ბალანსის, ასევე მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპზეა აგებული. ისიც ვიცით ალბათ, რომ ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს ჰყავს თავისი ანტაგონისტი ანუ უჩინარი ბალანსი ოპოზიციური ნიშნის სახით.


ბოლო პერიოდის მანძილზე კი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან ბევრი სატურნული/თხის რქის ენერგია დაგროვდა (ადამიანების დიდი ნაწილი რობოტულ ცხოვრების წესზე გადავიდა, რაც სამსახურის და კარიერიზმის მონობას ნიშნავს ხშირ შემთხვევაში).


ნუ დაგვავიწყდება ასევე ისიც, რომ კარმული კვანძები ამ ეტაპზე ზუსტადაც რომ თხის რქისა და კირჩხიბის ღერძზე დგას და ზუსტადაც, რომ კირჩხიბია დღესდღეობით აღმავალი (რახუს) პოზიციაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიის სახით სამყარო გვაიძულებს ყველამ ვიპოვნოთ საკუთარ თავში კირჩხიბი. ცოტა ხნით მაინც მოვწყდეთ კარიერულ ამბიციებს, მკაცრ დედლაინებს და მუდმივ დროის დეფიციტს რომელსაც "დედა არ მცალია, გადმოგირეკავ" ჰქვია.


ძვირფასმა კორონამ გვინდა თუ არა ყველა სახლებში გამოგვკეტა, რის ხარჯზეც გამოგვითავისუფლდა დრო ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის. კირჩხიბი ასტროლოგიაში უპირობო, დედობრივი სიყვარულია. ზრუნვაა და თავგანწირვა შენიანებისთვის. ემოციების ღიად, უშუალოდ და ბავშვურად გამოხატვა რაც ასე აკლია თანამედროვე, რაფინირებულ სამყაროს. ჰო, კირჩხიბს კიდევ პანიკის აყოლა და მარაგების კეთებაც უყვარს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ადამიანებმა სუპერ-მარკეტები პირწმინდად უნდა მოასუფთავონ. ეს ისე ცნობისათვის. მაისიდან კარმული კვანძები ტყუპებისა და მშვილდოსნის ღერძზე გადაინაცვლებს და სამყაროს შანსი მიეცემა მუდამ მაძიებელი, მოქნილი და გამჭრიახი ტყუპის ენერგეტიკა გამოიყენოს, საიმისოდ რომ რაციონალიზმით, ინფორმირებულობით და ცოდნით დაამარცხოს ეს უდიდესი გამოწვევა, რაღა თქმა უნდა მშვილდოსნის და იუპიტერის ანუ რწმენის, იდეოლოგიური ერთიანობის და ოპტიმიზმის ხარჯზე!  ნუ გეშინიათ! არაფერი სრულდება, უფრო პირიქით - სრულიად ახალი და საინტერესო ეპოქა იწყება კაცობრიობის ისტორიაში," - წერს ასტროლოგი.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?