22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 აპრილი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


წინააღმდეგობრივი დღეა. გაითვალისწინეთ,რომ გადაჭარბებულმა ემოციურობამ და ნერვიულობამ შეიძლება ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ მეტი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ. ეს დაგეხმარებათ ოჯახში ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნაში.


კურო


მიზნის არჩევისა და პრინციპების დაცვის დღეა. გადაჭარბებული ემოციურობა და უხეშობა შეიძლება თქვენიმუშაობის შედეგებზე არასახარბიელოდ აისახოს და ფინანსურად დაგაზარალოთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობით იმედგაცრუებული დარჩებით. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.


ტყუპები


ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად არასტაბილურია, ამიტომ ეცადეთ ფული ეკონომიუირად ხარჯოთ. მოულოდნელი ცნობა გაიძულებთ სამომავლო გეგმები შეცვალოთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და დასვენებისთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძლიერი თავის ტკივილი,ამიტომ ეცადეთ დასაძინებლად ადრე დაწვეთ.


კირჩხიბი


ახალი შეხვედრებისა და პროგრესის დღეა, რომელიც შესაფერისია გარემოს შეცვლისა და მოგზაურობისთვის. ეცადეთ ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, მით უმეტეს, რომ ეს ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - გამორიცხული არ არის ოჯახის რომელიღაც წევრთან კამათი და უთანხმოება. არ ინერვიულოთ, მცირე სტრესის შემდეგ ოჯახში ისევ სიმშვიდე დაისადგურებს.


ლომი


ერიდეთ სიახლეებს და მხოლოდ ძველი, კარგად ნაცნობი საქმე აკეთეთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, თორემ ახლობელ ადამიანთან კონფლიქტს ვერ გადაურჩებით. გაითვალისწინეთ, რომ რისკის სიყვარულმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა და ალკოჰოლური სასმელები.


ქალწული


პოზიციების განსამტკიცებლად შესანიშნავი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ მეგობრების დახმარების გარეშე მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურდათ. დაივიწყეთ ეჭვები. საყვარელი ადამიანისგან იმაზე მეტს იღებთ, ვიდრე თავად გასცემთ.


სასწორი


ინტუიცია და გამჭრიახობა სიტუაციის სწორად შეფასებაში და სამოქმედო ტაქტიკის შემუშავებაში დაგეხმარებათ. რეალობა თქვენს წარმოდგენას შეესაბამება. ხელსაყრელი დროს უძრავი ქონების და ძვირადღირებული ნივთების შესაძენად. მოულოდნელმა ცნობამ შესაძლოა თქვენი მომავალი კვირის გეგმების შეცვალოს.


მორიელი


ამ დღეს თქვენს უახლოეს გარემოცვაში მოსალოდნელია ცვლილებები. ცხოვრება თქვენგან მეტ გამძლეობას მოითხოვს. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს შესაძლოა მდგომარეობა გაუმწვავდეთ. დროებითი სულიერი დისკომფორტი გელით.


მშვილდოსანი


ეცადეთ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. თქვენი აგრესია საპასუხო აგრესიას გამოიწვევს, რაც შეიძლება დიდ სკანდა;ში გადაიზარდოს. გამორიცხული არ არის ურთიერთობის სრული გაწყვეტა.


თხის რქა


ქალეწბს ვურჩევთ ექსტრავაგანტური ქცევისგან თავი შეიკავონ - სწრაფი წარმატების სურვილმა შეიძლება ნერვიულ აშლილობამდე მიგიყვანოთ.მამაკაცებს ვურჩევთ ახლობელ ადამიანს და ბავშვებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ. თუ მოინდომებთ, ყველა პრობლემას მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე მოაგვარებთ.


მერწყული


როგორც იქნა მიხვდით, რომ სურვილების ასრულება ყოველთვის ბედნიერებას არ ნიშნავს.ზოგჯერ ადამიანი ვერ ხვდება რა სურს. შესაძლოა, ახალ ჭეშმარიტებას ჩასწვდეთ, რაც თქვენს შინაგან სამყაროს გაამდიდრებს. ეცადეთ ემოციები დაიცხროთ და ცივი გონებით იმოქმედოთ.


თევზები


გაუგებრობებისა და უთანხმოების დღეა. ეცადეთ შექმნილი ფინანსური მდგომარეობა რეალურად შეაფასოთ. ამ დღეს შესაძლოა, პარტნიორთან ან ნათესავებთან პრობლემა შეგექმნათ, რომლებიც თქვენი ალტრუიზმით უკმაყოფილონი არიან. ეცადეთ საკუთარ მოქმედებებში კომპრომისი ნახოთ და მთელი ენერგია მუშაობისკენ მიმართოთ.

დღის ჰოროსკოპი

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ დავალაგოთ გარდერობი - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

აღიარეთ, დილით რამდენჯერ გაგიფიქრებიათ „რა ჩავიცვა“, როცა სასოწარკვეთილი მისჩერებიხართ ღია კარადას? არადა, თითქოს, ტანსაცმელი შიგნით აღარ ეტევა, ჩასაცმელი მაინც მართლაც არაფერია.  
ამბები

„ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა

„ვისოლმა“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საწვავის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე, ჯამურად, 80 თეთრამდე შეამცირა და ქსელში წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასი დააფიქსირა.
დღის ჰოროსკოპი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?