26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 აპრილი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

რთული დღეა, თუმცა ვარსკვლავები მიზნის მიღწევაში გეხმარებიან. დღის პირველი ნახევრის დადებითი ტენდენციები კომერციულ ოპერაციებში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ქალებს ელით სიურპრიზი, სასიამოვნო სიახლე ან საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან.

კურო

ხელსაყრელი დღეა სუფთა ჰაერზე სეირნობისა და წყალსატევთან დასვენებისთვის. კარგი იქნება თუ გარემოს შეიცვლით და სასიამოვნო ადამიანებთან ერთად გაერთობით. დღის პირველ ნახევარში ქალებს საინტერესო ადამიანის გაცნობა ელით, რომელმაც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.

ტყუპები

მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც წარმატებულ შენაძენს ან მოგებას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარში ერიდეთ ურთიერთობას, რადგან მოსალოდნელია ტყუილი, მეგობრის ღალატი და პროვოკაცია. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ და რამე სასიამოვნო საქმით დაკავდით.

კირჩხიბი

ეს დღე მთლიანად ოჯახს და ბავშვებს დაეთმობა. ძვირად ღირებული ნივთების შეძენამდე ეცადეთ, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. მეგობრების გამოცდილება უდიდეს დახმარებას გაგიწევთ.

ლომი

თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. უარს ნუ იტყვით პარტნიორების რჩევაზე - კეთილგანწყობილი ადამიანების დახმარება შეცდომებისგან დაგიცავთ. ინტიმურ სფეროში ჯერჯერობით, ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ.

ქალწული

დღის პირველი ნახევრის პოზიტიური ტენდენციები კომერციულ ოპერაციებში წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია დიდი ხნის ოცნების ასრულება ან სასიხარულო სიახლე. ვარსკვლავები გირჩევენ, ობიექტურად შეაფასოთ პარტნიორის მიმართ თქვენი მოლოდინები და პრეტენზიები და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ნახოთ. გამორიცხული არ არის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.

სასწორი

ამ დღეს მოსალოდნელია სერიოზული პროვოკაცია და მეგობრის ღალატი. გაითვალისწინეთ, რომ გადაჭარბებული ემოციურობა საქმეში ხელს შეგიშლით. კარგი იქნება თუ საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებთ და რამე სასიამოვნო საქმის კეთებით დაკავდებით.

მორიელი

სამწუხაროდ, წინა დღეების ნეგატიური ტენდენციები ისევ ძალაშია. მოსალოდნელია სირთულეები მშობლებთან და შვილებთან ურთიერთობაში და ოჯახში მატერიალური პრობლემები. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. მომავალი კვირა ამისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება.

მშვილდოსანი

წარმატებული დღეა. ძველი ოცნების ასრულება ან მოულოდნელი შემოსავალი გელით. შესაძლოა, საკუთარი ნიჭიერებით ადამიანები გააოცოთ, თუმცა ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი განსაზღვროთ. გაითვალისწინეთ, რომ გლობალური პროექტების განხორციელებისას გამოჩენილი სითამამე შეიძლება თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდეს.

თხის რქა

შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ. კარგი იქნება, თუ რეალურად შეაფასებთ პარტნიორების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს და მოიფიქრებთ, რა და როგორ გამოასწოროთ. გირჩევთ ახალი პროექტის დაწყებამდე ძველი საქმეები დაასრულოთ.

მერწყული

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მატებას იწყებს. იზრდება თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები და ინტუიცია. გამორიცხული არ არის, რომ თქვენთვის უცნობი საქმის კეთება მოგიწიოთ, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით.

თევზები

საყოფაცხოვრებიო პრობლემების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ხელსაყრელია ძვირად ღირებული ნივთებისა და უძრავი ქონების შეძენა თუ რა თქმა უნდა, ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ. ერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას და ეცადეთ, მარტოობაში დაისვენოთ.

 

დღის ჰოროსკოპი

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ დავალაგოთ გარდერობი - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

აღიარეთ, დილით რამდენჯერ გაგიფიქრებიათ „რა ჩავიცვა“, როცა სასოწარკვეთილი მისჩერებიხართ ღია კარადას? არადა, თითქოს, ტანსაცმელი შიგნით აღარ ეტევა, ჩასაცმელი მაინც მართლაც არაფერია.  
ამბები

„ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა

„ვისოლმა“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საწვავის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე, ჯამურად, 80 თეთრამდე შეამცირა და ქსელში წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასი დააფიქსირა.
დღის ჰოროსკოპი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?