ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე წერილით მიმართა

ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე წერილით მიმართა

INTERNET დაიჯესტი

25 აპრილი 19:18

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს, ვერხოვნა რადას დეპუტატებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

დეპუტატი უკრაინელ კოლეგებს წერს, რომ ვიდრე 30 აპრილს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ უნდა იცოდნენ ვის უყრიან კენჭს საკუთარი სამშობლოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე.


ვალერი გელაშვილი უკრაინელ კოლეგებს ახსენებს, რომ სააკაშვილის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი და იგი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ორივე სისხლის სამართლის საქმეზეა დამნაშავედ ცნობილი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ თავად მასა და მის ოჯახს ეხება.


„მე ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა! 2005 წელს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გახლდით, დეპუტატი, რომლისგანაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ახირებების ასასრულებლად ჩემი საცხოვრებელი სახლის დათმობას მოითხოვდა. პრაქტიკულად, მართმევდა სახლს, რაზეც წინააღმდეგობა გავუწიე და პრესაში გავაკრიტიკე, სანაცვლოდ მან სასიკვდილოდ გამწირა! მომიგზავნა ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად გადაქცეული უშიშროების დანაყოფის წევრები და ჩემზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, დღისით, მზისით, დედაქალაქის ცენტრში ძალადობრივი თავდასხმა მოაწყობინა, რომლის დროსაც უმძიმესი დაზიანებები მივიღე და სრულიად შემთხვევით გადავურჩი სიკვდილს“, – წერს გელაშვილი.


დეპუტატი წერილს თან ურთავს იმ დაზიანებების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას, რომელმაც მსოფლიო პრესის ფურცლები მოიარა. ვალერი გელაშვილი წერს, რომ სააკაშვილმა ესეც არ აკმარა და სრულიად აბსურდული, გამოგონილი მიზეზით, საქართველოს პარლამენტის მისდამი მორჩილი უმრავლესობის ხელით პარლამენტარის მანდატი ჩამომართვა და პრაქტიკულად აუკრძალა მას პოლიტიკური საქმიანობა. ის ასევე ამბობს, რომ მისი ისტორია, „არ არის გამონაკლისი და ის იმ ათობით ათას ქართველს მიეკუთვნება, ვისაც ჯალათმა სააკაშვილმა და მისმა ცხრაწლიანმა სისხლიანმა მმართველობამ არნახული ტერორი გამოატარა. არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, გააუბედურა ათასობით ოჯახი, ბიზნესი და ქონება წაართვა პრაქტიკულად ყველას, ვინც მას არ შეეკრა. საქართველოს ციხეები გადაავსო ნაწამები პატიმრებით“. წერილში ნათქვამია, რომ ამ საქმეების გარდა სააკაშვილი იმხილება უმძიმეს კორუფციულ დანაშაულებში, იგი ოფიციალურად არის ბრალდებული 8 მილიონზე მეტი საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში.


„უკანასკნელ წლებში ბევრი რამ შეიცვალა როგორც პირადად ჩემს, ისე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა, მერწმუნეთ, არსებობს ჭრილობები, რომლებიც არასდროს ხორცდება, ჭრილობები, რომელიც სააკაშვილმა პირადად მე და ჩვენს ქვეყანას მიაყენა. დაბეჯითებით გთხოვთ, ნუ მიაყენებთ უკრაინელ ხალხს და სახელმწიფოს იმავე ჭრილობებს, ნუ აკადრებთ საკუთარ სამშობლოს ამ შეშლილ კრიმინალს მთავრობის ვიცე-პრემიერად“, – წერს ვალერი გელაშვილი. ამავე წერილში, ის რწმენას გამოთქვამს, რომ სააკაშვილი ისეთივე არაპოპულარულია უკრაინელ ხალხში, როგორც საქართველოში.


გელაშვილი უკრაინელ კოლეგებს ბოლო საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს.


„გაიხსენეთ ის არჩევნები, რომლის შედეგებითაც გახდით რადას წევრები, თქვენ ხომ რადაში აგირჩიათ და მანდატი მოგცათ იმ ხალხმა, რომლის წინაშე წარდგომა სააკაშვილმა, ნულოვანი რეიტინგის გამო, ვერც გაბედა და სწორადაც ვერ გაბედა, რადგან იმავე ხალხმა სააკაშვილის პარტიისთვის 0,4% პროცენტზე მეტი არ გაიმეტა? მაშ, რატომ იმეტებთ ამ ხალხს სააკაშვილისთვის?“, – აღნიშნავს წერილში ვალერი გელაშვილი.

დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?