ვერძი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავი მთლიანად მუშაობას მიუძღვნათ, რადგან ხელსაყრელი განლაგება სწრაფ და მნიშვნელოვან შედეგებს გპირდებათ. თქვენი მიზანმიმართული მუშაობა პარტნიორთან შეხვედრით ან სასიხარულო ამბით დასრულდება.
კურო
ხელსაყრელი დღეა სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ეს ტყუილების, ღალატის და პროვოკაციების დღეა, ამიტომ თავი შორს დაიჭირეთ ადამიანებისგან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ ან ბოლომდე არ ენდობით. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს - მოსალოდნელია კვებითი ინტოქსიკაცია.
ტყუპები
ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისა და ახალი საქმეების დაწყებისგან და მხოლოდ ის საქმე აკეთეთ, რომელშიც კარგად ერკვევით. მოსალოდნელია დაპირისპირება მეგობრებთან ან დიდი ოჯახური სკანდალი ყოფილი თაყვანისმცემლის გამო. დაძაბული სიტუაციის განეიტრალებას მხოლოდ თანდაყოლილი დიპლომატიურობის წყალობით მოახერხებთ.
კირჩხიბი
იმედგაცრუების დღეა. თქვენს გეგმებს და იმედებს ასრულება არ უწერიათ. მგზავრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკება, სავარაუდოდ, ჩაიშლება და ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდება. შესაძლოა, ისეთი საქმის კეთება მოგიწიოთ, რომელშიც საეერთოდ ვერ ერკვევით.
ლომი
შესაძლოა, ამ დღეს შეტევაზე გადასვლა მოგიწიოთ ან პირიქით, მთელი ენერგია თავის დაცვისკენ მიმართოთ. გახსოვდეთ, ნებისმიერ კონფლიქტში შესაძლებელია კომპრომისული გადაწყვეტილების ნახვა. წარმატებული დროა პროფესიული საქმიანობისთვის.
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მშვიდობა და ჯარმონია დაისადგურებს.
ქალწული
ენერგიით და ოპტიმიზმით სავსე ხართ, ამიტომ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ და ძალები მუშაობისკენ მიმართეთ. შანსი გაქვთ, რომ მუშაობა ახალ თანამდებობაზე გააგრძელოთ. თქვენი შრომისმოყვარეობისა და პიროვნული თვისებების წყალობით, შეიძლება ისეთი ადამიანები დააინტერესოთ, რომლებთან კონტაქტზე დიდი ხანია ოცნებობთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ პირად ცხოვრებაში სიახლეები შეიტანოთ.
სასწორი
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს სამომავლო გეგმებში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანოთ. ძველ მეგობრებთან შეხვედრა შეიძლება ბედის უეცარი ცვლილებით დასრულდეს. დღის მეორე ნახევარში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით.
მორიელი
კარგი იქნება თუ სამომავლო გეგმებს გადახედავთ. გირჩევთ მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და პარტნიორებისა და ნათესავების იმედი ნუ გექნებათ. საყოფაცხოვრებო პრობლემები თქვენს ცხოვრებაში მთავარ ადგილს დაიჭერს. ქალებს ვურჩევთ ვნებები დაიცხრონ და წინდახედულად იმოქმედონ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება დამანგრევეწლი ეფექტი იქონიოს: მოსალოდნელია მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან კონფლიქტი. ისეწავლეთ თანამოსაუბრის მოსმენა და ეცადეთ ემოციები მოთოკოთ.
თხის რქა
ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ. იმაზე ორჯერ მეტის გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე სხვა დროს. საქმიანი მივლინების შემდეგ მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. მშვენიერი შესაძლებლობა გაქვთ, რომ მუშაობა ახალ თანამდებობაზე გააგრძელოთ.
მერწყული
ამ დღეს სიურპრიზები და ბედის საჩუქარი გელით. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი გახდება. შესაძლოა, პირადი ცხოვრებისა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა მოგიწიოთ.
თევზები
მიზნის მიღწევის დღეა და ამაში ვარსკვლავები დაგეხმარებიან. სასიხარულო ცნობა გელით. თუ მივლინებაში წასვლას აპირებთ, ეცადეთ ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ. ახლა ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა და დასვენება გჭირდებათ.