ზურაბ ქადაგიძე: სააკაშვილი უკრაინას მხოლოდ პრობლემებს მოუტანს

INTERNET დაიჯესტი

8 მაისი 18:50, 2020 წელი

„არ შეიძლება კრიმინალი სააკაშვილი რეფორმატორად მონათლო!“ – „ახალგაზრდული ცენტრის“ დამფუძნებელი ზურაბ ქადაგიძე უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია, როგორი არაადეკვატური და პრობლემური პერსონაა სააკაშვილი.


„შეუძლებელია, უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნის საკითხს გვერდი ავუაროთ, გულწრფელად ვამბობ, თანავუგრძნობ უკრაინის ხელისუფლებას, რადგან მათ ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენიათ, როგორი არაადეკვატური და პრობლემური პერსონაა სააკაშვილი. ის უკრაინას მხოლოდ პრობლემებს მოუტანს.


სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსი და ე.წ. „ექსპერტი“ გაუთვითცნობიერებლად თუ მიზანმიმართულად ცდილობს, საზოგადოებას მხოლოდ უკრაინის ინტერესები დაანახოს და საზოგადოებას  „ავანტიურისტ“ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გაპროტესტება უკრაინის შიდა პოლიტიკაში ჩარევად შემოგვასაღოს.


მავნებლობაა ქართველი „ექსპერტ-პოლიტიკოსების “ მოსაზრება, რომ ქართული მართლმსაჯულება, ევროპული სასამართლოს ვერდიქტი სააკაშვილის მიმართ არ უნდა გაითვალისწინოს მეგობარმა სახელმწიფო უკრაინამ და მეგობარმა სახელმწიფო საქართველომ უბრალოდ „ტაში“ დაუკრას მის მიერ მსჯავრდებული სააკაშვილის სტრატეგიული პარტნიორის მთავრობაში დანიშვნას“, - აღნიშნავს ქადაგიძე.


როგორც „ახალგაზრდული ცენტრის“ დამფუძნებელი ამბობს, მეგობარი უკრაინა ვალდებულია, პატივი სცეს  ქართული და ევროპული დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.


„უპირობოდ მისასალმებელია საქართველოს მთავრობის პოზიცია ელჩის გამოძახების (კონსულტაციების მიზნით) მხრივ. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია არის თანმიმდევრული და ფრთხილი, მეგობარი უკრაინა ვალდებულია, პატივი სცეს  ქართული და ევროპული დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, არ შეიძლება კრიმინალი სააკაშვილი რეფორმატორად მონათლო!


P.S. მინდა ჩვენს  დიდ ქართველ „ექსპერტ-პოლიტიკოსებს“  რიტორიკული  კითხვით მივმართო: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი, ევროპელი პოლიტიკოსები, როდესაც მიმართავენ ან მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას ამა თუ იმ შიდა პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტას, მანდ ხომ  არ ხედავენ ხოლმე საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევას?“ - აცხადება ქადაგიძე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?