28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 ოქტომბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


სავარაუდოდ, ამ დღეს სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა გელით. უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ყველაფერი, რასაც დღეს შეიძენთ, სასარგებლო და წარმატებული იქნება.


კურო


ოპტიმიზმით სავსე ხართ, თუმცა თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ, თუ ჩვეულ ჩარჩოებს გასცდებით. სასიამოვნო ადამიანებს შეხვდებით და უამრავ კომპლიმენტს მოისმენთ. მათ გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპაროთ, თუმცა ეცადეთ თავი არ დაკარგოთ.


ტყუპები


ხელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციებისა და შოპინგისთვის. მამაკაცებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით. ქალებს საშუალება ექნებათ საკუთარი მომხიბვლელობით გაიბრწყინონ და უამრავი კომპლიმენტი მიიღონ.


კირჩხიბი


ამ დღეს საშუალება გექნებათ ადვილად მიიღოთ ის, რაც ადრე მიუწვდომელი გეგონათ. გონიერება და ინტუიცია რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძალები გონივრულად გაანაწილოთ და  დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. სავარაუდოდ, ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებთ.


ლომი


ეცადეთ რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ - შესაძლოა, ზოგიერთი პრობლემა ვერ შენიშნეთ ან გადაჭარვებული თავდაჯერება სიტუაციის რეალურად შეფასებაში ხელს გიშლით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა.


ქალწული


ოპტიმიზმით სავსე დღეა. გაცილებით მეტის აკეთებას შეძლებთ თუ ჩვეული ჩარჩოებიდან გასვლას მოახერხებთ. ეცადეთ თავი აკონტროლოთ - ვიღაცამ შეიძლება თქვენი გულწრფელობა და დიდსულოვნება არასწორად გაიგოს.


სასწორი


ცრუ დაპირებების, ტყუილებისა და ილუზიების დღეა. მოსალოდნელია დიდი ფინანსური ზარალი. კარგი იქნება თუ პარტნიორებთან ურთიერთობას გაარკვევთ. ეცადეთ საკუთარ გეგმებსა და მოქმედების ტაქტიკას გადახედოთ. პირადი ცხოვრება თქვენგან სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს.


მორიელი


ეს დღე ინტერესთა ბრძოლას განასახიერებს. გახსოვდეთ ახალი საქმე და წამოწყება შრომისმოყვარეობას და ენერგიულობას მოითხოვს. სასურველია სიტუაცია რეალურად შეაფასოთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ. სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში თქვენი გეგმა შედეგს მოიტანს. საღამო ოჯახის წევრებთან გაატარეთ და ბავშვებთან ურთიერთობით დატკბით.


მშვილდოსანი


ხელსაყრელი დღეა. ქალებს ახალი, საინტერესო ნაცნობობა ელით. საშუალება გექნებათ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ და უამრავი გულწრფელი კომპლიმენტი მიიღოთ. ვარსკვალევი აფრთხილებენ მამაკაცებს, რომ ავტომობილით სწრაფად მოძრაობას, მჭრელ და მჩხვლეტავ საგნებს და ელექტროხელსაწყოებს ერიდონ.


თხის რქა


ამ დღეს ხელსაყრელია ახალი ნაცნობობა. თქვენ ადვილად შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას და ადამიანების მოხიბვლას. ამ დღეს ყველა შენაძენი წარმატებული იქნება.


მერწყული


ამ დღეს თავს სუსტად და გაღიზიანებულად გრძნობთ. თავი შეიკავეთ არარეალური ექსპერიმენტებისგან და მხოლოდ ის აკეთეთ, რაც კარგად გამოგდით. მოსალოდნელია მცირეოდენი სტრესი, რომლის შემდეგ სულში ისევ მშვიდობა დაისადგურებს და სიტუაციის რეალურად შეფასებას შეძლებთ.


თევზები


ეს დღე ინფორმაციისმიღებას და ათვისებას განასახიერებს. სწრაფი შედეგების იმედი ნუ გექნებათ. ფინანსური მდგომარეობა არც თუ ისე საიმედოა. ყველა წამოწყების შედეგი დამოკიდებულია თქვენს სულიერ მდგომარეობაზე. ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმიზმი და სულის სიმხნევე შეინარჩუნეთ.


 

დღის ჰოროსკოპი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან.