12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 მაისი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


დაძაბული დღეა, რომელიც ვერძი ქალებისთვის რთული იქნება. მათი სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს, ამიტომ მოსალოდნელია სირთულეები ოჯახურ ურთიერთობებში, გაუგებრობა სამსახურში და წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში. მამაკაცებს პირიქით, ვარსკვლავების მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ. სავარაუდოდ, სასიამოვნო სიურპრიზი, მოგება ან სასიხარულო ცნობა გელით. სტუდენტებს ვურჩევთ, სწავლის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ.


კურო


კვირის დასაწყისი წინააღმდეგობრივია, ამიტომ ეცადეთ, თქვენი ნებისმიერი მოქმედება კარგად გაიაზროთ. პროფესიულ საქმიანობაში სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ - მომიდინარე საქმეები მშვიდად აკეთეთ და ეცადეთ, კოლეგებთან უირთიერთობა არ გაირთულოთ. შეეგუეთ იმას, რომ თქვენს რჩევებს და წინადადებებს არავინ გაითვალისწინებს.


ტყუპები


დაძაბული დღეა, ამიტომ ეცადეთ, ყოველი ნაბიჯი კარგად გაიაზროთ. მოსალოდნელია სირთულეები ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში, თუმცა ამაში დამნაშავე თავად იქნებით. სავარაუდოდ, ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია, ამიტომ ეცადეთ, ეს დეფიციტი შეავსოთ. შესანიშნავი დროა სპორტისა და უცხო ენების შესწავლისთვის. იზრდება სექსუალური პოტენცია და ინტუიცია. თქვენი მომხიბვლელობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ.


კირჩხიბი


ერთი რიგითი დღეა, რომელიც არაფერს შეცვლის. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე და დაკავდით სახლის კეთილმოწყობით. კარგი იქნება, თუ მოვლენებს არ დააჩქარებთ და უბრალოდ, დააკვირდებით. იმედი ნუ გექნებათ, რომ თქვენს სიტყვას მოუსმენენ და გაიგებენ.


ლომი


მამაკაცების სასიცოცლო პოტენციალი მცირდება, ამიტომ მოსალოდნელია სირთულეები პირად ცხოვრებაში. გამორიცხული არ არის ურთიერთობის სრული გაწყვეტა, შეცდომები მუშაობის დროს და უფროსობის პრეტენზიები. ქალებს პირიქით, წარმატებები ელით, მათ შორის, სასიყვარულო ამბებშიც.


ქალწული


მამაკაცებს რთული დღე ელით. მათი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, ამიტომ მოსალოდნელია სირთულეები პარტნიორთან ურთიერთობაში ან გაუგებრობა დოკუმენტებთან მუშაობის დროს. ქალებს პირიქით, პლანეტების მფარველობა აქვთ. თაყვანისმცემლები თქვენით აღფრთოვანებულები არიან.


სასწორი


დაძაბული დღეა. ხელმძღვანელი სასწორების ავტორიტეტი შესაძლოა, შეირყეს, ამიტომ ეცადეთ, ყოველი ნაბიჯი კარგად დაგეგმოთ. გამორიცხული არ არის გაუთვალისწინებეწლი ხარჯები და ფინანსური პრობლემები. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. ამის მიზეზი თქვენივე უპასუხისმგებლობა და არასერიოზული დამოკიდებულება იქნება. 


მორიელი


ამ დღეს შეიძლება ინტუიციამ გიღალატოთ, ამიტომ თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, უძრავი ქონების შეძენის და დასკვნების გამოტანისგან. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუარესება. შორეულ მოგზაურობაზე ოცნებას დიდი ხნით უნდა დაემშვიდობოთ. ამჟამად ყველაზე ხელსაყრელი საკუთარ ფიქრებთან განმარტოებაა.


მშვილდოსანი


მოსალოდნელია სირთულეები ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ან კრიტიკული შენიშვნები ხელმძღვანელობის მხრიდან. კარგია, რომ თქვენი მომხიბვლელობა და კომუნიკაბელურობა წინააღმდეგობის დაძლევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


თხის რქა


სირთულეწებით და მოულოდნელობებით სავსე დღეა, განსაკუთრებით ქალებისთვის. თქვენი პრეტენზიები პარტნიორისთვის მომაბეზრებელი გახდა, ამიტომ მოსალოდნელია გაუგებრობა და კონფლიქტი.


მერწყული


ბედი ისევ გამოცდას გიმზადებთ. შესაძლოა, სწორედ დღეს მოგიწიოთ დაუსრულებელი საქმეებისა და გადაუჭრელი პრობლემების მოგვარება, რასაც დიდი დრო და ფული დასჭირდება. სტაბილურ წყვილებშიც კი მოსალოდნელია უთანხმოება ურთიერთობის დფიციტის გამო.


თევზები


ეს დღე ხელსაყრელია პროფესიული საქმიანობისა და შემოქმედებითი გეგმების განხორციელებისთვის. შეგიძლიათ გეგმების შესრულებას შეუდგეთ. ეცადეთ, მოღვაწეობის სფერო გააფართოვოთ და ძველი პრობლემა გადაჭრათ. ამაში მდიდარი ფანტაზია და არასტანდარტული აზროვნება დაგეხმარებათ. ცხოვრებას თუ ოპტიმიზმით შეხედავთ, ცხოვრების ყველა სფეროში გაგიმართლებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?