ნუგზარ კვაშალი: ზურაბ დოიჯაშვილი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
INTERNET დაიჯესტი
15 მაისი 15:45, 2020 წელი
მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში, რეანიმაციაში მოათავსეს და მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია მისმა მეგობარმა, ნუგზარ კვაშალმა იმედის დილის ეთერში ჩართვის დროს დაადასტურა და განაცხადა, რომ გამოჯანმრთელების იმედი აქვთ.
ნუგზარ კვაშალის განმარტებით, ზურაბ დოიჯაშვილს გულის პრობლემები აქვს და მისი მდგომარეობის გართულება საქმიანობიდან გამომდინარე გადატვირთულმა გრაფიკმა და შემდეგ უკვე თბილისის დატოვების შემდეგ ნერვიულობამ გამოიწვია.
ზურაბ დოიჯაშვილი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
წყარო
ავტორი: ხატია გლოველი